დამწვარი გვამების საქმე

"...ომი გა­თავ­და, უნ­და მო­ის­პოს მი­სი შე­დე­გე­ბიც: ქარ­თ­ვე­ლი მე­ომ­რე­ბი უნ­და და­უბ­რუნ­დ­ნენ თა­ვი­ანთ სამ­შობ­ლოს, რო­მელ­საც ისი­ნი სის­ხ­ლით იცავ­დ­ნენ. სტე­ფა­ნე კი შე­იქ­ნა მსხვერ­პ­ლი. - ორი თვეა ვხე­დავთ რუს­თა­ვე­ლის პროს­პექ­ტ­ზე გა­მო­კი­დე­ბულ ორი ბოლ­შე­ვი­კის გვა­მის სუ­რათს ცეცხ­ლის­გან და­მა­ხინ­ჯე­ბულს. ყო­ველ იქ გავ­ლის დროს კრულ­ვას ვუგ­ზავ­ნით მას, ვინც ეს ბარ­ბა­რო­სო­ბა მო­ი­მოქ­მე­და. მაგ­რამ რა არის სტე­ფა­ნეს სი­ცოცხ­ლის ხელ­ყო­ფა შორს, უცხო­ეთ­ში, სა­ში­ნელ პი­რო­ბებ­ში. გა­ნა უბე­დუ­რე­ბა არ არის ქარ­თ­ვე­ლი მხედ­რო­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე­ე­ბის ომის შემ­დეგ რი­ა­ზან­ში შიმ­ში­ლო­ბა, დამ­ცი­რე­ბა და ამ­გ­ვა­რად ნე­ლი სიკ­ვ­დი­ლი! ჩვენ არ გა­მოვ­ფენთ მათ სუ­რა­თებს რუს­თა­ვე­ლის პროს­პექ­ტ­ზე, მაგ­რამ სუ­რა­თებს სამ­შობ­ლოს და მშრო­მე­ლი ხალ­ხის­თ­ვის თავ­და­დე­ბუ­ლე­ბი­სას ვა­ტა­რებთ გულ­სა და მეხ­სი­ე­რე­ბა­ში და გა­დავ­ცემთ შთა­მო­მავ­ლო­ბას მათ ვი­ნა­ო­ბას და ან­დერძს, რო­მე­ლიც მშრო­მე­ლი ხალ­ხი­სა და სამ­შობ­ლოს პირ­ნათ­ლად სამ­სა­ხუ­რის­თ­ვის გან­გ­ვაწყობს".

 

 


ეს ნეკ­რო­ლო­გი 1921 წლის ზაფხულ­ში და­ი­ბეჭ­და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბის გა­ზეთ "ა­ხალ სხივ­ში", რო­მე­ლიც უკ­ვე მა­შინ რამ­დე­ნი­მე სხვა გა­მო­ცე­მას­თან ერ­თად სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის გამ­კაც­რე­ბის გა­მო არ­სე­ბო­ბის უკა­ნას­კ­ნელ დღე­ებს ით­ვ­ლი­და. ნეკ­რო­ლო­გი ქა­ლაქ რი­ა­ზან­ში ცნო­ბი­ლი ქარ­თ­ვე­ლი გე­ნერ­ლის, სტე­ფა­ნე ახ­მე­ტე­ლაშ­ვი­ლის ტრა­გი­კულ გარ­დაც­ვა­ლე­ბას ეძღ­ვ­ნე­ბო­და, რო­მე­ლიც 1921 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თ­ვე­ლოს ომის დროს დუ­შეთ­ში და­ატყ­ვე­ვეს და სხვა ოფიც­რებ­თან ერ­თად საბ­ჭო­თა რუ­სეთ­ში ეტა­პით გაგ­ზავ­ნეს.

 

 


ტექ­ს­ტ­ში პუბ­ლი­ცის­ტუ­რი ოს­ტა­ტო­ბით გა­კენ­წ­ლი­ლი - "ო­რი ბოლ­შე­ვი­კის გვა­მის სუ­რათს" მიღ­მა მოქ­ცე­უ­ლი ამ­ბა­ვი მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რჩე­ბო­და საბ­ჭო­თა პრო­პა­გან­დის საყ­ვა­რელ თე­მად. თუმ­ცა მი­სი რე­ა­ლუ­რი ვერ­სია დღეს ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ფურ­ცე­ლია საბ­ჭო­თა რუ­სე­თის დაზ­ვერ­ვი­სა და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ვიწყე­ბუ­ლი ეპი­ზო­დე­ბის ციკ­ლ­ში.

 



მტრის სამ­სა­ხურ­ში


1921 წლის 2 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის სამ­ხედ­რო სა­მი­ნის­ტ­როს გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის ოფი­ცე­რი, პოლ­კოვ­ნი­კი ნი­კო­ლოზ ივა­ნო­ვი შინ შსს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რაზ­მის (სა­ქარ­თ­ვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი) თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის თან­ხ­ლე­ბით მი­ვი­და და გან­ც­ვიფ­რე­ბულ მე­უღ­ლე­სა და ოჯა­ხის წევ­რებს უთხ­რა, რომ და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლია და რაზ­მის თა­ნამ­შ­რომ­ლებ­მა მა­თი სახ­ლი უნ­და გაჩხ­რი­კონ. ჩხრე­კის, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რაზ­მის შტაბ-ბი­ნა­ში (დღე­ვან­დე­ლი ინ­გო­როყ­ვას ქუ­ჩა #1) და­კითხ­ვე­ბი­სა და ძი­ე­ბის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, იგი მე­ტე­ხის სა­პა­ტიმ­რო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ივა­ნოვ­სა და მას­თან ერ­თად და­პა­ტიმ­რე­ბულ პოდ­პოლ­კოვ­ნიკ გოხს (სა­ხე­ლი უც­ნო­ბი­ა) ბრა­ლად უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი - სა­ხელ­მ­წი­ფოს ღა­ლა­ტი და საბ­ჭო­თა რუ­სე­თის სა­სარ­გებ­ლოდ ჯა­შუ­შო­ბა ედე­ბო­დათ.

