„უინსტონ, მე თქვენ ჭაჭის არაყი უნდა გაგასინჯოთ...“ - როგორ გაუკეთა რეკლამა ქართულ ჭაჭას იოსებ სტალინმა იალტაში
იალტის კონფერენციაზე, საოქმო ღონისძიებების დროს იოსებ სტალინი ფრანკლინ რუზველტს და უინსტონ ჩერჩილს კითხვებს უსვამდა ხოლმე და თვითონაც ხშირად პასუხობდა მათ კითხვებს.
საუბარი, პოლიტიკის გარდა, ეხებოდა სუფთა ცხოვრებისეულ მომენტებს, თვით საჭმელებსა და კერძებსაც კი, ასევე სასმელებს და მათ პოპულარობას სხვადასხვა ქვეყნებში.იალტის კონფერენციაზე, საოქმო ღონისძიებების დროს იოსებ სტალინი ფრანკლინ რუზველტს და უინსტონ ჩერჩილს კითხვებს უსვამდა ხოლმე და თვითონაც ხშირად პასუხობდა მათ კითხვებს. საუბარი, პოლიტიკის გარდა, ეხებოდა სუფთა ცხოვრებისეულ მომენტებს, თვით საჭმელებსა და კერძებსაც კი, ასევე სასმელებს და მათ პოპულარობას სხვადასხვა ქვეყნებში.
ერთხელაც იოსებ სტალინმა ქართულ მშრალ ღვინოებზე ლაპარაკი დაიწყო, შეაქო - სასიამოვნო სასმელიაო და შემდეგ რუზველტს და ჩერჩილს ჰკითხა:
- თქვენ თუ იცით, რომ ქართველები ყურძნისგან არაყს - ჭაჭას რომ ხდიან?
რა თქმა უნდა, ჩერჩილმა და რუზველტმა ჭაჭის შესახებ არაფერი არ იცოდნენ.
იოსებ სტალინმა საუბარი გააგრძელა:
- ქართული ჭაჭის არაყი, ჩემი აზრით, მსოფლიოში საუკეთესო სახის არაყია. მართალია, მე თვითონ არ ვსვამ, უფრო მსუბუქ მშრალ ღვინოებს ვამჯობინებ.
უინსტონ ჩერჩილი დაინტერესდა:
- და როგორ შეიძლება თქვენი ნაქები ჭაჭის დაგემოვნება?
- შევეცდები, რომ გაგასინჯოთ.
მეორე დღეს საქართველოდან თვითმფრინავით ჭაჭის არაყი ჩამოიტანეს, რომელიც მასპინძელმა იოსებ სტალინმა სტუმრებს - უინსტონ ჩერჩილს და ფრანკლინ რუზველტს აჩუქა.
-----ანდრეი გრომიკოს წიგნიდან „ღირსსახსოვარი“
სიახლეები
- "პუტინი მზად არის ზელენსკის შეხვდეს, როდესაც დღის წესრიგი მზად იქნება, მაგრამ ეს დღის წესრიგი საერთოდ არ არის მზად" - სერგეი ლავროვი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 აგვისტოსთვის
- 6 ნიშანი იმისა, რომ საკმარის წყალს არ იღებთ
- “ნაცმოძრაობას” უნდა სინდისი მოიწმინოს” - რა მოლოდინია 4 ოქტომბერს ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით
- საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა