განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის განათლების მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე, აღმოსავლეთ პარტნიორობის განათლების მინისტერიალზე სიტყვით წარსდგა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

 

 

ბრიუსელში გამართულ მინისტერიალზე, რომელსაც ევროკომისიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების განათლების მიმართულებით პასუხისმგებელი მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ირინე აბულაძემ სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე, პერსპექტივებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

 

 

მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის დახმარების მნიშვნელობასა და იმ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როლმელიც ევროკავშირის შემდგომ ჩართულობასა და დახმარებას საჭიროებს.

 

 

თავის გამოსვლაში ირინა აბულაძემ ისაუბრა ასევე პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებზე და საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული შეთანხმების მნიშვნელობაზე, რომელიც საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებას ითვალისწინებს.

 

 

უმაღლესი განათლების მიმართულებით, ირინე აბულაძემ, ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ქსელში (ENQA) საქართველოს გაწევრიანებასა და ევროკავშირის Erasmus+ პროგრამაში წარმატებულ მონაწილეობაზე გაამახვილა ყურადღება. ისაუბრა მეცნიერების სფეროში ევროკავშირთან თანამშრომლობაზე და დადებითად შეაფასა ევროკომისიის პანევროპულ ინიციატივაში EURAXESS-ში გაწევრიანების საკითხი.

 

 

მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოში პირველი ევროპული სკოლის გახსნის მნიშვნელობას, რომელიც ევროკავშირის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით დაარსდა. ევროპული სკოლის საქართველოში დაფუძნების საკითხი ევროკავშირის მიერ 2020 წლისთვის შემუშავებულ 20 ძირითად მიზანთაგან ერთ-ერთია.

 

 

დასასრულს მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ევროკავშირთან შემდგომი აქტიური თანამშრომლობა ქვეყნის განვითარების საქმეში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

 

 

 

https://www.interpressnews.ge/ka/

წაკითხვა 708 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.