ზამთარი თვალებს 5 წლით აბერებს
ზამთარი არამხოლოდ კანს და ტუჩებს აშრობს, არამედ თვალებსაც 4 წლითა და 8 თვით აბერებს.
ასეთ დასკვნამდე კოსმეტოლოგები ჩატარებული კვლევების შედეგად მივიდნენ. ისინი აცხადებენ, რომ თვალების ქვემოთ შავი წრეები ზამთარში უფრო მკვეთრი ხდება. კოსმეტოლოგების განმარტებით, ეს მზის ნაკლებობითაა გამოწვეული. ამას გარდა, ზამთარში, ადამიანის ორგნიზმს D ვიტამინი აკლია, რაც ორგანიზმში სეროტონინის გამომუშავებას ანელებს, რის გამოც ქალბატონები თავს მოშვებულად და დაღლილად გრძნობენ.
თვალებს ქვეშ შავი წრეები ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. აღსანიშნავია, რომ ქალებს ნაოჭებზე მეტად სწორედ შავი წრეები აშინებთ, რადგან მათთან ბრძოლა უფრო რთულია. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, შავი წრეები თვალებს ქვეშ ზამთარში ქალთა 82%-ს აქვს, მაშინ, როცა ზაფხულში ეს პრობლემა მხოლოდ 38 %-ს აწუხებს.
შავი წრეებისგან საბოლოოდ თავის დაღწევა შეუძლებელია, თუმცა შეიძლება მათი შემცირება. შავი წრეების შემცირებას ხელს უწყობს ძილი. თუნდაც 15 წუთიანი ძილის შემდეგ შედეგი უკვე შესამჩნევი ხდება. ასევე თვალის კრემის შერჩევისას ყურადღბა მიაქციეთ იმას, რომ იგი К ვიტამინსა და რეტინოლს შეიცავდეს.
კარგი იქნება თუ ხანდახან კარტოფილის თვალის ნიღბებსაც გაიკეთებთ და მარილის მიღების დოზას შეამცირებთ. შესანიშნავი ეფექტი აქვს თვალზე ცივი კომპრესის დადებასაც. გაახვიეთ ნაჭერში ყინულის ნატეხი და დაიდეთ თვალებს ქვეშ, მანამ სანამ ყინული დადნება. არც კარგად ცნობილ ჩაის კომპრესებს დაუკარგავთ აქტუალობა. მწვანე ჩაის პაკეტები გააციეთ მაცივარში და 10-15 წუთი დაიდეთ თვალზე. ამის შემდეგ, შავი წრეები შესამჩნევად შემცირდება.
newposts.ge
სიახლეები
- "აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გზავნილები თავიდან ბოლომდე არის სრულ თანხვედრაში ჩვენს გზავნილებთან, მათ შორის იმ ორ კანონთან, რომელიც ჩვენ მივიღეთ"- ირაკლი კობახიძე
- კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს და სხვა პირებს, რომ ამ დაძაბულ დღეებში მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თითოეულ სიტყვას, რამაც შეიძლება, ყველასთვის სავალალო შედეგი გამოიღოს – საპატრიარქო
- 2 დეკემბრის აქციიდან კლინიკაში 26 ადამიანი მოხვდა
- ტრამპმა დაასახელა პირველი ქვეყანა, სადაც პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მიემგზავრება
- აქციის დაშლის გადაწყვეტილება კვლავ უკანონო იყო - საია