11 სასწავლო დაწესებულება მათთვის, ვინც თვლის, რომ კლასიკური ინსტიტუტები მოსაწყენია

ახალი სასწავლო წელი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო და ბევრმა ჩვენგანმა შვებით ამოისუნთქა, ვინაიდან სკოლის პერიოდი შორეულ წარსულშია. გავკეთილები, საკონტროლო წერები და გამოცდები ბევრ შრომასთან და ნერვიულობასთან არის დაკავშირებული. თუმცა მსოფლიოში არსებობს სკოლები და უნივევრისტეტბიც კი, სადაც სასწავლო პროცესი ნამდვილ თავგადასავლად აქციეს.

 

ამ სტატიაში ჩვენ გააგცნობთ სასწავლო დაწესებულებებს, სადაც თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ ქალთევზაზე, ელფზე, ჯადოქარზე ან გლადიატორზე, გახდეთ ჰამბურგერის და ნაყინის ექსპერტი, ან სხვა არანაკლებ საინტერესო სპეციალობას დაეუფლოთ.

ჯადოქრობის სკოლა

2002 წელს, კალიფორნიაში, გაიხსნა სკოლა, რომელიც ოკულტიზმსა და მაგიაზე სპეციალიზდება. მის კურსდამთვარებულებს ჯადოქრის ოფიციალურ დიპლომს გადასცემენ. სკოლაში რამოდენიმე სპეციალობა ისწავლება. გავლილი კურსიდან გამომდინარე, მოსწავლე სხვადასხვა ჯადოსნური არსების წოდებას იღებს. ამ სკოლაში ნებისმიერი ასაკის აბიტურიეტს იღებენ.

ელფების სკოლა

მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ ელფებთან ურთიერთობისთვის სპეციალური განათლებაა საჭირო, რეიკიავიკიში სპეციალური სკოლა არსებობს. სწავლის პროცესში სტუდენტები ელფებზე  ყველაფერს იგებენ. გაკვეთილებზე შეგიძლიათ მიიღოთ ცოდნა იმაზე, თუ როგორ დაამყაროთ ურთიერთობა სხვა ზებუნებრივ არსებებთანაც – ფერიებთან, ტროლებთან და ჯუჯებთან. სწავლის დასრულებისთანავე შესაბამისი დიპლომი გაიცემა.

გლადიატორების სკოლა

იტალიის დედაქალაქში ძველი რომაელი მებრძოლის კურსების გავლა ნებისმიერ ყმაწვილს შეუძლია. სპორტული მეცადინეობების, ჭიდაობისა და ხანჯლის ფლობის გაკვეთილების გარდა მოსწავლეებს რომის იმპერიის ისტორიის ლექციაც უტარდებათ.

ცურვის აკადემია ქალთევზებისთვის

პირველი სპორტული სკოლა, სადაც ნებისმიერ გოგონას შეუძლია თავი არიელად იგრძნოს, ფილიპინებზე 2010 წელს გაიხსნა. ვარჯიშის დროს სტუდენტები ცურვას ფეხზე ამოცმული სხვადასხვა ფერის კუდებით სწავლობენ. ქალთევზების აკადემიის ფილიალები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებობს და მასში არა მხოლოდ გოგონები, არამედ ყმაწვილებიც სწავლობენ.

კოლეჯი „დიპ სპრინგსი“

კალიფორნიაში, ერთ-ერთ რანჩოზე, 1917 წელს კოლეჯი დაარსდა. ის სამ პრინციპს ეფუძნება: სწავლება, შრომა და საკუთარი თავის მართვა. სტუდენტები ცხოველებს თვითონ უვლიან, იმზადებენ საკვებს, ბაღსა და მინდორში მუშაობენ. სასწავლო დაწესებულება მხოლოდ 30 სტუდენტზეა გათვლილი.

მახარიშის უნივერსიტეტი

მახარიშის უნივერსიტეტის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს სულიერი კმაყოფილებისა და ბედნიერების მიღწევა წარმოადგენს. ის ამერიკის შეერთებულ შტატებში, შტატ აიოვაში, მეოცე საუკუნის სამოციან წლებში დაარსდა. უნივერსიტეტში კლასიკურ აკადემიურ საგნებს ასწავლიან, ასევე დატვირთვას შემოქმედებითი აზროვნების განვითარებასა და რეგულარულ მედიტაციაზე აკეთებენ. დღეს უნივერსიტეტის ფილიალები მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებობს.

