აკრძალულია თამაში და სასკოლო ნივთების თხოვება - რა აკრძალვებით დაიწყო სასწავლო პროცესი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, სასწავლო პროცესი განახლდა.
რა წესების დაცვა უწევთ მოსწავლეებს ახალ რეალობაში. გიამბობთ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებს.
უხანში მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადე სავალდებულოა, ამიტომ მათ უფასოდ ურიგებენ. ყოველდღე უზომავენ ტემპერატურას, ყოველ დასვენებაზე ხელების დაბანას სთხოვენ, კლასებს კი ყოველდღიურად უტარებენ დეზინფექციას. ყველა მერხზე პლასტიკატის გამჭვირვალე ბარიერია დამაგრებული, რომლის ტარებაც ზოგჯერ სასადილოშიც უწევთ. დერეფნებში კი მოსწავლეები ერთმანეთისგან დისტანციურად მოძრაობენ. კლასში 20 მოსწავლეზე მეტი არ დაიშვება, ამიტომ თავიდან დააკომპლექტეს კლასები, ზოგან რამდენიმე ცვლაც დაწესდა.
ისრაელში ბავშვებს ერთმანეთისთვის სახელმძღვანელოების და სასწავლო ნივთების გაზიარება ეკრძალებათ. მშობელმა უნდა წარადგინოს დოკუმენტი, რომ ბავშვს კორონავირუსი არ აქვს. თუ რომელიმე ოჯახის წევრს ინფექცია გამოუვლინდა, ბავშვი სკოლაში არ დაშვება. 65 წლის და უფროსი ასაკის, ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე მასწავლებლები სახლიდან აგრძელებენ მუშაობას. ისრაელში, ისევე როგორც დანიაში და ნორვეგიაში, მოსწავლეები 2-მეტრიან დისტანციას იცავენ.
დანიის სკოლებში მშობლები აღარ დაიშვებიან, მოსწავლეები კი შესვლა-გასვლისას სხვადასხვა გასასვლელებით სარგებლობენ. არ აქვთ ერთმანეთთან თამაშის და შეხების უფლება. არც სასკოლო ნივთების თხოვებაა ნებადართული. აქ 20-ბავშვიანი კლასებიც 2-3 ჯგუფად გაჰყვეს და თითოეულს ცალკე საკლასო ოთახი და პედაგოგები გამოუყვეს. ერთმანეთთან ურთიერთობა მხოლოდ ჯგუფის წევრებს შეუძლიათ.
ნორვეგიის სკოლებში ხმარებიდან ამოღებულია ყველა საერთო სარგებლობის თვალსაჩინოება თუ ხელსაწყო, რომლის დეზინფექციაც შეუძლებელია. ბავშვებს უკრძალავენ სახლიდან სათამაშოს მიტანას. სკოლები კი დღეში ორჯერ მუშავდება სადეზინფექციო ხსნარებით.
დანიასა და ნორვეგიაში მასწავლებლებს რეკომენდაცია ეძლევათ, რომ ყველა შესაძლო შემთხვევაში, გაკვეთილი ღია ცის ქვეშ ჩაატარონ. დახურულია სასკოლო ბიბლიოთეკები და სათამაშო მოედნები. დანიასა და ნორვეგიაში დიდი რაოდენობით ხელსაბანები დამონტაჟდა, რათა სკოლაში შესვლისთანავე მოსწავლეებმა ხელების დაბანა შეძლონ.
ტაივანში მოსწავლეს არამარტო ხელის დაბანას სთხოვენ, სკოლაში შესვლამდე აუცილებელია ფეხსაცმელები სადეზინფექციო ხსნარით დაიმუშაოს. პირბადის ტარება მთელი დღის განმავლობაში სავალდებულოა, განსხვავებით ისრაელისგან, სადაც უშუალოდ გაკვეთილზე მათი მოხსნა დაშვებულია.
სიახლეები
- ,,დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა"- შალვა პაპუაშვილი
- აქციის პარალელურად პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები შეიკრიბნენ
- პრემიერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის კანდიდატად დავით სონღულაშვილი დაასახელა
- თურქეთში დაშვების დროს, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
- ,,არავითარი მნიშვნელობა ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არ აქვს"- შალვა პაპუაშვილი