 



ნი­კო­ლოზ ვა­სი­ლის ძე ივა­ნო­ვი 1884 წელს და­ი­ბა­და თბი­ლის­ში სა­ხალ­ხო მას­წავ­ლებ­ლის ოჯახ­ში. თბი­ლი­სის მე­ო­რე გიმ­ნა­ზი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სწავ­ლობ­და მოს­კოვ­ში, ალექ­სე­ე­ვის სამ­ხედ­რო სას­წავ­ლე­ბელ­ში, რომ­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დე­გაც 1906-1916 წლებ­ში მსა­ხუ­რობ­და ქა­ლაქ ალექ­სან­დ­რო­პოლ­ში (დღე­ვან­დე­ლი გი­უმ­რი), 153-ე პოლ­კ­ში. 1917 წელს სას­წავ­ლებ­ლად გაგ­ზავ­ნეს პეტ­როგ­რა­დის ნი­კო­ლა­ე­ვის სამ­ხედ­რო აკა­დე­მი­ა­ში მოკ­ლე­ვა­დი­ან კურ­სებ­ზე. შემ­დეგ მსა­ხუ­რობ­და ჯერ კავ­კა­სი­ის მთა­ვარ შტაბ­ში და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სამ­ხედ­რო სა­მი­ნის­ტ­როს გე­ნე­რა­ლურ შტაბ­ში, ასე­ვე ცენ­ტ­რა­ლურ სტა­ტის­ტი­კურ სამ­მარ­თ­ვე­ლო­ში.

 

 


 

 


რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის არ­ქი­ვე­ბი მკვლევ­რე­ბის­თ­ვის დღემ­დე მი­უწ­ვ­დო­მე­ლია და ამი­ტომ ძნე­ლი სათ­ქ­მე­ლია, რო­დი­დან ჩად­გა პოლ­კოვ­ნი­კი ივა­ნო­ვი საბ­ჭო­თა რუ­სე­თის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურ­ში. მი­სი და­პა­ტიმ­რე­ბის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო ცნო­ბას გვაწ­ვ­დის ქარ­თ­ვე­ლი ემიგ­რან­ტი, სამ­ხედ­რო სა­მი­ნის­ტ­როს გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის კონ­ტ­რ­დაზ­ვერ­ვის ოფი­ცე­რი, კა­პი­ტა­ნი რო­მან მკურ­ნა­ლი. გერ­მა­ნი­ა­ში 1934 წელს გა­ზეთ "კლდე­ში" და­ბეჭ­დილ მო­გო­ნე­ბებ­ში - "მი­ზეზ­ნი ჩვე­ნი და­მარ­ცხე­ბი­სა", სა­დაც ერთ-ერთ ქვე­თავ­ში "საბ­ჭო­თა ჯა­შუ­შო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში" იგი ასე იხ­სე­ნებს აღ­ნიშ­ნულ ეპი­ზოდს:


"პოლ­კოვ­ნი­კი ივა­ნო­ვი იყო ჩვენს სა­ხელ­მ­წი­ფო სამ­სა­ხურ­ში სტა­ტის­ტი­კურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. პოდ­პოლ­კოვნკ გოხს სამ­სა­ხუ­რი არ ჰქონ­და და ცხოვ­რობ­და ტფი­ლი­სის სად­გუ­რის ახ­ლოს რკი­ნიგ­ზის რა­ი­ონ­ში სა­ხელ­მ­წი­ფო შე­ნო­ბა­ში, მი­სი მა­მა მსა­ხუ­რობ­და რკი­ნიგ­ზის მთა­ვარ სა­ხე­ლოს­ნო­ში. ივა­ნო­ვი და გო­ხი მუ­შა­ობ­დ­ნენ საბ­ჭო­თა მი­სი­ის სამ­ხედ­რო ატა­შე ღე­ნე­რალ სი­ტი­ნის­თ­ვის, რო­მელ­საც აწ­ვ­დიდ­ნენ ცნო­ბებს ჩვე­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის, მა­რა­გი­სა და სამ­ხედ­რო საწყო­ბე­ბის, ჯა­რე­ბის დის­ლო­კა­ცი­ის, ჯა­რე­ბის უფ­რო­სე­ბის შე­სა­ხებ და სხვა.


პოდ­პოლ­კოვ­ნი­კი გო­ხი ხში­რად და­დი­ო­და ტფი­ლი­სის სად­გურ­ზედ, თვალ­ყურს ადევ­ნებ­და ჩვე­ნი ეშე­ლო­ნე­ბის მოძ­რა­ო­ბას, ჰგზავ­ნი­და ერ­თ­გულ ხალხს ბორ­ჩა­ლოს მაზ­რა­ში, რა­თა გა­მო­ერ­კ­ვია ჩვე­ნი სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბი და მათ მი­ერ და­ჭე­რი­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი, ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­და ასი ერ­თ­გუ­ლი კა­ცის მოკ­რე­ბა­ში, რო­მელ­თაც სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თან ომის დროს უნ­და აეფეთ­ქე­ბი­ნათ სამ­ხედ­რო საწყო­ბე­ბი, რკი­ნიგ­ზის ხი­დე­ბი, ტრან­ს­პორ­ტი და სხვა. დი­დი ხნის დაზ­ვერ­ვის შემ­დეგ ორი­ვე და­ა­ტუ­სა­ღეს. პოლ­კოვ­ნი­კი ივა­ნო­ვი მი­სი და­ტუ­სა­ღე­ბის დროს სტა­ტის­ტი­კურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ად­გენ­და ქარ­თუ­ლი ჯა­რის უფ­რო­სე­ბის და­ხა­სი­ა­თე­ბებს და და­ე­ხა­სი­ა­თე­ბი­ნა რა ღენ. ოდი­შე­ლი­ძე და გე­დე­ვა­ნიშ­ვი­ლი, ამ­თავ­რებ­და ღენ. კვი­ნი­ტა­ძის და­ხა­სი­ა­თე­ბას. სა­გან­გე­ბო სამ­ხედ­რო სა­სა­მარ­თ­ლოს წი­ნა­შე ორი­ვე­ნი გა­მოტყ­დ­ნენ ჯა­შუ­შო­ბა­ში".

 

 


რო­მან მკურ­ნა­ლის მო­გო­ნე­ბე­ბი სა­ფუძ­ველს გვაძ­ლევს ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ივა­ნო­ვი­სა და გო­ხის გა­მოვ­ლე­ნა­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ერ­თ­მა ფაქ­ტ­მა, რო­მე­ლიც 1920 წლის ნო­ემ­ბერ­ში მოხ­და.