მონროს ინსტიტუტი

მონროს ინსტიტუტი ვირჯინიას შტატში მდებარეობს. ის მსოფლიოში ერთადერთი სასწავლო დაწესებულებაა, სადაც სიზმრის კონტროლს, სულისა და სხეულის „განცალკევებას“ ასწავლიან. ინსტიტუტის დამფუძნებელი რობერტ მონრო ამტკიცებს, რომ მან „სხეულიდან გამოსვლის ტექნიკა“ სრულფასოვნად აითვისა. ამბობს, რომ სხეულს გარეთ ცხოვრების დიდი გამოცდილება აქვს და მზად არის თავისი ცოდნა ყველას გაუზიაროს.

პარკურის აკადემია

ამერიკის შეერთებულ შტატებში პარკური იმდენად პოპულარულია, რომ ბევრ შტატში ამ ხელოვნების შემასწავლებელი სკოლა და აკადემიაც კი არსებობს. მათი პედაგოგები პროფესიონალი მორბენლები არიან. სასწავლო სივრცე ისე არის აღჭურვილი, რომ  სტუდენტებმა ნებისმიერ ზედაპირზე ხოხვა, ცოცვა, ხტომა და სირბილი შეძლონ.

ჰამბურგერის უნივერსიტეტი

1961 წელს, ილინოისის შტატში, McDonald’s-ის ბაზაზე ჰამბურგერის პირველი უნივერსიტეტი გაიხსნა. დღეს მისი ფილიალები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მოქმედებს. უნივერსიტეტში სტუდენტებს არა მხოლოდ სწრაფი კვების რესტორანში მუშაობას, არამედ ბიზნესის მართვის საწყისებსაც ასწავლიან. ასევე ლიდერული თვისებების განვითარებაში ეხმარებიან.

ნაყინის უნივერსიტეტი

2003 წლიდან, იტალიაში, კერძოდ კი ბოლონიაში, ნაყინის უნივერსიტეტი არსებობს. აქ სტუდენტებს ამ ტკბილეულის მომზადების ყველა ნიუანსს ასწავლიან.

სანტა-კლაუსების სკოლა

ჯერ კიდევ წინა საუკუნის დასაწყისიდან  მიჩიგანში სანტა-კლაუსების სკოლა არსებობს. გაკვეთილებზე მოსწავლეები დღესასწაულის ტრადიციებს,  ტანსაცმლის სწორად შერჩვას, გრიმის გაკეთებასა და ირმებთან მოქცევას სწავლობენ.

სპეციალიზირებული სკოლებისა და უნივერსიტეტების გარდა სხვადასხვა მიმართულებისუამრავი უჩვეულო კურსი არსებობს:

  • 2005 წლიდან, სანტიაგოს ერთ-ერთ უნივერსიტეტში უცხოპლანეტელების სპეციალისტების მოსამზადებელიკურსი არსებობს.
  • ჩიკაგოში, კოლუმბიის უნივერსიტეტში, სტუდენტებს ზომბი-აპოკალიპსის დროს გადარჩენის საბაზისო კურსის გავლას სთავაზობენ.
  • ობერლინსკის კოლეჯში, ოჰაიოს შტატში, გახსნილია კურსი – „როგორ მოვიგოთ სილამაზის კონკურსი“.
  • ვისკონსინის უნივერსიტეტში არის ელფების ენის კურსები. ალბათ, ის იმ სტუდენტებისთვის არის გათვალისწინებული, რომლებიც ელფების სკოლაში ვერ ჩაირიცხნენ.
  • ნიუ-იორკში, ალფრედის უნივერსიტეტში, არის კურსი – „ხელმომჭირნეობა, ან როგორ ვიცხოვროთ დოლარად დღეში“.
  • კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტს აქვს ფაკულტეტი ქაფის ბუშტებზე. ასევე კურსი ფიზიკის შესწავლაზე სუპერგმირების კონტექსტში.
  • კორნელის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მოქმედებს კურსი – „როგორ ვიხოხოთ ხეებზე სწორად“.
  • ორეგონის შტატში, რიდ-კოლეჯში არის ფაკულტეტი, სადაც წყლის ქვეშ კალათების დაწნას სწავლობენ.
  • წყარო: edu.aris.ge
წაკითხვა 1081 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 16 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.