როგორ დავიცვათ დუკანის დიეტა?

პიერ დუკანის დიეტა ბოლო პერიოდში საკმაოდ პოპულარული გახდა. უპირველეს ყოვლისა მისი ეფექტურობისა და სიმარტივის გამო. ინტერნეტ სივრცეში უამრავ ადამიანს აღმოაჩენთ, ვინც მოკლე დროში საკმაოდ ეფექტურ შედეგს მიაღწია და ათობით კილოგრამი დაიკლო. მძიმე წონიანი ადამიანებისთვის დუკანის დიეტა თვეების განმავლობაში გრძელდება. მათთვის კი ვინც რამდენიმე კილოგრამის სწრაფად დაკლება გადაწყვიტა არსებობს დუკანის 7 დღიანი დიეტა, რომლის შესახებაც აღნიშნულ ინსტრუქციაში მოგითხრობთ.

დუკანის დიეტის მიხედვით, მიირთმევთ ყველაფერს, რაც ჯანმრთელობისთვისაა აუცილებელი, ამიტომ იკლებთ ჯანსაღად. ეს არის მშრალი დიეტა – დიეტის განმავლობაში არ იღებთ წვნიან საჭმელებს. ტკბილის მონდომებისას შეგიძლიათ დაღეჭოთ უშაქრო საღეჭი რეზინი. არ არის შეზღუდული დღის განმავლობაში საკვების რაოდენობა და მიღების დრო – შეგიძლიათ ჭამოთ რამდენიც მოგინდებათ და როცა მოგინდებათ, ოღონდ, ცხადია, იმ დღის პროდუქტი. შეგიძლიათ თავისუფლად მიიღოთ რძის დაბალპროცენტიანი (0,5-0%) ნებისმიერი პროდუქტი (მათ შორის ტკბილი ხილის იოგურტებიც). დიეტა თანაბრად ეფექტურია როგორც ქალების, ისე მამაკაცებისთვის.

საფეხურები

  1. 1დიეტის დაცვისას აუცილებელი პირობებია:



    დღის განმავლობაში მინიმუმ 2 ლიტრი წყლის დალევა. შვრიის ქატოს მიღება – დღეში კოვზნახევარი (შეიძლება მიიღოთ როგორც ფაფის სახით, ასევე პურად გამომცხვარი). დღეში 20 წუთის განმავლობაში სწრაფი სიარული, რომელიც თანდათან გაიზრდება 45 წუთამდე.
  2. 2პირველი დღე



    ხორცის პროდუქტები (გარდა ბრტყელცხვირიანი ფრინველებისა (იხვი, ბატი), ღორის და ცხვრის ხორცისა) და ნებისმიერი თევზეული (მათ შორის კონსერვირებულიც, შებოლილიც და ა.შ.). ხორციდან შესაძლებელია მჭლე ლორიც, რომელსაც არ აქვს ცხიმისა და კანის ფენა.
  3. 3მეორე დღე



    პირველ დღეს ნებადართული პროდუქტებიდან ნებისმიერი; გარდა ამისა ემატება ბოსტნეული (მათ შორის სოკოც) – მოთუშულიც, მოხარშულიც და უცხიმოდ შემწვარიც. ასევე შესაძლებელია “bonduelle”-ს ტიპის მზა კონსერვირებული ბოსტნეულიც.
  4. 4მესამე დღე



    პირველ და მეორე დღეს ნებადართული პროდუქტები. გარდა ამისა, ემატება ხილი (დღის მანძილზე ერთი ვაშლი, ერთი მსხალი ან ერთი ფორთოხალი, ან სამი საშუალო ზომის მანდარინი)
  5. 5მეოთხე დღე



    პირველ სამ დღეს ნებადართული პროდუქტები. გარდა ამისა ემატება მსხვილად დაფქვილი ხორბლისგან გამომცხვარი პური (ორი ნაჭერი დღის განმავლობაში)
  6. 6მეხუთე დღე



    პირველ ოთხ დღეს ნებადართული პროდუქტები. გარდა ამისა ემატება ნაკლებცხიმიანი ყველი 100-150 გრამი, წყალგადავლებული და ქაღალდით შემშრალი
  7. 7მეექვსე დღე



    ყველა წინა ნებადართულ პროდუქტს ემატება სახამებლის შემცველი პროდუქტები (მაკარონი, ბარდა, სოიო, კარტოფილი, ლობიო)
  8. 8მეშვიდე დღე – ჯილდო ორგანიზმს



    ყველა წინა ნებადართულ პროდუქტს ემატება ნებისმიერი ტკბილეული დღის განმავლობაში ერთჯერადად (ტორტი, ნამცხვარი, ნაყინი და ა.შ. )

    დიეტის დასრულების შემდეგ

    მეშვიდე დღის შემდეგ დაკლებული კილოგრამების სტაბილიზაციისთვის (ანუ წონის შესანარჩუნებლად) ვიმეორებთ ან მთელ კვირას, ან პირველი დღის მენიუს მაინც!                                                                       წყარო: rogor.ge
წაკითხვა 1417 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 01 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.