გსურს ისწავლო სანდო და ყალბი ინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევა? - პროექტი "ისწავლე, რათა ამოიცნო"
გსურს ისწავლო სანდო და ყალბი ინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევა?
მაშინ შემოუერთდი პროექტს „ისწავლე, რათა ამოიცნო“ - სრულიად უფასოდ
გაიუმჯობესე კრიტიკული აზროვნება და შეიძინე ინფორმაციის გადამოწმების პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
განივითარე ლიდერული უნარ-ჩვევები.
მიღებული ცოდნით დაიცავი თავი და გარშემომყოფნი დეზინფორმაციისა და მანიპულაციისგან.
ტრენინგი წარმოადგენს IREX-ის "ისწავლე, რათა ამოიცნო" პროექტის კასკადური ტრენინგების ნაწილს, რომელიც ტარდება პროექტის მონაწილე ახალგაზრდა ტრენერების მიერ".
გამოიყენე ეს შესაძლებლობა ონლაინ კომუნიკაციისა და ონლაინ სწავლების უნარ-ჩვევების განსავითარებლად, რაც პროფესიული ზრდის შესანიშნავი საშუალებაა, განსაკუთრებით კი COVID19 შედეგად შექმნილი დღევანდელი გამოწვევებისა და ტექნოლოგიური განვითარების სწრაფი ტემპის გათვალისწინებით.
შემოუერთდი ტრენინგს მეგობრებთან ერთად!
„ისწავლე, რათა ამოიცნო“ პროექტის ონლაინ ტრენინგი საუკეთესო საშუალებაა მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განსავითარებლად, რადგან პროგრამის ინტერაქტიული ფორმატი მონაწილეებს საშუალებას აძლევს, ინდივიდუალური და ჯგუფური აქტივობების გზით, პროცესის თითოეული ეტაპის გავლით, უშუალოდ კეთებით ისწავლონ სხვადასხვა ფორმატში წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმება.
ტრენინგში ინტეგრირებულია ბევრი სახალისო აქტივობა და სხვადასხვა ონლაინ პლათფორმა, რაც პროგრამას უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს ხდის.
სად: Zoom-ის ვირტუალურ გარემოში.
როდის: 19 და 20 ივლისს
ტრენინგი გაიმართება 19 და 20 ივლისს Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.
https://zoom.us/j/7599770033?pwd=U0MvUDFwVU91WWEybkZKenQwUEFaQT09
რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ ქვემოთ მითითებული ბმულზე
რეგისტრაცია სავალდებულოა
https://docs.google.com/forms/d/1GA0prCEt_ZBaydXhEV5auHgrUHyRDQFnmSnCjHsZB14/edit
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მონაწილეები ტრენინგზე აუცილებლად უნდა შემოვიდნენ პერსონალური კომპიუტერით ან ნოუთბუქით (და არა მობილური ტელეფონით), რათა შესაძლებელი იყოს ყველა აქტივობის სრულყოფილად შესრულება‼ მობილური ტელეფონი დაგვჭირდება მხოლოდ გარკვეული აქტივობის დროს.
ტრენინგის გავლის შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
IREX-ის პროექტის „ისწავლე, რათა ამოიცნო“ მიზანია საქართველოში მედიაწიგნიერებაზე ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდებში მედია და საინფორმაციო წიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარება.

#ისწავლერათაამოიცნო
#გადაამოწმეინფორმაცია.
სიახლეები
- "საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა თავდაცვის რეჟიმშია, ცრუ განცხადებებს როცა ვისმენთ, ჩუმად უნდა ვიყოთ?"- კახა კალაძე
- „ბიბისის“ რეპორტაჟთან დაკავშირებით სიმართლის გამჭვირვალედ დასადგენად ერთადერთი დარჩენილი გზა საერთაშორისო გამოძიებაა" - გიორგი გახარია
- ქუთაისში ახალი მრავალფუნქციური სპორტის სასახლის პროექტირება მიმდინარეობს
- პარლამენტმა მხარი დაუჭირა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 დეკემბრისთვის