 

 


1920 წლის 6 ნო­ემ­ბერს სად­გურ სა­ლოღ­ლი­ში, სა­ბა­ჟო­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რაზ­მის თა­ნამ­შ­რომ­ლებ­მა ჩხრე­კი­სას იპო­ვეს ორ­ძი­რი­ა­ნი ჩე­მო­და­ნი, რომ­ლის გახ­ს­ნის შე­დე­გა­დაც ცა­რი­ელ სივ­რ­ცე­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს ქარ­თულ გა­ზე­თე­ბი, ბა­ქო­ე­ლი კო­მუ­ნის­ტე­ბი­სად­მი მი­წე­რი­ლი წე­რი­ლე­ბი და სამ­ხედ­რო სა­მი­ნის­ტ­როს გა­მო­ცე­მუ­ლი სა­ი­დუმ­ლო ბრძა­ნე­ბე­ბი. რაზ­მ­მა და­ა­პა­ტიმ­რა ჩე­მოდ­ნის პატ­რო­ნი მგზავ­რი ქა­ლი, ქუ­თა­ი­სის გუ­ბერ­ნი­ის სო­ფელ ჭრე­ბა­ლოს მცხოვ­რე­ბი, 26 წლის, უქ­მარ­შ­ვი­ლო, წე­რა-კითხ­ვის უცო­დი­ნა­რი - ლი­ზა ივა­ნეს ასუ­ლი არ­ჩ­ვა­ძე, რო­მელ­მაც და­კითხ­ვის დროს გა­ნაცხა­და, რომ ქუ­თა­ი­სი­დან მი­დი­ო­და ბა­ქო­ში მის საყ­ვა­რელ სი­მონ მა­ჩა­ბელ­თან, რო­მე­ლიც იქ სტამ­ბა­ში მსა­ხუ­რობ­და, ხო­ლო რო­ცა წა­სას­ვ­ლე­ლად ემ­ზა­დე­ბო­და, მას­თან მი­ვი­და ერ­თი უც­ნო­ბი კა­ცი, გა­დას­ცა ეს ჩე­მო­და­ნი და სთხო­ვა, მა­ჩაბ­ლის­თ­ვის გა­და­ე­ცა. არ­ჩ­ვა­ძე ცდი­ლობ­და და­ემ­ტ­კი­ცე­ბი­ნა, რომ არ იცო­და, ჩე­მო­დან­ში რა იყო.

 

 



დე­კემ­ბერ­ში ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­პე­შა­თა სა­ა­გენ­ტოს გა­ზე­თებ­ში გა­მო­საქ­ვეყ­ნებ­ლად გა­დას­ცა მა­სა­ლე­ბის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც არ­ჩ­ვა­ძის და­პა­ტიმ­რე­ბი­სას ამო­ი­ღეს. ჩე­მო­დან­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი რუ­სულ ენა­ზე ნა­წე­რი სა­მი წე­რი­ლი­დან, პირ­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლი იყო "ამ­ხა­ნაგ პუნ­კუ­სად­მი":


"ჩე­მი მუ­შა­ო­ბა გა­ჩა­ღე­ბუ­ლია ყო­ველ­მ­ხ­რივ: სიღ­ნაღ­ში, ლა­გო­დეხ­ში, დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში, ბორ­ჩა­ლო­ში, ბა­თომ­ში, არ­ტა­ან­ში, ახალ­ცი­ხე­ში, ქუ­თა­ის­ში, აჭა­რა­ში, ზა­ქა­თა­ლა­ში. ყველ­გან გაგ­ზავ­ნი­ლია სე­რი­ო­ზუ­ლი პი­რე­ბი, მე უკ­ვე გაც­ნო­ბე, რომ ცხე­ნო­სა­ნი დი­ვი­ზი­ო­ნის ნა­წი­ლი (1000 კა­ცი) უკ­ვე გაგ­ზავ­ნეს სა­ნა­ი­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ქვე­ით­თა დი­ვი­ზი­ო­ნის შტაბ­ში სა­მი სხდო­მა იყო: გა­მო­აცხა­დეს, რომ ყო­ველ­წუ­თას მზად იყ­ვ­ნენ სა­ნა­ი­ნის, სა­ლოღ­ლის ან არ­ტა­ა­ნის­კენ წა­სას­ვ­ლე­ლად, გვარ­დი­ე­ლებს გა­მო­უცხა­დეს, რომ 5-ის­თ­ვის მზად იყ­ვ­ნენ, პა­ტა­რა ჯგუ­ფებს აგ­ზავ­ნი­ან ადერ­ბა­ი­ჯა­ნის საზღ­ვ­რე­ბის­კენ, მზად არის ერ­თი ტან­კი, ასე­ვე არ­ტა­ან­ში გა­სამ­გ­ზავ­რებ­ლად "პრო­ტო­სი" ავ­ტო­მო­ბი­ლი-რა­დიო (კო­მან­დის შე­მად­გენ­ლო­ბა ჯერ არ ვი­ცით).



ნავ­თი ცო­ტა აქვთ მო­მა­რა­გე­ბუ­ლი. არის ხა­შურ­ში, სად­გურ აგ­ტაგ­ლი­ა­ში და რო­გორც ამ­ბო­ბენ, სა­ნა­ინ­ში. "პა­გო­ნე­ბი" მე გა­მოვ­გ­ზავ­ნე აფიც­რე­ბის და სხვა ქვე­ი­თი ჯა­რის 1-დან 12 ბა­თა­ლი­ო­ნამ­დე ან სა­ღე­ბა­ვე­ბით ხა­ტა­ვენ ციფ­რებს ან ლი­თო­ნი­სას აკე­თე­ბენ. სა­და­რა­ჯო ბა­თა­ლი­ო­ნის პა­გონ­ზე კი აღ­ნიშ­ნუ­ლია ასო "დ". სა­ჭი­რო ვინ­ტოვ­კა რო­გორც მე-12 ბა­თა­ლი­ო­ნის­თ­ვის, 12-15 კი­დევ გა­მოვ­გ­ზავ­ნი დაწ­ვ­რი­ლე­ბით... სა­ი­დუმ­ლო იაში­კი და­ი­ტო­ვეთ მანდ, რო­ცა ამ­ხა­ნა­გი მო­ვა ფუ­ლის­თ­ვის. პა­რო­ლი იქ­ნე­ბა "ბა­კა­კი ცხალ­ში კი­კი­ნებს" და ისარ­გებ­ლებს ხსე­ნე­ბუ­ლი იაში­კით, რო­მე­ლიც ჩა­ი­ტევს საკ­მაო თან­ხას. ჩე­მი მუ­შა­ო­ბა ღრმავ­დე­ბა ყო­ვე­ლი მხრით.
დავ­შ­თე­ბი კო­მუ­ნის­ტუ­რი სალ­მით X.



თბი­ლი­სი".

 

 


მე­ო­რე წე­რილ­ში დაწ­ვ­რი­ლე­ბით იყო აღ­წე­რი­ლი ქარ­თუ­ლი ჯა­რი­სა და გვარ­დი­ის რიცხ­ვი, მა­თი შე­მად­გენ­ლო­ბა. ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი იყო უფ­რო­სე­ბი, აღ­ნუს­ხუ­ლი - ქვე­მე­ხე­ბი, თო­ფე­ბი, ტყვი­ამ­ფ­რ­ქ­ვე­ვე­ბი. ამ მხრივ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა ჰქონ­და მიქ­ცე­უ­ლი ახალ­ცი­ხეს, ბა­თუმს, ქო­ბუ­ლეთს, ფოთს, სო­ხუმს, გაგ­რას, თბი­ლისს. აღ­წე­რი­ლი იყო ამ ად­გი­ლე­ბის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­აც, ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი კო­მის­რე­ბის, მი­ლი­ცი­ე­ლე­ბის გვა­რე­ბი და სხვ.

