რა გავლენა იქონია კლიმატის ცვლილებამ სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკასა და ადამიანების ცხოვრებაზე
"პანდემიის დროს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გამოცხადებული „ლოქდაუნის“ ფონზე, დროებით შეჩერდა წარმოება და მიმოსვლა, რამაც, ბევრ უარყოფით შედეგთან ერთად, გარკვეული „ამოსუნთქვის“ შესაძლებლობა მისცა დედამიწას," - ამის შესახებ გაეროს განვითარების პროგრამის UNDP-ის წარმომადგენლები აცხადებენ.
მათი ინფორმაციით, კლიმატის ცვლილების შესახებ არსებული ინფორმაციის მიუხედავად, მსოფლიოს ქვეყნების მთავრობები, კერძო სექტორი და მოსახლეობა კვლავ ვერ აცნობიერებს, თუ რამდენად დიდი საფრთხის შემცველია ეს პროცესი კაცობრიობისთვის. პესიმისტური სცენარით, კლიმატის ცვლილების შესაძლო შედეგების გააზრება შესაძლოა მოხდეს მაშინ, როდესაც რეაგირება დაგვიანებული, ხოლო მიყენებული ზიანის გამოსწორება პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.
"ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია თითოეული ადამიანის ცნობიერება და ინდივიდუალური ქცევა. ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ყოველდღიური ქმედებებით ზიანს ვაყენებთ გარემოს და კლიმატისადმი მეგობრულ ცხოვრების სტილზე გადავიდეთ," - განმარტავს UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორიის მკვლევარი, რომელიც დარწმუნებულია, რომ სწორედ ამ საკითხში ლაბს შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება.
"თვალსაჩინო მაგალითების გამოყენებით, ჩვენ შეგვიძლია დავანახოთ ადამიანებს, რომ მათ ყოველდღიურ ქცევასა და საქმიანობას რეალური წვლილი შეაქვს კლიმატის ცვლილების დაძლევაში. განსაკუთრებულ ყურადღებას ისეთ საკითხებზე გავამახვილებთ, როგორიცაა პოლიეთილენის გამოყენებაზე უარის თქმა, ნარჩენების სეპარირების ჩვევის გამომუშავება, სოფლად მოსავლის აღების შემდეგ მინდვრების გადაწვის მინიმუმამდე დაყვანა და ჰაერის დაბინძურების შემცირება, რაც ნათლად დაგვანახებს, რომ კლიმატის ცვლილების შეჩერება და ჩვენი საცხოვრებელი გარემოს გაჯანსაღება თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. ""ლოკდაუნის დადებითი შედეგი გარემოზე თბილისშიც ვიგრძენით, სადაც სმოგი დაიფანტა და ცა იმდენად გამჭვირვალე გახდა, რომ ჰორიზონტზე 180 კილომეტრითაა დაშორებული მყინვარწვერი გამოჩნდა. ასეთი კონკრეტული და თვალსაჩინო მაგალითები გვეხმარება იმის გაცნობიერებაში, თუ როგორ ვაზიანებთ ბუნებრივ გარემოს, სადაც ვცხოვრობთ. გარემოს დაცვის ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ კაცობრიობას 10 წელიღა დარჩენია მანამდე, სანამ გლობალურ დათბობა 1.5 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბებს, ხოლო კლიმატის ცვლილება შეუქცევადი პროცესი გახდება. ამ ზღვრის მიღმა ოდნავი ცვლილებაც კი მნიშვნელოვნად გაზრდის ბუნებრივი კატასტროფებისა და ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების რისკს, რაც თავის მხრივ, მილიონობით ადამიანს სიღარიბის საფრთხის წინაშე დააყენებს," - აცახდებს UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორიის მკვლევარი.
შეგახსენებთ, კლიმატის ცვლილების დაძლევა მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მიზანი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორიამ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა და გადაწყვეტების ძიება თავისი საქმიანობის ერთ-ერთ წამყვან სფეროდ აირჩია.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო