15 ვებ-გვერდი, რომელიც ახალი ენის შესწავლაში დაგეხმარებათ
1. Duolingo.com — Duolingo გვთავაზობს ენის სწავლებას გრამატიკის და ლექსიკის გაკვეთილების მეშვეობით. დააგროვეთ ქულები და გადადით “თამაშის” შემდგომ საფეხურებზე. აქ ინგლისურ ენაზე მოსაუბრე ადამიანებს შეუძლიათ ისწავლონ: ესპანური, იტალიური, ჰოლანდიური, ფრანგული, გერმანული, პორტუგალიური, ირლანდიური და დანიური ენები. სულ მალე ვებ-გვერდს დაემატება უნგრული, შვედური, თურქული, რუსული, პოლონური და რუმინული ენები.
2. BBC Languages — BBC-ის მეშვეობით 40 სხვადასხვა ენის შესწავლაა შესაძლებელი გრამატიკის, ლექსიკის, თამაშების, სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობების და ტესტების გზით.
3. Livemocha.com – ონლაინ კურსები 35 ენის შესასწავლად დამწყებთათვის.
4. Memrise.com — ამ შემეცნებით და გასართობ ვებ-გვერდზე რამდენიმე მიმართულებით შეგიძლიათ გაიღრმავოთ ცოდნა და გაავარჯიშოთ მეხსიერება. 8 ენაში შეგიძლიათ გაიმდიდროთ ლექსიკა: ინგლისური, რუსული, ესპანური, ჩინური, ფრანგული, გერმანული, პორტუგალიური და ჩინური.
5. Lingocracy.com — შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო შინაარსის ტექსტები და მიიღეთ პირდაპირი თარგმანი და განმარტებები. Lingocracy-ის plug-in-ის დაყენებით თქვენ ასევე შეძლებთ ინგლისურ ენაზე წაიკითხოთ 50-ზე მეტ ენაზე შექმნილი ვებ-გვერდები.
6. FSI Language Courses – აქ მოცემული ენის კურსები ამერიკის მთავრობის მიერაა შემუშავებული და ახლახანს გადავიდა საჯარო დომეინზე.
7. InternetPolyglot.com — აქ მოცემული გაკვეთილები და თამაშები მალე გადაგაქცევთ პოლიგლოტად.
8. Babbel.com — ისწავლეთ ენა მოცემული ვარიანტებიდან სწორი თარგმანის ამოცნობის გზით.
9. LyrnLang.com — ისწავლეთ ახალი სიტყვები და ფრაზები თქვენთვის სასურველ ენაზე სიმღერების მოსმენით და ტექსტების თარგმანის წაკითხვით.
10. Forvo.com — აქ გადაამოწმებთ თუ რამდენად სწორად გამოთქვამთ სიტყვას, და ისწავლით ახალი სიტყვების წარმოთქმას ათეულობით ენაზე.
11. GreatLanguageGame.com — თამაში, სადაც თქვენ ცდილობთ ერთმანეთისგან განასხვავოთ 80 ენა.
12. Interpals.net – შეიძინეთ ონლაინ მეგობარი (pen pal) უცხო ქვეყანაში და შეისწავლეთ მისი ენა.
13. Chineasy.org — გაკვეთილები და რესურსები ჩინური ენის შესასწავლად.
14. Lernu.net — ესპერანტოს (ხელოვნური საერთაშორისო დამხმარე ენა) უფასო კურსები და ინფორმაცია.
15. Teach.ge — ქართული ვებ-გვერდი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ისწავლოს ინგლისური, რუსული, ფრანგული და იტალიური ენები.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი