ყველაზე უჩვეულო და უნიკალური ადგილები მსოფლიოში
აქ არის ჩამონათვალი ყველაზე უნიკალური და უჩვეულო ადგილებისა მსოფლიოში, შესაძლებელია რომ მათ შესახებ არაფერი ვიცოდეთ. დედამიწაზე, სადაც ჩვენ ვცხოვრობს ძალიან ბევრი უჩვეულო ადგილია, ადგილები რომლებიც ხასიათდებიან არა მარტო უნიკალურობით არამედ დიდი უცნაურობითაც. აი ჩემი შეპირებული მორიგი პოსტიც.
1)Guaira Falls, Brazil-Paraguay Border
ადამიანთა გარკვეული რაოდენობა ფიქრობს რომ, ნიაგარას ჩანჩქერები ყველაზე უდიდესი ჩანჩქერებია მსოფლიოში. იგი უძველეს დროში წარმოიქმნა, მეცნიერები ვარაუდობენ რომ ჩანჩქერი ნიაგარა დედამიწის უკანასკნელ გამყინვარების დროს შეიქმნა. 1848 წლის 29 მარტს ამ ჩანჩქერზე ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მოვლენა მოხდა, ნიაგარის ჩანჩქერი გაჩერდა. ეს გამოიწვია ამ დღეს არსებულმა ძლიერმა ქარმა, რომელმაც ერის ტბაში მდებარე ყინული დაძრა. ყინული ტბიდან მდინარე ნიაგარაზე გადავიდა და უზარმაზარმა მასამ გადაკეტა მდინარე ქალაქ ბუფალოს სიახლოვეს, ეს მოვლენა დაახლოებით 30 საათს გაგრძელდა. 1882 წელს ნიაგარას ჩანჩქერზე აიგო კაშხალი. დღესდღეობით მისგან დიდ ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ.
2)Iceberg B-15, Antarctica
Iceberg B-15, Antarctica უდიდესი აისბერგითაა შესული ისტორიაში. მისი ქვედატანის სიგრძე 3100 კილომეტრია. უფრო დიდი ვიდრე იამაიკის კუნძული. გიგანტური აისბერგი ნელ-ნელა იშლება. მისი დაშლა ნაწილებად დაფიქსირდა პირველად 2000 წლის მარტში, ხოლო შემდგომ უკვე 2003 წელს. დაფიქსირდა ისიც რომ ერთი მისი გიგანტური ნატეხი, რომელსაც შემდგომ პერიოდში ეწოდა B-15a დაიძრა ჩრდილოეთისაკენ. ამ ფაქტმა საგრზნობლად შეცვალა რუკა.
3)Don Juan Pond, Antarctica
მკვდარი ზღვა არის ზღვა, რომელიც უმდიდრესია მარილით, სწორედ ამით გაითქვა მან სახელი მსოფლიოში. გამოკვლევების მიხედვით დამტკიცდა, რომ მისი წყალი გამოსადეგია მედიცინაში. მაგრამ მკვდარი ზღვა მაინც ვერ დაიკვეხნის ერთადერთობით, რადგან არსებობს Don Juan Pond. ეს ტბაა რომელიც ხასიათდება მაღალი მარილიანობით, მსგავსად მკვდარი ზღვისა. მისი წყალი 18-ჯერ უფრო მარილიანია ვიდრე ჩვეულებრივი ზღვის წყალი.
4)Rotorua, New Zealand
Rotorua არის ზღვისპირა ქალაქი, ამავე სახელწოდების ტბის სამხრეთ ნაწილში მდებარე, უფრო ზუსტად კი ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულზე. ამ ზღვისპირა ქალაქის უნიკალურობას წარმოადგენს უამრავი გუბის მაგვარი ტბა თბილი წყლით. განსაკუთრებით აღსანიშნავია Pohutu -ს გეიზერი, რომელიც ათუხთუხებს ტალახს. ეს ადგილი იზიდავს უამრავ ტურისტს.
5)83-42, Greenland
გასაოცარი და უჩვეულო. მასზე ამბობენ რომ ბადალი არ ჰყავს. ამ ადგილის უცნაურობა იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც ჩრდილოეთ პოლუსი იფარებოდა ყინულით ის არ გამქრალა. ის არის მიწის ნაკვეთი დაახლოებით 15 მეტრი სიგრძის და 4 მეტრი სიმაღლის. მის ირგვლის ყინულია. 83-42 აღმოაჩინეს 1998 წელს.
6)The Great Dune of Pyla, France
საერთოდ ევროპის რელიეფი არ ხასიათდება უდაბნოებით. მაგრამ არსებობს ერთი უდაბნო. ეს ადგილი ცნობილია, როგორც პარაპლანის ტერიტორია. ჰარმონიულად ერწყმება ერთმანეთს აქ ტყე და უდაბნო. აქ სიტყვები უძლურია.
7)Mount Roraima, Venezuela, Brazil and Guyan
მთის მწვერვალი ბრტყელია და დაახლოებით 30 კვ.კილომეტრია. მრავალი მცენარე რომელიც აქ გვხვდება, უნიკალურია და ენდემურ ჯიშს წარმოადგენს. რორაიმა სამი ქვეყნის საზღვარზე მდებარეობს. ბრაზილია, ვენესუელა და გაიანა. პირველი ჩანაწერები ამ მთის შესახებ 1596 წლით არის დათარიღებული და ინგლისელ მკვლევარს, სერ ვოლტერ რალეის ეკუთვნის. თუმცა ადგილობრივ ინდიელებში არსებობს საინტერესო ლეგანდა, რომლის მიხედვითაც მთის ადგილას ოდესღაც უზარმაზარი ხე იდგა, რომელიც ყველა სახის ხილს და ბოსტნეულს ისხამდა. ერთხელაც მათმა წინაპარმა ხე მოჭრა, რამაც დიდი ნიაღვარი გამოიწვია. მთა რორაიმა ხის მოჭრის შემდეგ დარჩენილი კუნძია.
8) The Door To Hell
ხალხი ამ ადგილს უწოდებს ჯოჯოხეთის კარიბჭეს. ჯოჯოხეთის კარიბჭე მდებრეობს თურქმენეთში. მისი კრატერი 70 მეტრი სიგანისაა. იგი არსებობს უკანასკნელი 35 წლიდან. ჯერჯერობით ვერ ხერხდება მისი შესწავლა. გეოლოგების ჯგუფი შეეცადა მის გამოკვლევას, მაგრამ ეს ძალიან სახიფათოა. შეიძლება თითოეული მათგანის სიცოცხლე ფატალურად დასრულდეს.
ucnauri.com
სიახლეები
- ,,სალომე ზურაბიშვილს თავი ფარაონი ჰგონია"- გურამ მაჭარაშვილი
- ,,ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, რთულია ყოველდღე აქციები ატარო, თან როცა ქუჩის ქარიზმატული ლიდერები არ გვყავს"- გია ხუხაშვილი
- ,,იდიოტიზმს, რომელიც ახლა აქვთ მოწყობილი, იმ უიდეობას, რომელიც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება, სჯობს, დროზე შევიდნენ პარლამენტში"- იაგო ხვიჩია
- ძლიერ ქარიშხალს ორი ადამიანი ემსხვერპლა ვაშინგტონში