იდუმალებით მოცული მკვლელობები, რომლებიც გაუხსნელი დარჩა

კრიმინალისტიკის გამოცდილი მკვლევარების აზრით, გაუხსნელი დანაშაული არ არსებობს და ადრე თუ გვიან, ყველა დამნაშავე გისოსების მიღმა აღმოჩნდება, თუმცა ისტორია საპირისპიროზე მეტყველებს – მსოფლიოში უამრავი გაუხსნელი მკვლელობაა, რომელიც ათეული წლებია, ბურუსით არის მოცული.

 

ტუპაკ შაკური
ცნობილი რეპერი ტუპაკ შაკური 1996 წელს მოკლეს. მკვლელობამდე ორი წლით ადრე მომღერალს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, მაგრამ ტყვია მიზანს აცდა. თავდასხმაში ბრალდებული მომღერლის მეტოქე ბიგი სმოლზი აღმოჩნდა, რომელიც ერთი წლით დააპატიმრეს. ბუნებრივია, მომღერლის მკვლელობის შემდეგ მთავარი ეჭვმიტანილი ისევ სმოლზი გახდა, თუმცა მის მიმართ არავითარი სამხილები არ არსებობდა. მკვლელობის საქმე ამ დრომდე არ დახურულა.

 

ვლადისლავ ლისტევი
ცნობილი რუსი ტელეწამყვანი ვლადისლავ ლისტევი 1995 წელს, საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს. მკვლელის ვინაობა დღემდე დაუდგენელია.


ულაფ პალმე
შვედი პოლიტიკოსი ულაფ პალმე 1982 წელს ქვეყნის პრემიერ-მინისტრად მეორე ვადით აირჩიეს, თუმცა თანამდებობაზე ყოფნა დიდხანს არ დასცალდა. პოლიტიკოსი მეუღლესთან ერთად მოკლეს, როცა კინოთეატრიდან სახლში ბრუნდებოდა. მკვლელობის მოტივი და მკვლელის ვინაობა ამ დრომდე დაუდგენელია.


გაუხსნელი მკვლელობების უდიდესი ნაწილი სერიული მკვლელის მიერ ჩადენილია. სწორედ ასეთი გახლდათ იდუმალებით მოცული მკვლელი, რომელიც ისტორიას ჯეკ-მფატრავის სახელით შემორჩა. მე-19 საუკუნის ბოლოს ლონდონში 5 მეძავი მოკლეს. მკვლელი მსხვერპლს ჯერ გუდავდა, შემდეგ ყელს ჭრიდა და შინაგან ორგანოებს აცლიდა. სწორედ აქედან მომდინარეობს მისი მეტსახელი. საქმეზე, რომელსაც ეჭვმიტანილიც კი არ ჰყავდა, კრიმინალისტურ წრეებში დღემდე მსჯელობენ.

 

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ამერიკაში გამოჩნდა „ზოდიაქოს“ სახელით ცნობილი სერიული მკვლელი, რომელიც ყოველი მკვლელობის შემდეგ გაზეთის რედაქციებს დაშიფრულ წერილებს უგზავნიდა.

 

მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ამერიკაში კიდევ ერთი მოუხელთებელი სერიული მკვლელი – „კლივლენდელი ყასაბი“ გამოჩნდა. დაუზუსტებელი მონაცემებით, მან ოციდან ორმოცამდე ადამიანი მოკლა და სხეული დაანაწევრა. „ყასაბის“მიერ ჩადენილი ყველა დანაშაული გაუხსნელი დარჩა.

 

მსოფლიოში ყველაზე ბურუსით მოცული მკვლელობა ამერიკის 35-ე პრეზიდენტის ჯონ კენედის სახელს უკავშირდება. ცნობილია, რომ კედედი კისერში მოხვედრილმა ტყვიამ იმსხვერპლა. სავარაუდო მკვლელი შემთხვევიდან რამდენიმე საათის შემდეგ დაიჭირეს. პრეზიდეტის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ლი ჰარვი ოსვალდი ორი დღის შემდეგ ერთ-ერთი ღამის კლუბის მეპატრონემ მოკლა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ოსვალს კენედის მკვლელობასთან არავითარი კავშირი არ ჰქონია. თვითმხილველთა მტკიცებით, პრეზიდენტს ერთდროულად, რამდენიმე ადგილიდან ესროლეს. აშშ გამოძიების ფედერალური ბიურო საქმეს ამ დრომდე უშედეგოდ იძიებს. საქმე დახურული არაა.

 

წყარო: http://progressnews.ge 

წაკითხვა 2915 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.