ცნობილი ქალების მახვილგონივრული და სასაცილო გამონათქვამები მამაკაცებზე
”მამაკაცი ბუნებით ზარმაცია. ყველა ქალს რომ ჰქონდეს პროფესია, მამაკაცი იჯდებოდა სახლში, დალევდა ლუდს და უყურებდა ტელევიზორს ” - გრეის კელი
”მამაკაცები საოცრად არალოგიკურები არიან: ისინი ამბობენ, რომ ყველა ქალი ერთნაირია და მუდმივად ერთს მეორეთი ცვლიან” - სიდონი კოლეტი
"ქალებმა შეიძლება ორგაზმის იმიტაცია მოახდინონ. სამაგიეროდ მამაკაცები ურთიერთობის იმიტაციას ახდენენ ” - შერონ სტოუნი
"თუ ქალი ხასიათს ავლენს, მასზე ამბობენ -” მავნე დედაკაცია ”, თუ კაცი ხასიათს ავლენს, მასზე ამბობენ - " მაგარი ბიჭია" - მარგარეტ ტეტჩერი
"გამუდმებით ველოდები იმ კაცთან შეხვედრას, რომელსაც ჩემზე მეტი ტვინი ექნება" - სალმა ჰაიეკი
"მამაკაცის "სახლი" გარედან შეიძლება ჩანდეს როგორც ციხე-სიმაგრე, თუმცა შიგნით უმეტესად არის ბაგა" - კრატა ბუტ ლუისი
"გემოვნება თანდათანობით ყალიბდება. დაახლოებით ოცი წლის წინ მოხდა ისე, რომ გავყევი ცოლად ისეთ კაცს, რომელსაც დღეს სადილზეც კი არ მივიწვევ" - ელიზაბეტ ტეილორი
”ღმერთმა ქალი შექმნა ლამაზი, რომ მამაკაცს შეუყვარდეს და სულელი, რომ თავად კაცი შეუყვარდეს” - ფაინა რანევსკაია
"თქვენ ნამდვილად არ იცნობთ იმ ბიჭს, სანამ მას პრეზერვატივის წამოცმას არ მოსთხოვთ" - მადონა
"ყველა კაცი არ ისურვებს რესტორანში ქალთან ერთად წასვლას, რომელსაც წითელი საღამოს კაბა ეცმევა, ღრმა დეკოლტეთი. უფრო მეტიც, ის მიიწევს ქალს მოკრძალებულ, ზომიერ სამოსში.. სამაგიეროდ, მთელი საღამო მიაშტერდება ქალს წითელ საღამოს კაბაში, ღრმა დეკოლტეთი " - იანინა იპოხორსკაია
”მამაკაცისთვის უმჯობესია სახლში უყურებდეს არეულ საწოლს და ბედნიერ მეუღლეს, ვიდრე სამაგალითოდ გასწორებულ ლოგინს და უკმაყოფილო ცოლს” - მარლენ დიტრიხი
"არიან მამაკაცები, ვისთანაც სამარადისოდ მათთან ვიქნებოდი, მაგრამ არა ცხოვრებაში" -კეტლინ ნორისი
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში