ცნობილია, როდის ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები
გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას ივლისის პირველ რიცხვებში გეგმავს.
ამ ეტაპზე ცენტრი გამოცდების ჩასატარებლად აუცილებელ მოწყობილობებს და აქსესუარებს ყიდულობს. უწყება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განუმარტავს, რომ გამოცდების ჩატარება ივლისის პირველ რიცხვებშია დაგეგმილი, რისთვისაც საგამოცდო ცენტრები ყველა საჭირო ინვენტარით უნდა იყოს აღჭურვილი.
„ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდების, საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირების ჩატარების დაწყება იგეგმება 2020 წლის ივლისის პირველ რიცხვებში და საორიენტაციოდ გაგრძელდება ერთი თვე. გამოცდების დაწყებამდე საგამოცდო ცენტრები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა საჭირო საქონლითა და მომსახურებით“,- ვკითხულობთ უწყების მიმართვაში.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სადეზინფექციო საშუალებებში 27 500 ლარს გადახდას გეგმავს, სამედიცინო მოწყობილობისთვის კი – 266 250 ლარს. შესყიდვის ჯამური თანხა 1 676 270 ლარია.
სიახლეები
- იმერეთსა და სხვა რეგიონებში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოვლინდა
- ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება
- სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- ,,ეკლესიაზე თავდასხმები, დეზინფორმაცია, ჩარევების მცდელობები საეკლესიო საქმეებში, წარმოადგენს უცხოური ძალის დღის წესრიგის ნომერ პირველ საკითხს"- გურამ მაჭარაშვილი
- საქართველოს რკინიგზა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
