ჯეფ ბეზოსის გეგმები Amazon-ის შემდეგ - რას უნდა ველოდოთ?

მსოფლიო დიდი ხანია ჯეფ ბეზოსს, Amazon-ის დამფუძნებლად და სახედ იცნობს.

თითქმის 26 წლის შემდეგ, რაც მან საკუთარ ავტოფარეხში წიგნების ონლაინ ბიზნესი დაიწყო და ოცნება საცალო სავაჭრო იმპერიად აქცია, მილიარდერმა გასაკვირი განცხადება გაავრცელა. იგი Amazon– ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს ტოვებს და ყურადღებას სხვა ბიზნეს ინტერესებზე ამახვილებს. მიუხედავად იმისა, რომ ბეზოსი Amazon– ის თავმჯდომარედ რჩება, მას უამრავი ინვესტიცია აქვს ჩადებული სხვადასხვა ბიზნესში, მათ შორის დედამიწაზე და მის ფარგლებს გარეთ.

 

საინტერესოა, რას გეგმავს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი სამომავლოდ? ამის შესახებ გავლენიან გამოცემებში უამრავი პროგნოზი ვრცელდება.

 

აი რას საუბრობენ ფაქტები:

 

ინვესტიციები Amazon-ის გარეთ

 

მაშინაც კი, როდესაც ბეზოსი Amazon-ის გლობალურ გიგანტად გადაქცევაზე მუშაობდა, პარალელურად ინტერესს არ კარგავდა ტექნიკური ბაზრის მიმართ. 1998 წელს ბეზოსმა მაშინ ჯერ კიდევ მზარდ ტექნოლოგიურ კომპანია Google -ში 1 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო. რა თქმა უნდა, როგორც ერთ-ერთმა პირველმა ინვესტორმა, დიდი მოგება მოიპოვა. 2011 წელს კომპანია Airbnb– ში 112 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, იმევ წელს 37 მილიონი დოლარი ჩადო Uber– ში.

 

ბეზოსის მხრიდან კიდევ 4,5 მილიონი აშშ დოლარი ინვესტიცია ჩაიდო გენერალური ასამბლეის თანამშრომლობის სივრცეში. ერთ-ერთი ბოლო ინვესტიცია 2017 წელს საგანმანათლებლო პროგრამულ სტარტაპში, კომპანია EverFi-ში განხორციელდა, რომელიც მდებარეობს ვაშინგტონში.

 

Bezos Expeditions

 

გარდა კერძო ინვესტიციებისა, ბეზოსმა მისი საწარმოს კაპიტალის მართვის მიზნით, 2003 წელს დააარსა “Bezos Expeditions“. ამის წყალობით, ბიზნესმენმა ინვესტიცია ჩადო სხვადასხვა სტარტაპებში, რომლის ნაწილი ჩვენთვის ცნობილია. მათ შორისაა Twitter, რომელშიც მან 2008 წელს 15 მილიონი აშშ დოლარი ჩადო.

 

Bezos Expeditions ასევე აფინანსებს რამდენიმე საინტერესო პროექტს. ერთ-ერთი მათგანია "გრძელი დროის საათი", ანუ 10 000 წლის წინანდელი საათი, რომლის აშენებაც ბეზოსმა დიზაინერ დენი ჰილისთან ერთად დაიწყო. დიზაინერი იდეაზე 1989 წლიდან მუშაობდა. დასავლეთ ტეხასის მთის კალთაზე მდებარე საათი, რომელიც 10 000 წელზე მეტხანს უნდა ინახებოდეს და მისი მონახულება მხოლოდ წელიწადში ერთხელ იქნება შესაძლებელი, ერთგვარი ექსპერიმენტია, ვიდრე ფულის შოვნის გზა. მაგრამ ბიზნესის თვალსაზრისით, ეს არის პროექტი, რომელშიც ჩართულია რამდენიმე დიდი ორგანიზაცია და ბეზოსის საინვესტიციო პორტფელის მასშტაბებს აჩვენებს.

 

Bezos Expeditions- ში ჩადებული თანხის ნაწილი კიდევ ერთ საიტერესო პროექტს მოხმარდა. 2013 წელს მილიარდერმა 1969 წელს ატლანტის ოკეანეში დაკარგული Apollo 11-ის F-1 ძრავი აღადგინა.

 

Business Insider ინვესტირება

 

ცხადია Bezos Expeditions-ის ინვესტიციები მხოლოდ ტექნოლოგიაში არ იხარჯება. მან 2013 წელს ინვესტირება მედიაშიც განახორციელა და მისი რჩეული ახლა ყველასთვის ცნობილი Business Insider -ი გახდა. ბეზოსმა 5 მილიონი დოლარი დააბანდა. 2014 წელს 12 მილიონი დოლარი, 2015 წელს კი 25 მილიონი დოლარი.

 

ეს არ არის ბეზოსის ერთადერთი განაცხადი საგამომცემლო სფეროში. 2013 წელს მან განაცხადა, რომ 250 მილიონ დოლარად ყიდულობს Washington Post- ს.

 

Washington Post- ის გაცოცხლება

 

ბეზოსის მგრძნობიარე ბიზნეს ხედვის წყალობით Washington Post-მა გარკვეული ცვლილებები განიცადა. 2016 წელს მილიარდერმა გაზეთის რესტრუქტურიზაცია მოახდინა, ახალ ციფრულ მედიასა და მობილურ პლატფორმებზე გააფართოვა და ანალიტიკური პროგრამა განაახლა. ეს საკმაოდ მომგებიანი გადაწყვეტილება იყო. მოგვიანებით ბეზოსმა განაცხადა, რომ Washington Post მისი ერთ-ერთ მთავარ ბიზნეს ინტერესად რჩება.

