წარჩინებული მოსწავლეებისთვის ოქროსა და ვერცხლის მედლების გადაცემა დაიწყო
2016-2017 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეებისთვის ოქროსა და ვერცხლის მედლების დარიგება უკვე დაიწყო. როგორც განათლების სამინისტროში აღნიშნეს, მოსწავლეები კუთვნილ მედლებს ეტაპობრივად მიიღებენ.
“ოქროსა და ვერცხლის მედლების დარიგება გუშინ თბილისში დაიწყო. რეგიონებს რაც შეეხება, იქაც ეტაპობრივად განხორციელდება დარიგება. ზუსტი დროის გასაგებად კი, როდის შეუძლია მოსწავლეს მედლის მიღება, უნდა დაუკავშირდნენ რაიონის რესურსცენტრს”, – აღნიშნეს განათლების სამინისტროში.
რა დრო დასჭირდება 2016-2017 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეებისთვის ოქროსა და ვერცხლის მედლების სრულად დარიგებას ცნობილი არ არის. თუმცა, როგორც განათლების სამინისტროში გვითხრეს, იმ შემთხვევაში თუ მოსწავლეს, რომელსაც ეკუთვნის მედალი, არ დაუკავშირდნენ, მშობელს შეუძლია მიმართოს რესურსცენტრს.
რაც შეეხება 2017-2018 წლის წარჩინებულ მოსწავლეებს, ჯერ კიდევ უცნობია ზუსტი დრო, როდის დაურიგდებათ მათ კუთვნილი მედლები.
edu.aris.ge
სიახლეები
- ,,ლელოს” დააწყებინეს კამპანია, მერე გაწიეს ,,ლელო”, გადააბარეს ,,ალტ ინფოს” და ,,პატრიოტთა ალიანსს”, ჩართული ჰყავთ უცხოეთიდან დაფინანსებული ,,ენჯეოებიც”- ირაკლი კობახიძე
- „კაია კალასის ნათქვამი მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანებს არასწორი წარმოდგენა აქვთ თავისუფლებაზე"- ნინო წილოსანი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს
- სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს
- საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე
