"აბიტურიენტს გამოცდის ჩაბარების პერიოდში, ექნება შესაძლებლობა, რომ პირბადე მოიხსნას"
აბიტურიენტს, რომელიც აუცილებლად პირბადით უნდა მივიდეს საგამოცდო ადგილზე, დაჯდეს მერხთან, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება დეზობარიერით გამოცდის ჩაბარების პერიოდში, ექნება შესაძლებლობა, რომ პირბადე მოიხსნას, რადგან იქ დისტანცია იქნება დაცული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ოთახში ტემპერატურა მიაღწევს 30 გრადუსს, შესაძლებელი იქნება კონდიციონერის ჩართვა.
„ეროვნული გამოცდები იწყება 6 ივლისიდან და 25 ივლისამდე გრძელდება. დღეს, დილით ჩვენ გვქონდა შესაბამისი თათბირი, როგორც ჩვენი ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე ეპიდემიოლოგებთან და გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენ დღეს შეგვიძლია გავახმოვანოთ და რომელზეც შემდგომ უნდა ვიმსჯელოთ, გახლავთ შემდეგი - იქიდან გამომდინარე, რომ განთლების სამინისტრო ტექნიკურად საკმაოდ კარგად მოემზადა ამ გამოცდების ჩასატარებლად, აბიტურიენტს, რომელიც აუცილებლად პირბადით უნდა მივიდეს თავის საგამოცდო ადგილზე, დაჯდეს მერხთან, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება დეზობარიერით, გამოცდის ჩაბარების პერიოდში ექნება შესაძლებლობა, რომ პირბადე მოიხსნას, რადგან იქ დისტანცია იქნება დაცული. ასევე, ფანჯრები ყველგან უნდა იყოს ღია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ოთახში ტემპერატურა მიაღწევს 30 გრადუსამდე, შესაძლებელი იქნება კონდიციონერების ჩართვა. ეს რეკომენდაციები ჩვენ ასევე მიღებული გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან. ფაქტობრივად, ჩვენ სრულად კომფორტულ გარემოს შევუქმნით, შეძლებისდაგვარად, ჩვენს აბიტურიენტებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი ცოდნა, ეფექტურად და წარმატებით ჩააბარონ გამოცდები, შემდგომ გააგრძელონ განათლების მიღება უმაღლეს სასწავლებლებში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
სიახლეები
- "ევროპელი ბიუროკრატები საქართველოში დამარცხდნენ" - კახა კალაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 აპრილისთვის
- "განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება კლიმატის ცვლილების შემარბილებელი პროცესია" - თამარ მალანია
- "შიდა საქმეები ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, არა ბიუროკრატებმა ბრიუსელიდან" - ილჰამ ალიევი
- "უცხოურმა აგენტურამ სცადა, რომ 9 აპრილიც გამოეყენებინა საზოგადოების ხელოვნურად გასახლეჩად" - ირაკლი კობახიძე