December 3, 2024

საინტერესო ფაქტები საზამთროს შესახებ

დავიწყოთ იმით, რომ საზამთრო გემრიელი, ჯანსაღი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტია. ის მდიდარია ვიტამინებით, მიკროელემენტებით, შეიცავს ფრუქტოზას და ამის წყალობით მისი მიღება დიაბეტით დაავადებულებსაც შეუძლიათ.

 

საზამთროს სამკურნალო თვისებები

საზამთროს 92% წყალია, რაც განაპირობებს აქტიურ ჰიდრაციას. საზამთრო დიდი ოდენობით შეიცავს - C, A, B1, B5-სა B6 ვიტამინებს. ასევე მინერალებს - პოტასიუმსა და მაგნეზიუმს.

ლიცოპენის შემცველობის გამო საზამთროს მიღება ამცირებს კიბოს გაჩენის რისკებს.

სხვადასხვა ვიტამინების შემცველობის გამო, საზამთროს აუმბობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას.

საზამთროს შემადგენლობაში ამინომჟავა ციტრულინის არსებობა ამსუბუქებს კუნთების არეში ტკივილის შეგრძნებას.

საზამთროს მიღება აუმჯობესებს კუჭის მოქმედებას, ხელს უწყობს მომნელებელ სისტემას და აჩქარებს მეტაბოლიზმს.

საზამთროს სამშობლო

საზამთროს სამშობლო სამხრეთ აფრიკის კალაჰარის უდაბნოა. აქ ჯერ კიდევ გვხვდება საზამთროს ველური სახეობა - პატარა საზამთრო, რომელიც დაახლოებით 200 გრამს იწონის.

საზამთროს მოყვანა 4000 წელზე მეტი ხნის წინ, ძველ ეგვიპტეში დაიწყეს, საიდანაც სპარსეთში, არაბეთში, ინდოეთში და აზიის სხვა მშრალი და ცხელი კლიმატის ქვეყნებში გავრცელდა.

დასავლეთ ევროპაში საზამთრო შუა საუკუნეების ჯვაროსნული ლაშქრობების დროს მოხვდა.

საზამთროს ძეგლები უკრაინაში

უკრაინაში, ხერსონის რეგიონში, საზამთროს ორი ძეგლი დგას, რაც შემთხვევითი არ არის, რადგან ხერსონის საზამთრო მთელ უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთ ცნობილია.

პირველი ძეგლი 2003 წელს, ნოვოვორონცოვკასთან აღმართეს, მეორე კი 2006 წელს, ქალაქ გოლაია პრისტანის სანაპიროსთან.

საზამთროს ზეიმი და ფესტივალი

დიახ, საზამთროს თავისი დღესასწაული აქვს - 3 აგვისტო საზამთროს საერთაშორისო დღეა, უკრაინაში კი აგვისტოს მეორე ან მესამე შაბათს ყოველწლიური ფესტივალი "უკრაინული საზამთრო - ტკბილი სასწაული" იმართება.

საზამთროს ფერი და ზომა

საზამთრო შეიძლება სხვადასხვა ფერის, ზომის, გემოსა და ფორმის იყოს. მაგალითად, არსებობს ჯუჯა საზამთროები, რომლებსაც კიტრის გემო აქვთ და მათი სიგრძე მხოლოდ 3-4 სანტიმეტრია.

ჯუჯა საზამთროებს ძირითადად, რესტორნებში, სხვადასხვა სალათების მოსამზადებლად გამოიყენებენ.

ოთხკუთხედი საზამთრო

ოთხკუთხედი საზამთრო იაპონელების გამოგონებაა, რომლებმაც ჩათვალეს, რომ ამ ფორმის საზამთროს მაცივარში შენახვა უფრო ადვილია.

ოთხკუთხედი საზამთროს გემოვნური თვისებები იგივეა, უბრალოდ ის მრგვალზე ძვირი ღირს.

საზამთრო სხვადასხვა ფერის რბილობით

ტრადიციული, წითელი ფერის გარდა, საზამთროს შეიძლება ყვითელი რბილობი ჰქონდეს.

80-იან წლებში იაპონელმა სელექციონერებმა შექმნეს შავი საზამთრო "დენსუკი", რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული საზამთროა.

პირველი „დენსუკი“ აუქციონზე 3000-6000 დოლარად გაიყიდა, ახლა კი სეზონზე მისი შეძენა 50 დოლარად შეიძლება. „დენსუკი“ ძალიან იშვიათი ჯიშია და მხოლოდ კუნძულ ჰოკაიდოზე ხარობს. საზამთროს აქვს შავი კანი და ძალიან გემრიელი წითელი რბილობი.

 

წყარო

წაკითხვა 200 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 17 2024

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.