 

Blue Origin

 

ათასწლეულის მიჯნაზე, ბეზოსის ბიზნეს ინტერესებმა კოსმოსში გადაინაცვლა. 2000 წელს მან დააარსა Blue Origin- კოსმოსური პროდუქტის მწარმოებელი და სუბორბიტალი ფრენის სერვისის პროვაიდერი.

 

სუბორბიტალი ეს არის ფრენის ტრაექტორია, როდესაც რაკეტა ტოვებს დედამიწის ატმოსფეროს, მაგრამ შემდეგ ხელახლა შედის მასში პლანეტის გარშემო ერთი სრული ბრუნის დასრულებისას. ბიზნესი 2006 წლამდე, სანამ ბეზოსი ტეხასში მიწის დიდ ნაწილს იყიდდა, ჩრდილში იყო.

 

New Shepard

 

ახლა, როდესაც ბეზოსი მოშორდა Amazon- ის ყოველდღიურ საქმიანობას, ყურადღების გამახვილებას მისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ პროექტზე Blue Origin-ზე აპირებს. პროექტის მისიაა სუბორბიტალური ფრენებიდან ორბიტალურ ფრენებზე კოსმოსში გადასვლა.

 

ორგანიზაცია ამჟამად შესაბამისი ტექნოლოგიების შემუშავებაზე მუშაობს, როგორიცაა ვერტიკალური აფრენა და ვერტიკალური სადესანტო (VTVL) რაკეტები, მათ შორის New Shepard. ამ რაკეტას პირველი ამერიკელი ასტრონავტის, ალან შეპარდის სახელი მიენიჭა.

 

Amazon- ის აქციების გაყიდვა Blue Origin-ის დასაფინანსებლად

 

2017 წელს New Shepard- მა საცდელი ფრენების დროს ბუტაფორიანი მგზავრები წარმატებით გადაიყვანა. ამის შემდეგ აშენდა კიდევ ექვსი ახალი შეპარდი, რომლებმაც წესით ბეზოსისა და Blue Origin-ის მისია უნდა დააჩქარონ.

 

New Shepard-ს გავლილი აქვს რამდენიმე საცდელი ფრენა, რომელთაგან უკანასკნელი 14 იანვარს მოხდა. კოსმოსურ კოლონიზაციაზე ბეზოსი დიდ იმედებს ამყარებს. Blue Origin– ის დასაფინანსებლად იგი ყოველწლიურად მინიმუმ 1 მილიარდი დოლარის ღირებულების Amazon-ის აქციებს ყიდდა. ხოლო 2020 წელს მან დააჩქარა პროცესი და 4,1 მილიარდი დოლარის აქციები გაყიდა. თებერვალში კიდევ 3 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების.

 

New Glenn, რომელსაც პიონერი ასტრონავტის ჯონ გლენის სახელი მიენიჭა, Blue Origin– ის კიდევ ერთი ქმნილებაა, რომელზეც მუშაობა ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო. არის მოლოდინები, რომ ეს გაძლიერებული რაკეტა ორბიტაზე ბევრ ადამიანს გადაიყვანს.

 

ლურჯი, ანუ სუპერ მთვარე

 

2019 წლის აპრილში ბეზოსმა თავისი Blue Origin კოსმოსური ხომალდების ახალი პროდუქტი გამოაქვეყნა. მსოფლიოს სადესანტო ხომალდი “ცისფერი მთვარე“ გააცნო. მანქანა განკუთვნილია ტვირთის გადასაზიდად და მთვარეზე უსაფრთხოდ ჩასასვლელად.

 

“Blue Moon“ გამოირჩევა გამძლე საწვავის ელემენტებით. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ბეზოსის ხედვას სამომავლოდ კოსმოსში ადამიანების ცხოვრების შესახებ - მილიარდერმა თქვა, რომ ის აპირებს მთვარეზე დაბრუნდეს 2024 წლისთვის. ლურჯი მთვარის სადესანტო პროგრამა დამუშავების პროცესშია.

 

პირველი დღის ფონდი

 

ბეზოსის ყველა სამომავლო გეგმა კოსმოსს არ უკავშირდება. პირველი ინიციატივა, რომელიც ბეზოსმა Amazon– ში განხორციელებული ცვლილებების შესახებ განაცხადა, იყო ერთი დღის ფონდი (Day 1 Fund).

 

ახალ, პირველი დონის, არაკომერციული სკოლამდელი დაწესებულებების ქსელზე მუშაობა დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის ბეზოსმა 2018 წლის სექტემბერში დაიწყო. ასევე შეიქმნა 2-მილიარდიანი პროექტი არსებული არაკომერციული ორგანიზაციების დასაფინანსებლად, რომლებიც უსახლკარო ადამიანების მომსახურებას უზრუნველყოფენ. მილიარდერის თქმით, ამ პროექტს 2021 წელს იგი მეტ დროს დაუთმობს.

 

და როგორც ჩანს, პლანეტა დედამიწა ბეზოსისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მთვარე. 2020 წლის თებერვალში მან ყურადღება კლიმატზე გადაიტანა და დააფუძნა Bezos Land Foundation. მან კლიმატის მეცნიერებისა და აქტივისტებისთვის 10 მილიარდი დოლარი გამოყო.

 

”ჩვენ შეგვიძლია დედამიწა გადავარჩინოთ. კლიმატის ცვლილება ჩვენი პლანეტის უდიდესი საფრთხეა.” - აცხადებს მილიარდერი. ბეზოსმა ფონდს უწოდა საკვანძო პროექტი, რომელზეც სურს ფოკუსირება.

 

ავტორი: თეონა რამაზაშვილი
 
https://www.bpn.ge/
 
წაკითხვა 445 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.