 

 


მე­სა­მე წე­რი­ლი შე­ი­ცავ­და თბი­ლის­ში არ­სე­ბულ ქა­ლა­ქის სა­სურ­სა­თო, მო­მა­რა­გე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­სა და კო­ო­პე­რა­ტივ­თა კავ­ში­რის მა­ღა­ზი­ე­ბის აღ­წე­რას. თი­თო­ე­უ­ლი მა­ღა­ზი­ის სა­ქო­ნე­ლი ცალ-ცალ­კე, დაწ­ვ­რი­ლე­ბით იყო აღ­წე­რი­ლი.

 

 


რო­გორც შემ­დ­გომ ძი­ე­ბამ გა­მო­არ­კ­ვია, ლი­ზა არ­ჩ­ვა­ძე სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში მთაწ­მინ­დე­ლი ბოლ­შე­ვი­კის - ბერ­ბე­რაშ­ვი­ლის ცო­ლი იყო, რო­მელ­მაც ეს ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი მი­ი­ღო გე­ნე­რა­ლურ შტაბ­ში მო­მუ­შა­ვე ვინ­მე ბე­ჟა­ნო­ვის ხე­ლით და შემ­დეგ აგ­ზავ­ნი­და ბა­ქო­ში, რა­შიც თა­ვი­სი ცო­ლი ჩარ­თო. ლი­ზა არ­ჩ­ვა­ძე გა­ა­სა­მარ­თ­ლეს და სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტის­თ­ვის დახ­ვ­რე­ტა მი­უ­სა­ჯეს, მაგ­რამ რად­გან მან გა­მო­ძი­ე­ბას­თან ითა­ნამ­შ­რომ­ლა, სას­ჯე­ლი 25-წლი­ა­ნი კა­ტორ­ღით შე­უც­ვა­ლეს.

 

 


ამ წე­რი­ლე­ბის ში­ნა­არ­სი აშ­კა­რად ემ­თხ­ვე­ვა ივა­ნო­ვი­სა და გო­ხის, მზვე­რავ-ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის პრო­ფილს, ამი­ტომ შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ სწო­რედ აქე­დან და­იწყო მათ­თ­ვის ე.წ. ნერ­ვე­ბის ომი, რად­გან ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია, ივა­ნოვს ეს ინ­ფორ­მა­ცია პრე­სა­ში არ ენა­ხა, ან არ გა­ე­გო მის შე­სა­ხებ და შე­სა­ბა­მი­სი რე­აქ­ცი­ი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რაზ­მის მი­ერ გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ი­შიფ­რა კი­დე­ვაც, რა­საც 1921 წლის 2 თე­ბერ­ვალს მი­სი და­პა­ტიმ­რე­ბა მოჰ­ყ­ვა.

 

 



ღა­ლა­ტის ბრალ­დე­ბით


საბ­ჭო­თა რუ­სე­თის თავ­დას­ხ­მა 1921 წლის 11 თე­ბერ­ვალს და­იწყო. 19 თე­ბერ­ვალს დი­ლის 10 სა­ათ­ზე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის სა­სა­მარ­თ­ლოს შტაბ­ში გა­ი­მარ­თა სამ­ხედ­რო სა­გან­გე­ბო სა­სა­მარ­თ­ლოს სხდო­მა, რო­მელ­მაც ივა­ნო­ვი და გო­ხი გა­ა­სა­მარ­თ­ლა. მათ და­უმ­ტ­კიც­დათ ბრალ­დე­ბე­ბი და თა­ვა­დაც აღი­ა­რეს და­ნა­შა­უ­ლი. სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რაც გან­სას­ჯე­ლებს აუცი­ლებ­ლად სიკ­ვ­დი­ლით დას­ჯას უქად­და, სა­სა­მარ­თ­ლომ მათ წი­ნა­და­დე­ბა მის­ცა, პა­ტი­ე­ბა ეთხო­ვათ. პოლ­კოვ­ნიკ­მა ივა­ნოვ­მა ითხო­ვა პა­ტი­ე­ბა და მას მი­ე­სა­ჯა 8 წლით კა­ტორ­ღა, ხო­ლო პოდ­პოლ­კოვ­ნიკ­მა გოხ­მა ამა­ყად უარ­ყო პა­ტი­ე­ბის თხოვ­ნა, რის გა­მოც სას­ჯე­ლი ძა­ლა­ში დარ­ჩა და იგი თბი­ლის­ში­ვე დახ­ვ­რი­ტეს.

 

 



1921 წლის 25 თე­ბერ­ვალს, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბი­სა და ჯა­რის უკან და­ხე­ვი­სა და მე-11 არ­მი­ის მი­ერ თბი­ლი­სის და­კა­ვე­ბის შემ­დ­გომ დღე­ებ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს წი­თე­ლი ჯვრი­სა და მო­ქა­ლა­ქე­თა აქ­ტი­უ­რო­ბის შე­დე­გად, ფრონ­ტებ­ზე და­ღუ­პუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის, გვარ­დი­ე­ლე­ბი­სა და იუნ­კ­რე­ბის დაკ­რ­ძალ­ვა გა­ი­მარ­თა, რის­თ­ვი­საც ახალ­დამ­ყა­რე­ბულ სა­ო­კუ­პა­ციო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ხე­ლი არ შე­უშ­ლია, რა­თა ჯერ კი­დევ ომის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფს, ხალ­ხის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა არ გა­მო­ეწ­ვია.

