,,ჩემს სკოლას არ ეკუთვნის ის, რაც მის თავს დაატრიალეს''-ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში მომხდარ ბულინგის ფაქტს ამავე სკოლის კურსდამთავრებული გამოეხმაურა

ქუთაისის N2 სკოლაში მომხდარ ბულინგის ფაქტს ამავე სკოლის კურდამთავრებული მარიამ იობიძე გამოეხმაურა.

იობიძის თქმით, მე-2 საჯარო სკოლაში მასწავლებლების მხრიდან მოსწავლეებზე განხორცილებულ ძალადობას სისტემატიური ხასიათი არასდროს მიუღია და ერთეული შემთხვევების გამო სასწავლო დაწესებულების იმიჯი არ უნდა დაზიანდეს.

 

,,ეს მე ვარ,მარიამი. მე ქ.ქუთაისის ი.ოცხელის სახელობის მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ვარ. არაორდინალურობით ბავშვობიდან გამოვირჩეოდი. დაახლოებით მე-5 კლასიდან სკოლაში დავდიოდი ცალ-ცალი კედებით,მწვანე მაისურით და ლურჯი შარვლით. მე-11 კლასში თმა იისფრად შევიღებე,წლის ბოლოს უკვე ლურჯი მქონდა,მოგვიანებით კი მწვანე. ეს ის სკოლაა,სადაც არასოდეს მიგრძვნია უხერხული მზერა ამის გამო.ეს ის სკოლაა,სადაც ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვაც არ ყოფილა ჩემ მიმართ. ეს ის სკოლაა,სადაც თითოეული მასწავლებელი პატივს სცემს ინდივიდს,იქნება ეს კოლეგა თუ მოსწავლე,განურჩევლად რასის,რწმენის,სოციალური მდგომარეობის,ჩაცმის სტილისა და ნებისმიერი სხვა ნიშნისა. 


შეძრული ვარ იმით,რაც დღეს ვნახე. ჩემი სკოლა ის ერთერთია,რომელსაც არ შეიძლება ტალახის გუნდა ესროლო,თუ არ გინდა რომ „ნატვრის ხე“ მოგაგონდეს. ჩემს სკოლაში ბულინგი ვერასოდეს მოიკიდებს ფეხს მანამ,სანამ გამოცდილი,განათლებული,სიყვარულითა და ენერგიით სავსე ნამდვილი აღმზრდელები ასწავლიან. ხალხური გამოთქმაა,არ შეიძლება ყველა ერთ ქვაბში მოხარშოო და ასეცაა. იდეალური არავინ და არაფერია,შეცდომა ნებისმიერს შეიძლება მოუვიდეს,მით უფრო,როცა საქმე სიტყვას ეხება . სიტყვა ? ეს რაა , იტყვი და მორჩა,უძლური ხარ. ვერც საკეთილდღეოდ შეცვლი და ვერც პირიქით. მაგრამ გაივლი და ისეთი ღიმილი,ისეთი სიყვარული შეგხვდება,აუცილებლად დაგავიწყებს ნეგატივს. ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა რომ იმედები გამიცრუოს და მაასზე გული ავიყარო,ნუთუ შეიძლება ავდგე და მთელ სამეგობროს მიწა მივაყარო ? ესეც არ ვიკმარო,ქუაჩა-ქუჩა ვიარო და მათზე უშვერი სიტყვები ვიძახო. ნუთუ ეს სამართლიანი იქნება ?! ვგონებ,არა. 

 

სამეგობროში,თუ ვინმე სკოლაზე საუბარს წამოიწყებდა პირზე ხელს მაფარებდნენ. მოწყენილი ჰქონდათ ჩემი მოსმენა. მერე დავფიქრდი,მართლა ხომ არ გადავამეტე,ყოველთვის მე რატომ ვამბობ დადებითს,სხვას რატომ არ გაუმართლა სკოლაში-მეთქი . თუმცა საბოლოოდ,სკოლის თემა სამეგობროში,მაინც ჩემთვის ხელის პირზე აფარებით იწყებოდა. 

 


ჰო,და ბოლოს .. როცა თმა სექტემბრის ზღვის ფერზე გავიღებე,დედა ორ კვირას არ მელაპარაკებოდა. მიზეზი მხოლოდ ის იყო,რომ მე სკოლის მოსწავლე ვარ და ეს შესაფერისი არ იქნებოდა სკოლისთვის. ერთ დღესაც დედამ დამირეკა,ვითომ აქ არაფერი,ჩვეულებრივად. ბოლოს გაირკვა,რომ ჩემმა რამდენიმე მასწავლებელმა უთხრა, -უხდება,ნინო,პრობლემა არ არის,შეურიგდი,განიცდის . ეს იმიტომ,რომ მათ მე ისეთი ვუყვარდი ,როგორიც ვიყავი და თუ რამე სკოლისთვის შუფერებელი იყო,იმაზე მნიშვნელოვანი ვერ იქნებოდა,ვიდრე ჩემი შინაგანი სამყარო,ეს მათ იცოდნენ. შეიძლება არ მიყვარდეს რომელიმე მათგანი ? ..

 

პ.ს. მინდა ეს პოსტი ყველამ ნახოს. მეორე საჯარო სკოლას არ ეკუთვნის ის, რაც მის თავს დაატრიალეს'' -წერს მარიამ იობიძე სოციალურ ქსელში.

 

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის N 2 საჯარო სკოლაში ბულინგის ფაქტი დაფიქსირდა. როგორც ბავშვის მშობელი ამბობს, მისი შვილი გრძელი თმის გამო მასწავლებლის მხრიდან ვერბალური ბულინგის მსხვეპლი გახდა. მომხდარის შესწავლა უკვე დაიწყო შიდა აუდიტის სამსახურმა.

წაკითხვა 1587 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 22 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.