"გიჟივით ბედნიერი ვარ" -ქართველმა ასტროფოტოგრაფმა მეტეორების წვიმა გადაიღო
ასტროფოტოგრაფი ბექა მამუკაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე უნიკალური მოვლენის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს, რომლის გადაღების პატივიც თავად ერგო:
"(ხვალამდე ფიზიკურად ვერ მოვითმენ, არ დამეძინება, ეს რომ არ დავდო):
დღეს და ხვალ არის ჯემინიდების მეტეორიტული წვიმა, ამიტომ ჯეო-ასტრო წავედით ამ ყველაფრის აღსაბეჭდად. არ წაგვიღია ღრმა კოსმოსის გადასაღები ტექნიკა, ამინდს პირი არ უჩანდა, მხოლოდ 1-2 საათიანი ფანჯარა იყო პროგნოზში და არ გავრისკეთ ამდენი რაღაცის თრევა.
ყველამ ჩვენ-ჩვენი კამერა წავიღეთ და ცის ყველა რეგიონისკენ გვქონდა მიშვერილი: ერთი ტბის ანარეკლს იღებდა, მეორეს ლეგოს Wall-E ჰყავდა წამოყვანილი და იმას აპოზიორებდა ა.შ.
მე რატომღაც ორიონის გადაღება მოვინდომე. დავამაგრე 135 მილიმეტრიანი ლინზა, მაგრამ ტრეკერის გარეშე (რომელიც დედამიწის ბრუნვას აკომპენსირებს და ხანგრძლივი დაყოვნებისას კადრი არ გედღაბნება) არაფერი გამომივიდოდა, ამიტომ მივამაგრე ტრეკერზე ჩემი კამერა და სატესტო კადრი გადავიღე ორიონის. სამწუხაროდ, კადრში ვერ მოხვდა ორიონი, მაგრამ კიდესთან რაღაცა უცნაური, მომწვანო ნათება შენიშნა David-მა.
უცებ წამოიყვირა: „ეეეეეეე, მემგონი კომეტააა!“
დავზუმეთ და რას ვხედავთ! ის მართლაც კომეტა C/2017 O1 ASAS-SN-ია, რომელიც, სრულიად შემთხვევით მოხვდა კადრში. 2 მილიონი სინათლის წლით დაშორებული მეზობელი გალაქტიკა გადამიღია, ვარსკვლავთგროვა პლეადები, ორიონი, ირმის ნახტომის პეიზაჟი, მაგრამ კომეტა არც არასდროს გადამიღია და არც თვალით მინახავს. დავიკიდე მეტეორების წვიმა, კიდევ იქნება-მეთქი და გავაგრძელე ამ ლამაზი ბურთის პოზირება.
და ჰოი, საოცრებავ, ორი ერთში! კომეტა, არც მეტი, არც ნაკლები, ჯემინიდის მეტეორმა გადასერა შუაზე, თან, ერთხელ კი არა, ორჯერ ზედიზედ. 6 კაცი ვიყავით და არც ერთი არ ვუჯერებდით თვალებს, რომ ეს მართლა მოხდა. არ ვიცი, რა ალბათობა იყო იმისა, რომ კომეტასთან მეტეორს ორჯერ ჩაეფრინა, მაგრამ ფაქტია, ეს უიშვიათესი ალბათობა მე მერგო სულ რაღაც 5 წუთის შუალედში.
გიჟივით ბედნიერი ვარ", - წერს ბექა მამუკაშვილი.
სიახლეები
- ,,სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები გამოდიან და საუბრობენ, რომ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება"- შალვა პაპუაშვილი
- პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა
- ,,ძლიერმა პოლიტიკამ და საზოგადოების მზარდმა ნდობამ რწმენა განამტკიცა ქართული ფულადი ერთეულის – ლარისადმი"- ირაკლი კობახიძე
- ,,ბრიტანეთიც იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველო მათ სხვა მიზნით სჭირდებათ"- გიორგი ვოლსკი
- ახალშობილი, რომელიც ბათუმში, სანიტარმა კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი დაზიანებები მიაყენა, გარდაიცვალა