 

 



თუმ­ცა, არც სა­ო­კუ­პა­ციო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იყო გულ­ხელ­დაკ­რე­ფი­ლი: 1921 წლის 4 მარტს მათ პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი აქ­ცია მო­აწყ­ვეს და ალექ­სან­დ­რეს ბაღ­ში ერ­თად დაკ­რ­ძა­ლეს ბრძო­ლა­ში და­ღუ­პუ­ლი წი­თე­ლარ­მი­ე­ლე­ბი და ქარ­თ­ვე­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის ნა­წი­ლი, ნიშ­ნად "შე­რი­გე­ბი­სა" და ახა­ლი ცხოვ­რე­ბის დაწყე­ბი­სა. საძ­მო საფ­ლავ­ში დაკ­რ­ძა­ლულ­თა შო­რის იყო დახ­ვ­რე­ტი­ლი პოდ­პოლ­კოვ­ნიკ გო­ხის კუ­ბოც. დე­მონ­ს­ტ­რა­ცი­ა­ზე სიტყ­ვით გა­მო­ვიდ­ნენ მე-11 არ­მი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბი და ქარ­თ­ვე­ლი კო­მუ­ნის­ტე­ბი, რო­მელ­თაც "ხალ­ხის მო­ღა­ლა­ტე ქარ­თ­ვე­ლი მენ­შე­ვი­კე­ბი" და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს "ო­მის გა­ჩა­ღე­ბა­სა" და "უ­აზ­რო მსხვერ­პ­ლ­თ­შე­წირ­ვა­ში". პოლ­კოვ­ნი­კი ივა­ნო­ვი კი ამ დროს ქუ­თა­ი­სის სა­გუ­ბერ­ნიო ცი­ხე­ში იჯ­და, სა­დაც სხვა პა­ტიმ­რებ­თან ერ­თად, მთავ­რო­ბი­სა და ჯა­რის მი­ერ თბი­ლი­სის და­ტო­ვე­ბამ­დე იყო გა­დაგ­ზავ­ნი­ლი.

 

 

განსაკუთრებული რაზმის შტაბ-ბინა (დღევანდელი ინგოროყვას ქუჩა, #1)
ფოტო: განსაკუთრებული რაზმის შტაბ-ბინა (დღევანდელი ინგოროყვას ქუჩა, #1)

 

 


1921 წლის 9 მარტს, ვიდ­რე სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბა და ჯა­რი ქუ­თა­ი­სი­დან ბა­თუ­მის­კენ და­ი­ხევ­და, მათ ბა­თუ­მის ცი­ხე­ში გა­დაგ­ზავ­ნეს 900-ზე მე­ტი ბოლ­შე­ვი­კი პა­ტი­მა­რი, რომ­ლე­ბიც ქუ­თა­ი­სის ცი­ხე­ში იხ­დიდ­ნენ სას­ჯელს ან თბი­ლი­სი­დან უკან და­ხე­ვის შემ­დეგ გად­მო­იყ­ვა­ნეს. 8 მარტს, ღა­მით, ქუ­თა­ი­სის საპყ­რო­ბი­ლე­ში მი­ვიდ­ნენ თბი­ლი­სის მი­ლი­ცი­ის უფ­რო­სი ვლა­დი­მერ სუ­ლაქ­ვე­ლი­ძე, ქუ­თა­ი­სის მი­ლი­ცი­ის უფ­რო­სი სი­ლი­ბის­ტ­რო მაღ­ნა­რა­ძე, ამ­ბერ­კი ადე­იშ­ვი­ლი და ასე­ვე რამ­დე­ნი­მე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მი­ლი­ცი­ე­ლი - გო­გი თო­ფუ­რი­ძე, ვა­ლი­კო ფიჩხაია, ეს­ტა­ტე ფიჩხაია, ბონ­დო გა­ბი­ლაია, გო­გო­რიშ­ვი­ლი, ნი­ჟა­რა­ძე და სხვე­ბი. ქუ­თა­ი­სის მი­ლი­ცი­ის უფ­როს­მა მაღ­ნა­რა­ძემ ცი­ხის უფ­როს დე­მუ­რი­ას გა­დას­ცა ბრძა­ნე­ბა, სა­დაც ეწე­რა:


"თა­ნახ­მად ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტ­რის ბრძა­ნე­ბი­სა, ქუ­თა­ი­სის ცი­ხის უფ­როსს ვთხოვთ გად­მო­აგ­ზავ­ნოს ცი­ხის სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში და­სა­კითხად პავ­ლე მარ­და­ლე­იშ­ვი­ლი, ნი­კო­ლოზ ივა­ნო­ვი, და­ვით უკ­ლე­ბა და კარ­პეზ ბარ­ბა­ქა­ძე.

ქუ­თა­ი­სის მი­ლი­ცი­ის უფ­რო­სი მაღ­ნა­რა­ძე
08.03.1921"

 

 


და­ახ­ლო­ე­ბით სა­ღა­მოს 9 სა­ათ­ზე ცი­ხის უფ­როს­მა კან­ცე­ლა­რი­ა­ში მი­იყ­ვა­ნა ბორ­კილ­და­დე­ბუ­ლი ივა­ნო­ვი და მარ­და­ლე­იშ­ვი­ლი, მაგ­რამ უკ­ლე­ბა (რო­მე­ლიც სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის დამ­ნა­შა­ვედ არის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი საქ­მე­ში და სა­ვა­რა­უ­დოდ, ბოლ­შე­ვი­კი არ იყო) ამ არე­უ­ლო­ბა­ში ვერ მო­ძებ­ნეს, ამის გა­მო მაღ­ნა­რა­ძე კარ­გა ხნით და­ყოვ­ნ­და ცი­ხის შე­ნო­ბა­ში. ბო­ლოს, ცი­ხის ზე­დამ­ხედ­ველ­მა კუ­დი­ნოვ­მა მა­ინც იპო­ვა და­ვით უკ­ლე­ბა და მაღ­ნა­რა­ძემ ისი­ნი მი­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნა, ხო­ლო კარ­პეზ ბარ­ბა­ქა­ძე მძი­მე ავად­მ­ყო­ფო­ბის გა­მო ცი­ხის სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში იწ­ვა და ამი­ტო­მაც და­ტო­ვეს. და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის 12 სა­ათ­ზე ისი­ნი ფა­ე­ტო­ნით სა­ღო­რი­ის ტყის­კენ წა­იყ­ვა­ნეს. გა­ბი­ლა­ი­ამ თან დი­ზე­ლის საწ­ვა­ვით ("სა­ლი­არ­კით") სავ­სე ჭურ­ჭე­ლიც წა­ი­ღო. ტყე­ში, პა­ტიმ­რე­ბი სუ­ლაქ­ვე­ლი­ძის ბრძა­ნე­ბით დახ­ვ­რი­ტეს, საწ­ვა­ვი გა­და­ას­ხეს და გვა­მე­ბი ცეცხლს მის­ცეს...

