როგორ შევაგროვოთ ფული?
ფულის დაგროვება საკმაოდ წინდახედული და კომფორტული ნაბიჯია იმისთვის, რომ თავი აარიდოთ კრიზისულ მომენტებს და გამოუვალ სიტუაციებს, აირიდოთ თავიდან გაუთვალისწინებელი ხარჯი და შეძლოთ ზედმეტი დანაკარგების გარეშე იმ ნივთის შეძენა, რაც დიდ თანხებს მოითხოვს, ერთად აღებული კი ამ მომენტისთვის არ გაქვთ. ფულის შეგროვება საშუალებას მოგცემთ თავი აარიდოთ ბანკის კრედიტის დაგროვილ პროცენტებს და მიანიჭოთ საკუთარ თავს უზრუნეველი ცხოვრების ბედნიერება. თუ როგორ უნდა დააგროვოთ ფული, ამის შესახებ აღნიშნულ ინსტრუქციაში გიამბობთ.
საფეხურები
- განსაზღვრეთ რაზე შეგიძლიათ გასწიოთ ეკონომია
იმისთვის, რომ ფული დააგროვოთ, ნათლად უნდა წარმოიდგინოთ, რაზე მიდის თქვენი გამომუშავებული ფული. განსაზღვრეთ, რაზე შეგიძლიათ ეკონომიის გაკეთება და რაზე არა. შეადგინეთ აუცილებელი ხარჯების სია. სხვა ხარჯები დაიყვანეთ მინიმუმამდე. - გადადეთ სისტემატიურად
მნიშვნრლოვანია, რომ დასაგროვებლად ფული გადადოთ სისტემატიურად. უმტკივნეულოდ შეგიძლიათ თქვენი შემოსავლის10-15% გადადება დასაგროვებლად. იმისთვის კი, რომ ფული სწრაფად შეაგროვოთ, 2-3-ჯერ მეტის გადადება მოგიწევთ ( შემოსავლის 30%). - არ შეეხოთ ფულს
არავითარ შემთხვევაში არ მოკიდოთ ხელი თანხას, რომელიც გადადებული გაქვთ ძვირადღირებული ნივთის საყიდლად ან შავი დღისთვის. ყველაზე კარგი იქნება, თუ ბანკში ანაბარს გახსნით და დასაგროვებელ ფულს მასში შეიტანთ. - იპოვეთ დამატებითი სამსახური
თუ არსებული შემოსავალი არ გაძლევთ ფულის დაგროვების საშუალებას, შეეცადეთ დამატებითი შემოსავალი გამოძებნოთ. შეგიძლიათ სახლიდან შეასრულოთ გარკვეული სამუშაო და ამით მიიღოთ დამატებითი შემოსავალი. - უარი თქვით ფუფუნებაზე
ფულის დაგროვება თქვენგან ფუფუნების საგნებზე უარის თქმას მოითხოვს, რათა მომავლისთვის თავს მეტის უფლება მისცეთ. თქვენ იზღუდავთ თავს დღეს, მაგრამ ღებულობთ მეტს ხვალ. წყარო: rogor.ge
სიახლეები
- "აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გზავნილები თავიდან ბოლომდე არის სრულ თანხვედრაში ჩვენს გზავნილებთან, მათ შორის იმ ორ კანონთან, რომელიც ჩვენ მივიღეთ"- ირაკლი კობახიძე
- კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს და სხვა პირებს, რომ ამ დაძაბულ დღეებში მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თითოეულ სიტყვას, რამაც შეიძლება, ყველასთვის სავალალო შედეგი გამოიღოს – საპატრიარქო
- 2 დეკემბრის აქციიდან კლინიკაში 26 ადამიანი მოხვდა
- ტრამპმა დაასახელა პირველი ქვეყანა, სადაც პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მიემგზავრება
- აქციის დაშლის გადაწყვეტილება კვლავ უკანონო იყო - საია