ჩაანაცვლებს თუ არა სკოლებში ჩვეულებრივ სახელმძღვანელოებს ელექტრონული წიგნები

“საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკა დგებუაძის განმარტებით, სამინისტრო ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე მუშაობდა ელექტრონული რესურსების განვითარებაზე.

აღნიშნული ცვლილება “ახალი სკოლის მოდელის” ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ზოგადი განათლების რეფორმის ნაწილია და მიზნად სკოლებში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს. აღნიშნული ცვლილების მიზანი კი სკოლებში ტექნოლოგიების შეტანა და ელექტრონული რესურსების ხელმისაწვდომობაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ჩაანაცვლებს თუ არა სკოლებში ჩვეულებრივ სახელმძღვანელოებს ელექტრონული წიგნები - სამინისტროს განმარტება.

 

“ელექტრონული რესურსების განვითარებაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო მუშაობა. პამდემიის პირობებში კიდევ უფრო გაძლიერდა მოთხოვნა იმაზე, რომ შეიქმნას მრავალფეროვანი ელექტრონული რესურსები. შესაბამისად ჩვენ დავიწყეთ დიალოგი გამომცემლებთან. ეს სამუშაო პროცესია და ჩვენ ამ შეხვედრებს ეტაპობრივად გავაგრძელებთ”, - განაცხადა დგებუაძემ. მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ აღნიშნული ცვლილება ითვალისწინებს ნაბეჭდი წიგნების პარალელურად PDF ფაილის ხელმისაწვდომობას, და ის არ ანაცვლებს ნაბეჭდ სახელმძღვანელოს. “უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნო, რომ საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე მიიღებს გრიფირებულ სახელმძღვანელოს ნაბეჭდი ანუ მატერიალური სახით”, - თქვა დგებუაძემ, რომლის განმარტებით, “იმისათვის, რომ კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადონ რესურსები”, გამომცემლებს ესაუბრნენ, რომ “სახელმძღვანელოები, რომლიბიც იბეჭდება, არსებობდეს ელექტრონული - PDF ფაილის სახით”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ შესაძლებელია სექტემბრიდან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა სწავლება ჩვეულებრივ დაიწყონ, ხოლო საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა დისტანციურად, ამას განათლების სამინისტროში არ ადასტურებენ. მათი განცხადებით, ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე და ამ ეტაპზე სწავლის დაწყების მსგავს ფორმას არ განიხილავენ. “ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე, ახლანდელი მონაცემები იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ სკოლებში სწავლება ყველა საფეხურის მოსწავლეებისთვის 15 სექტემბრიდან განახლდება. თუმცა, წინასწარ დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვით. უბრალოდ, შემიძლია გითხრათ, რომ სწავლების მსგავსი მოდელი საჯარო სკოლებისთვის ამ ეტაპზე არ განიხილება”, - ამბობენ განათლების სამინისტროში”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 736 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 24 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.