 

 



იმ პი­რო­ბებ­ში, რო­ცა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბას და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი ჰყავ­და ბევ­რი ბოლ­შე­ვი­კი ლი­დე­რი, მათ შო­რის თბი­ლი­სი­დან ბა­თუ­მამ­დე ატა­რეს ისე­თი ცნო­ბი­ლი ბოლ­შე­ვი­კე­ბი, რო­გო­რე­ბიც იყ­ვ­ნენ სერ­გო ქავ­თა­რა­ძე, მა­ლა­ქია ტო­რო­შე­ლი­ძე, თვით რუ­სე­თის ელ­ჩი აარონ შე­ინ­მა­ნი, სამ­ხედ­რო ატა­შე პავ­ლე სი­ტი­ნი, რო­მე­ლიც ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და ამ სა­დაზ­ვერ­ვო ოპე­რა­ცი­ებს კავ­კა­სი­ა­ში და მათ­თ­ვის ან­გა­რი­შის გას­წო­რე­ბა არ უც­დი­ათ (თუმ­ცა სერ­გო ქავ­თა­რა­ძე თა­ვის მო­გო­ნე­ბებ­ში წერს, - ბა­თუ­მის ცი­ხე­ში ხში­რად ვრცელ­დე­ბო­და ხმე­ბი, ხვალ გა­გიყ­ვა­ნენ გე­მით ზღვა­ში და ყვე­ლას დაგ­ხ­ვ­რე­ტენ, რის გა­მოც პა­ტიმ­რებს შო­რის მუდ­მი­ვი პა­ნი­კა იყო­ო), ჩნდე­ბა კითხ­ვა - რა­ტომ იძი­ეს ივა­ნოვ­სა და მარ­და­ლე­იშ­ვილ­ზე ასე სას­ტი­კად შუ­რი ქარ­თ­ველ­მა მი­ლი­ცი­ე­ლებ­მა? შე­იძ­ლე­ბა ვი­ფიქ­როთ, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­რო საქ­მის კურ­ს­ში არ იყო და ქვე­და რგო­ლის ჩი­ნოს­ნებ­მა თვით­ნე­ბუ­რად გა­დაწყ­ვი­ტეს, რომ ის პი­რე­ბი, რომ­ლებ­მაც უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ა­ში, სა­თა­ნა­დოდ უნ­და დას­ჯი­ლიყ­ვ­ნენ და სი­ცოცხ­ლით ეგოთ პა­სუ­ხი?


ამ ვერ­სი­ის გან­სა­ხილ­ვე­ლად სა­ჭი­როა გა­ვარ­კ­ვი­ოთ, ვინ იყო მე­ო­რე დახ­ვ­რე­ტი­ლი პა­ტი­მა­რი - პავ­ლე მარ­და­ლე­იშ­ვი­ლი.

 

 



უცნობი ბოლ­შე­ვი­კი


პავ­ლე იოსე­ბის ძე მარ­და­ლე­იშ­ვი­ლი და­ი­ბა­და 1884 წელს ქუ­თა­ი­სის გუ­ბერ­ნი­ის სო­ფელ მაღ­ლაკ­ში. 1905 წლი­დან მუ­შა­ობ­და ჭი­ა­თუ­რა­ში, სა­დაც ჩა­ე­ბა რე­ვო­ლუ­ცი­ურ მოძ­რა­ო­ბა­ში. წარ­მა­ტე­ბით ას­რუ­ლებ­და პარ­ტი­ის და­ვა­ლე­ბებს და ერთ-ერთ მრის­ხა­ნე ტე­რო­რის­ტად ით­ვ­ლე­ბო­და. ასე­ვე ავ­რ­ცე­ლებ­და არა­ლე­გა­ლურ ლი­ტე­რა­ტუ­რას. 1906 წელს იგი ჟან­დარ­მე­რი­ამ და­ა­პა­ტიმ­რა და 1907 წელს ვი­ატ­კის გუ­ბერ­ნი­ა­ში გა­და­ა­სახ­ლეს, სა­ი­და­ნაც მა­ლე­ვე გა­მო­იქ­ცა და არა­ლე­გა­ლუ­რად ცხოვ­რობ­და ფოთ­ში. 1909 წელს ისევ და­ა­კა­ვეს მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, მაგ­რამ ისევ გა­იქ­ცა. მე­სა­მედ და­ა­პა­ტიმ­რეს 1914 წელს. იმა­ვე წლის 24 ნო­ემ­ბერს კავ­კა­სი­ის სამ­ხედ­რო სა­ოლ­ქო სა­სა­მარ­თ­ლომ უვა­დო კა­ტორ­ღა მი­უ­სა­ჯა და შლი­სელ­ბურ­გის სა­კა­ტორ­ღო ცი­ხე­ში გა­დაგ­ზავ­ნა. 1917 წლის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, რის შემ­დე­გაც ბოლ­შე­ვიკ თევ­დო­რე შა­ვიშ­ვილ­სა და სერ­გო ქავ­თა­რა­ძეს­თან ერ­თად ფი­ნეთ­ში მიჰ­ყო ხე­ლი წი­თელ ტე­რორს.

 

 



1917 წლის გა­ზაფხუ­ლი­დან თბი­ლის­ში დაბ­რუნ­და და მჭიდ­რო კავ­ში­რი ჰქონ­და კა­მოს­თან, ელ­ბა­ქი­ძე­სა და სხვებ­თან. ამ პე­რი­ოდ­ში იგი იყო ბოლ­შე­ვი­კე­ბის თბი­ლი­სის კო­მი­ტე­ტის სამ­ხედ­რო ინ­ს­ტ­რუქ­ტო­რი, წვრთნი­და ბოლ­შე­ვი­კურ მებ­რ­ძოლ რაზ­მებს და ამა­რა­გებ­და მათ იარა­ღით, რო­მე­ლიც ირა­ნი­დან შე­მოჰ­ქონ­და. 1918 წლის გა­ზაფხულ­ზე, ლეჩხუ­მის ბოლ­შე­ვი­კუ­რი აჯან­ყე­ბი­სას, ქუ­თა­ი­სის ბოლ­შე­ვი­კურ­მა კო­მი­ტეტ­მა იგი აჯან­ყე­ბის ერთ-ერთ მე­თა­უ­რად და­ნიშ­ნა და ლეჩხუმ­ში მი­ავ­ლი­ნა, თუმ­ცა სამ­თავ­რო­ბო ძა­ლე­ბის მი­ერ აჯან­ყე­ბის ჩახ­შო­ბის შემ­დეგ მო­ა­ხერ­ხა თბი­ლის­ში არა­ლე­გა­ლუ­რად დაბ­რუ­ნე­ბა.

