3 ნაბიჯი თქვენს თავში შემოქმედის აღმოსაჩენად
ადრეული ასაკიდანვე ბავშვებს შემოქმედ ან შემოქმედებით უნარს მოკლებულ ჯგუფებად ყოფენ.
ამგვარმა სელექციამ შესაძლოა ჯერ საკუთარი თავის რწმენა დაგვაკარგინოს, შემდეგ კი, რაღაც ახლისა და საინტეროს კეთების სურვილიც გაგვიქროს. ყველა მომღერლებად, მხატვრებად ან მოცეკვავეებად არ დავბადებულვართ და თუ კი ფიქრობთ, რომ კრეატივი მხოლოდ მჭერმეტყველებას, ჰარმონიულ მოძრაობასა და ბაგეებიდან ამოსულ მომნუსხველ ბგერებს გულისხმობს, მაშინ დროა გითხრათ, რომ ცდებით.
კვლევების თანახმად, შემოქმედებითი ჰობის ქონა აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობებს, რაც შეიძლება იყოს ყველაფერი, რასაც თქვენთვის სიამოვნება, მხიარულება და ბედნიერება მოაქვს. თქვენს თავში შემოქმედის აღმოსაჩენად კი 3 მარტივი ნაბიჯი დაგეხმარებათ.
1. აღმოჩენა
იმისათვის, რომ საკუთარი შემოქმედებითი უნარებით დატკბეთ, ჯერ მათი აღმოჩენაა საჭირო, რისთვისაც შემდეგ კითხვებს უნდა გასცეთ პასუხი: რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი? რა მანიჭებს სიამოვნებას? რომელ გარემოსა და სიტუაციაში ვგრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად? რაზე ვოცნებობ?
2. ათვისება
ახლა, როდესაც მეტი წარმოდგენა გაქვთ თქვენი შემოქმედებითი მისწრაფებების შესახებ, მათი ათვისებაა საჭირო. არ არის აუცილებელი თქვენი ცხოვრების რადიკალურად შეცვლა, იმისათვის, რომ მასში შემოქმედებისთვის გამონახოთ ადგილი. დაიწყეთ პატარა ნაბიჯებით და ნელ-ნელა ყოველდღიურობაში გადმოიტანეთ ის საქმიანობა, რომელიც თქვენს სულს კვებავს და გაბედნიერებთ.
3. დაინახეთ შესაძლებლობები
როგორც კი თქვენს შემოქმედებით მხარეს გაუმათამამდებით, ნამდვილი მაგიაც მაშინ იწყება. შეეცადეთ დაინახოთ თქვენი შესაძლებლობების უფრო მასშტაბური სურათი და დაიწყეთ ახალი გზების ძიება მათ განსავითარებლად, ახალ საფეხურზე ასაყვანად.
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში