November 21, 2024

5 მცირე ცვლილება რომელიც ერთი კვირაში თქვენს ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის

ჩვევების შეცვლა ადვილი პროცესი არ არის. მაგრამ თუ დაიწყებთ მცირე ნაბიჯებით, მაგალითად, მიზნად მხოლოდ 1 კვირას დაისახავთ და არა მთელს ცხოვრებას, პროცესი გაადვილდება. ეს საშუალებას მოგცემთ გაარკვოთ, რომელია თქვენთვის ყველაზე სასარგებლო ჩვევა და ამასთან გადაწყვიტოთ, რომელი გსურთ, რომ თქვენი ცხოვრების წესი გახდეს.

#1 - არ იწუწუნოთ!

ნორმის ფარგლებში წუწუნი პრობლემა არ არის, მაგრამ თუ ზედმეტად ბევრს ვწუწუნებთ, ეს ხდება ნეგატივის წყარო არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ გარშემომყოფებისთვისაც. თუ წუწუნი თქვენი ჩვევაა, მაშინ სავარუდოა, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ადვილად ხედავთ ნეგატივს და ძალიან გიჭირთ პოზიტივის დანახვა.  

შეეცადეთ თავი აარიდოთ წუწუნს ერთი კვირის განმავლობაში. ამის ნაცვლად, ფოკუსირება მოახდინეთ დადებით მხარეებზე და შეეცადეთ შეაქოთ სხვა ადამიანები - ყველგან, სადაც შესაძლებელია! მოერიდეთ ნეგატიური იდეებისა და აზრების სხვებთან გაზიარებას. ასევე, ნეგატიურ სიტუაცებზე ზედმეტ ორიენტირებას. 1 კვირის შემდეგ ნახავთ, თუ როგორ შეიცვლება თქვენი განწყობა!

 

#2 - სახლში კარგად ჩაიცვით.

თუ სახლიდან მუშაობთ ან მთელ დღეს სახლში ატარებთ, დიდი შანსია, რომ პიჟამას გამოცვლას არც ფიქრობთ. მაგრამ, ჩვენი რჩევაა, რომ კარგად ჩაიცვათ და მოწესრიგდეთ - ეს დაგეხმარებათ იყოთ უფრო პროდუქტიული და მეტად ენერგიული.

 

#3 - არ დაიწყოთ დილა ტელეფონით 

ადამიანების უმეტესობა, პირველი, რასაც გაღვიძების შემდეგ აკეთებს, ტელეფონის შემოწმებაა. შეეცადეთ, ეს ჩვევა, ერთი კვირის განმავლობაში დაივიწყოთ. ამის ნაცვლად, შეგიძლიათ მოამზადოთ საუზმე, იფიქროთ, ცოტა წაიკითხოთ ან გააკეთოთ ნებისმიერი სხვა აქტივობა, სანამ ყოველდღიურ საქმიანობას შეუდგებით.

 

#4 - იყავი მადლიერი!

ყოველდღიურად, იპოვნეთ მინიმუმ ერთი რამ, რისთვისაც მადლობელი ხართ და გამოხატეთ. აუცილებელი არ არის, ეს სხვებს გაუზიაროთ, მთავარია საკუთარ თავთან აღნიშნოთ, რომ დღეს, აი ამის, უზომოდ მადლიერი ვარ!
ეს პრაქტიკა, ცხოვრებაში ბედნიერების მოზიდვის გარანტიაა.

 

#5 - დალიეთ წყალი.

თუ 1 კვირის განმავლობაში შეეცდებით მიიღოთ საკმარისი რაოდენობის წყალი, ჩვენ გპირდებით, რომ ამ ჩვევას არასოდეს დაივიწყებთ. მიზეზი მარტივია - გაუმჯობესდება თქვენი კანი, განწყობა, გააქტიურდება საჭმლის მომნელებელი სისტემა და თავს ბევრად უკეთ იგრძნობთ, ვიდრე ოდესმე!

 

https://trend.ge/

წაკითხვა 501 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 08 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.