 

გენერალი სტეფანე ახმეტელაშვილი
ფოტო: გენერალი სტეფანე ახმეტელაშვილი

 

 


მი­სი ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე სა­ყუ­რადღე­ბო და თით­ქ­მის უც­ნო­ბი აქ­ცია უკავ­შირ­დე­ბა 1919 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, არ­კა­დი ელ­ბა­ქი­ძეს­თან ერ­თად თავ­დას­ხ­მას თბი­ლის­ში ვი­ზი­ტად მყოფ მო­ხა­ლი­სე­თა არ­მი­ის გე­ნე­რალ ბა­რა­თოვ­ზე. თავ­დას­ხ­მა პავ­ლეს და­გეგ­მი­ლი იყო და ელ­ბა­ქი­ძემ შე­ას­რუ­ლა. ბა­რა­თო­ვი მძი­მედ და­იჭ­რა. მას­თან ავ­ტო­მო­ბილ­ში მჯდო­მი ქარ­თ­ვე­ლი გე­ნე­რა­ლი ილია ოდი­შე­ლი­ძე მსუ­ბუ­ქი ჭრი­ლო­ბე­ბით გა­დარ­ჩა, ხო­ლო ბა­რა­თო­ვის ადი­უ­ტან­ტი პოლ­კოვ­ნი­კი სე­ლიმ ალ­ხა­ვი და ორი­ვე მძღო­ლი - ვა­სილ ჟუ­ჟი­აშ­ვი­ლი და შალ­ვა სა­მა­კა­ძე და­ი­ღუპ­ნენ. ელ­ბა­ქი­ძე დევ­ნის ოპე­რა­ცი­ი­სას მოკ­ლა სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის სამ­ძებ­როს თა­ნამ­შ­რო­მელ­მა გე­ლო­ვან­მა, ხო­ლო მარ­და­ლე­იშ­ვილ­მა მი­მალ­ვა მო­ა­ხერ­ხა. მი­სი და­პა­ტიმ­რე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბულ­მა რაზ­მ­მა მხო­ლოდ 1920 წლის 3 მარტს შეძ­ლო.

 

 



მარ­და­ლე­იშ­ვილს ბრა­ლად ედე­ბო­და რო­გორც ლეჩხუ­მის, დუ­შე­თის, ცხინ­ვა­ლის აჯან­ყე­ბე­ბის იარა­ღით მო­მა­რა­გე­ბა, ასე­ვე ქარ­თულ არ­მი­ა­ში ბოლ­შე­ვი­კუ­რი აგი­ტა­ცია და მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის­თ­ვის ხე­ლის შეშ­ლა, მაგ­რამ მთა­ვა­რი ბრალ­დე­ბა - სად­გურ რი­ო­ნის სარ­კი­ნიგ­ზო ხი­დის აფეთ­ქე­ბის და­გეგ­მ­ვა იყო, რაც დრო­ში ემ­თხ­ვე­ო­და 1920 წელს საბ­ჭო­თა რუ­სუ­ლი არ­მი­ის შე­მოჭ­რას სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მხრი­დან და მიზ­ნად ისა­ხავ­და ქარ­თუ­ლი ჯა­რი­სა და გვარ­დი­ის ზურ­გის მო­მა­რა­გე­ბი­სა და გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ფერ­ხე­ბას. სწო­რედ მაღ­ლა­კე­ლი ტე­რო­რის­ტე­ბის­თ­ვის ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მა­სა­ლის გა­და­ცე­მის მო­მენ­ტ­ში და­ა­კა­ვეს იგი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რაზ­მის თა­ნამ­შ­რომ­ლებ­მა, ტე­რო­რის­ტებ­ში ჩა­ნერ­გი­ლი ვინ­მე მაღ­ლა­კე­ლი ნი­ჟა­რა­ძის სა­შუ­ა­ლე­ბით.

 

 



1920 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თ­ვე­ლოს 7 მა­ი­სის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მას შემ­დეგ, რაც ქარ­თულ­მა არ­მი­ამ და სა­ხალ­ხო გვარ­დი­ამ რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო აგ­რე­სია შე­ა­ჩე­რა, საბ­ჭო­თა რუ­სეთ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა აღი­ა­რა, სა­ნაც­ვ­ლოდ კი და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი ბოლ­შე­ვი­კე­ბის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და პარ­ტი­ის ლე­გა­ლი­ზა­ცია მო­ითხო­ვა. პავ­ლე მარ­და­ლე­იშ­ვი­ლი, სხვა ბოლ­შე­ვი­კებ­თან ერ­თად, 14 მა­ისს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. იმა­ვე წლის ივ­ნის­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს რეს­პუბ­ლი­კის შსს-მ ბოლ­შე­ვი­კე­ბის და­პა­ტიმ­რე­ბა­თა ახა­ლი ტალ­ღა და­იწყო.

 

 



20 ივ­ნისს გავ­რ­ცელ­და გან­ცხა­დე­ბა, რომ და­ა­პა­ტიმ­რებ­დ­ნენ იმ პი­რებს, რომ­ლე­ბიც არ წყვეტ­დ­ნენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს წი­ნა­აღ­მ­დეგ ძირ­გა­მომ­თხ­რელ საქ­მი­ა­ნო­ბას, თუ ისი­ნი სა­მი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არ და­ტო­ვე­ბდნენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს საზღ­ვ­რებს. 23 ივ­ნისს მარ­და­ლე­იშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ეს მოთხოვ­ნა არ შე­ას­რუ­ლა, კვლავ და­ა­პა­ტიმ­რეს და მე­ტე­ხის ცი­ხე­ში ჩას­ვეს. ცი­ხე­ში პა­ტი­მარ­მა ბოლ­შე­ვი­კებ­მა იგი ე.წ. პო­ლი­ტი­კურ კო­მის­რად აირ­ჩი­ეს. 1921 წლის იან­ვ­რი­დან მარ­და­ლე­იშ­ვი­ლი სხვებ­თან ერ­თად უკ­ვე ქუ­თა­ი­სის ცი­ხე­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც რამ­დე­ნი­მე თვე­ში მი­სი ბე­დი გა­და­იკ­ვე­თა მი­ლი­ცი­ის უფ­როს ვლა­დი­მერ სუ­ლაქ­ვე­ლი­ძეს­თან და ძველ "ნაც­ნობ" პოლ­კოვ­ნიკ ივა­ნოვ­თან, რო­მელ­საც დი­დი ალ­ბა­თო­ბით პირ­ვე­ლად მა­შინ შეხ­ვ­და, მი­უ­ხე­და­ვად საბ­ჭო­თა პრო­პა­გან­დის და­ნერ­გი­ლი მი­თე­ბი­სა, რომ ისი­ნი 1917 წლი­დან მე­გობ­რობ­დ­ნენ.

 

 



ივა­ნო­ვ-მარ­და­ლე­იშ­ვი­ლის საქ­მე


1921 წლის 10 მარტს ქუ­თა­ის­ში წი­თე­ლი არ­მი­ის შეს­ვ­ლი­სა და 17 მარ­ტის ცეცხ­ლის შეწყ­ვე­ტის შე­თან­ხ­მე­ბის შემ­დეგ, 23 მარტს ნი­კო­ლოზ ივა­ნო­ვის, პავ­ლე მარ­და­ლე­იშ­ვი­ლი­სა და და­ღუ­პუ­ლი წი­თე­ლარ­მი­ე­ლე­ბის ცხედ­რე­ბი ქუ­თა­ი­სის სა­გუ­ბერ­ნიო რევ­კომ­მა ღუ­ლა­ძის მინ­დორ­ზე (დღე­ვან­დე­ლი ნი­ნოშ­ვი­ლის ბა­ღი) სამ­ხედ­რო პა­ტი­ვით დაკ­რ­ძა­ლა და მას "ძმა­თა სა­საფ­ლა­ო" უწო­და. აპ­რილ­ში ქუ­თა­ის­ში ჩა­ვი­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს რევ­კო­მის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე ფი­ლი­პე მა­ხა­რა­ძე, რო­მე­ლიც ახალ­გა­საბ­ჭო­ე­ბულ ქვე­ყა­ნა­ში მოგ­ზა­უ­რობ­და და ად­გი­ლობ­რივ­მა ბოლ­შე­ვი­კებ­მა მას "მენ­შე­ვი­კე­ბის ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­მა­სა­ლა" უჩ­ვე­ნეს.

 

 

ქუთაისი, ყოფილი ღულაძის მინდორი - ახლანდელი ნინოშვილის ბაღი. აქ ჩანს ის ადგილი, სადაც არიან დაკრძალულნი და ადრე იდგა მემორიალი
ფოტო: ქუთაისი, ყოფილი ღულაძის მინდორი - ახლანდელი ნინოშვილის ბაღი. აქ ჩანს ის ადგილი, სადაც არიან დაკრძალულნი და ადრე იდგა მემორიალი
 

 


ქარ­თუ­ლი არ­მი­ის მი­ერ უკან და­ხე­ვი­სას აფეთ­ქე­ბუ­ლი ხი­დე­ბი­სა და რკი­ნიგ­ზის სუ­რა­თებს შო­რის მა­ხა­რა­ძემ ყუ­რადღე­ბა მი­აქ­ცია ივა­ნო­ვი­სა და მარ­და­ლე­იშ­ვი­ლის დამ­წ­ვა­რი გვა­მე­ბის­თ­ვის გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს და მა­შინ­ვე გან­კარ­გუ­ლე­ბა გას­ცა, გა­ე­დი­დე­ბი­ნათ ფო­ტო­ე­ბი და ყვე­ლა ქა­ლაქ­ში გა­მო­ე­ფი­ნათ "მენ­შე­ვი­კი ჯა­ლა­თე­ბის ჩა­დე­ნი­ლი სიმ­ხე­ცის" გა­მო­სა­აშ­კა­რა­ვებ­ლად. ამ წუ­თის შემ­დეგ, "ი­ვა­ნო­ვი­სა და მარ­და­ლე­იშ­ვი­ლის საქ­მე" იქ­ცა საბ­ჭო­თა პრო­პა­გან­დის საყ­ვა­რელ თე­მად. ათ­წ­ლე­უ­ლე­ბის შემ­დე­გაც კი მას იყე­ნებ­დ­ნენ პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ, რო­დე­საც თა­ვად უკ­ვე მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის გა­ნად­გუ­რე­ბა მო­ეს­წ­როთ.

 

 



1924 წლის თე­ბერ­ვალ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ი­სა და გა­საბ­ჭო­ე­ბის წლის­თა­ვის დღე­ებ­ში კო­მუ­ნის­ტებ­მა კვლავ გა­იხ­სე­ნეს რე­ვო­ლუ­ცი­ი­სა და საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­მარ­ჯ­ვე­ბის­თ­ვის და­ღუ­პუ­ლი ამ­ხა­ნა­გე­ბი და სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ ისი­ნი უმაღ­ლე­სი ჯილ­დო­თი - წი­თე­ლი დრო­შის ორ­დე­ნე­ბით და­ა­ჯილ­დო­ეს. მა­თი სია ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და: კა­მო (სი­მონ ტერ-პეტ­რო­სი­ა­ნი), არ­კა­დი ელ­ბა­ქი­ძე, სან­დ­რო მა­ხა­რა­ძე, თო­მა ჩუ­ბი­ნი­ძე, მი­შა გე­გეჭ­კო­რი, შალ­ვა ას­კუ­რა­ვა, აკა­კი ოჩი­გა­ვა, თე­დო­რე შო­ში­აშ­ვი­ლი, მი­ნა ვა­რუ­აშ­ვი­ლი, პავ­ლე მარ­და­ლე­იშ­ვი­ლი და ნი­კო­ლოზ ივა­ნო­ვი.

 

 



კო­მუ­ნის­ტებს დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში არც მა­თი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და­ვიწყე­ბი­ათ: ნი­კო­ლოზ ივა­ნო­ვის შვი­ლე­ბი ვა­ლენ­ტი­ნა, ვე­რა და მა­რია ივა­ნო­ვე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი ინ­ჟინ­რე­ბი გახ­დ­ნენ, პავ­ლე მარ­და­ლე­იშ­ვი­ლის ცო­ლი ნი­ნო მარ­და­ლე­იშ­ვი­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს კომ­პარ­ტი­ის ცე­კას ინ­ს­ტ­რუქ­ტო­რი იყო, მა­თი შვი­ლი - ლუ­ბა მარ­და­ლე­იშ­ვი­ლი კი სა­ხელ­მ­წი­ფო უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის არ­ქი­ვის თა­ნამ­შ­რო­მე­ლი, თუმ­ცა პრე­სა­ში და­ღუ­პუ­ლი ბოლ­შე­ვი­კე­ბის მო­სა­გო­ნარ სტა­ტი­ებ­ში მას ყო­ველ­თ­ვის დი­ა­სახ­ლი­სად მო­იხ­სე­ნი­ებ­დ­ნენ.

 

 


და­ი­ვიწყეს მხო­ლოდ პოდ­პოლ­კოვ­ნი­კი გო­ხი, რო­მელ­მაც 1921 წლის თე­ბერ­ვ­ლის დღე­ებ­ში ამა­ყად უარ­ყო სა­სა­მარ­თ­ლოს მი­ერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი პა­ტი­ე­ბის შან­სი. რო­გორც ჩანს, "რუ­სი და ქარ­თ­ვე­ლი ბოლ­შე­ვი­კე­ბის ძმო­ბი­სა და მე­გობ­რო­ბის" ლე­გენ­და­ში თბი­ლი­სე­ლი გერ­მა­ნე­ლი გო­ხის პერ­სო­ნა ზედ­მე­ტი აღ­მოჩ­ნ­და.

 

 

https://www.kvirispalitra.ge/

წაკითხვა 1322 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.