საქართველოს ექს-პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის პირველი შვილიშვილი - ბერუკა ივანიშვილი, 29 ნოემბერს მოევლინა ქვეყანას. ბერა ივანიშვილმა და ნანუკა გუდავაძემ 2018 წელს ნოემბერში იქორწინეს და მილიარდერის პირველი შვილიშვილის დაბადებას საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდებოდა.
ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე მშობლები გახდნენ - წყვილს ბიჭი შეეძინა.
ბერა ივანიშვილს და ნანუკა გუდავაძეს შვილი შეეძინათ.
ქორწილი ის ერთადერთი დღეა, რომელიც უპირობოდ ემორჩილება კანონს, როცა ბედნიერება აუცილებელია. ამიტომაც ამ დღის გალამაზებას ყველა ცდილობს, მათ შორის ნეფე-პატარძლის მშობლებიც. გამონაკლისების გარდა, სწორედ მათი ჯიბეებიდან გადის ასტრონომიული საქორწილო თანხები. სამაგიეროდ, ქორწილში ფინანსების განკარგვის წესს პატარძალი ადგენს, მათ შორის, ცხადია, უზომოდ შეყვარებული ნეფეც. თუმცა ამჯერად არა ქორწილის ხარჯებზე, არამედ ისეთ "დეტალზე" ვისაუბრებთ, როგორიც ქორწილის დიზაინი - გაფორმებაა და რომელიც სინამდვილეში მთელი ქორწილის ბედს იმდენად წყვეტს, რომ მამაპაპური ჭამა-სმის პოპულარობასაც გაუსწრო. სამაგიეროდ, სწორედ ის ამახსოვრდება ნეფე-პატარძალს (არა მარტო!) მთელი სიცოცხლე. ასე რომ, ლამაზი საქორწილო დიზაინის შესაქმნელად დღეს ერთმანეთს მრავალი კომპანია უწევს კონკურენციას. საქმე იქამდეა, რომ ქორწილის დიზაინერები საქორწილო ფესტივალებსაც მართავენ. ბევრი წყვილიც სწორედ ამ ფესტივალებზე გადაწყვეტს, თავისი ქორწილის გალამაზება ვის მიანდონ. თუმცა სილამაზეზე ყველას თავისი წარმოდგენა აქვს და თუ როგორი, საქორწილო დიზაინერ ლალა კარსანიძისგან შევიტყობთ.
- ლალა, ბოლო წლებში ისე ჩანდა, რომ გრანდიოზული ქორწილები მოდიდან გადადიოდა და მათ ნაცვლად წყვილები მოგზაურობას ან სულაც ბუნებაში გასვლას არჩევდნენ, ამასობაში კი საქორწილო დიზაინერთა კომპანიები მრავლდება და მრავლდება, ანუ მასშტაბური ქორწილები მოდას უბრუნდება?
- საქორწილო ბაზარზე დიზაინერთა მოთხოვნა რომ აღარ იყოს, კომპანიებიც არ შეიქმნებოდა, თანაც მათ შორის სერიოზული კონკურენციაა. საქორწილო ცერემონიის დიზაინისთვის უამრავი წყვილი მოგვმართავს. სადედამთილოები და სასიდედროებიც სულ უფრო ნაკლებად ცდილობენ დიზაინის დაგეგმვაში ჩარევას. მაინც ყველაფერს პატარძლები წყვეტენ - ბუნებაში საქორწილო თაღის დადგმას თუ დარბაზის გალამაზებას.
საქორწილო დიზაინზე მოთხოვნის გაზრდის მიზეზი, ალბათ, იმ აზრამდე მისვლაც არის, რომ მხოლოდ უზომო ჭამა-სმის გარდა, მოსაგონებელი აღარაფერი რჩება. უფრო მეტი სილამაზე, თუნდაც ექსტრიმია საჭირო, რომ საკუთარი ქორწილი მთელი სიცოცხლე გახსოვდეს!
ამ დღეებში ოკუპირებულ აფხაზეთში ქორწილზე შემწვარი თხების ფოტომ სოციალური ქსელი წალეკა და თავად აფხაზებიც დასცინოდნენ, რაღა დროს შემწვარი თხებიაო! მაგრამ ისიც ხომ ვიცით, ამას რა მოჰყვა, ამ ხალხს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რას ჰქვია, ამ საქორწილო ტრადიციას იწუნებთო! ჩანს, ოკუპირებული ტერიტორიების ქორწილებში კიდევ დიდხანს იქნება სეფები და გატყავებული საქორწილო "სამშვენისები".
- კიდევ კარგი, ჩვენს ქორწილებში წვიმა და თოვლი აღარ ჩამოდის, ზოგიერთი კი იმდენად ლამაზია, რომ ხელოვნების ნიმუშს მოგაგონებთ - ღია ცის ქვეშ თაღებით დაწყებული, ნეფე-პატარძლის სუფრის ჩათვლით. ზოგჯერ მხოლოდ თაღებზე რამდენიმე ათასი ლარი იხარჯება. განსაკუთრებით, ზამთრის ქორწილებისთვის ძვირად ღირებულ ჰოლანდიურ ყვავილებს ვყიდულობთ, გაზაფხულზე კი ქართულ სურნელოვან ვარდებს ვიყენებთ, სხვა დროს, ძირითადად, სათბურის ყვავილები გვაქვს.
- გააჩნია, ზოგიერთი მხოლოდ ნეფე-დედოფლის სუფრის გაფორმებას გვიკვეთს, რისი ფასიც 100 ლარიდან იწყება და 2000-3000 ლარზე ადის. მთელი ქორწილის დიზაინის თანხა 6000-7000 ლარიც ჯდება.
- უცხოეთიდან გამოწერილი ეგზოტიკური მცენარეები თუ სხვა ძვირად ღირებული ატრიბუტები. ბევრი პატარძალი ცდილობს, რომ ქორწილი ორიგინალური ყვავილებით დაამშვენოს, ისეთით, რომელიც ბაზარზე არ არის. ყვავილების გარდა, ისეთი შეკვეთებიც გაქვს, ხშირად ჩვენც კი გვიკვირს - ზოგჯერ ნეფე-დედოფალი ხელის მოწერის დასამშვენებლად დამტვრეულ ავეჯს, ყუთებს, ხის კასრებს, ლითონის კარკასებსა და ასეთ რაღაცებს ითხოვს. ხშირად ქორწილის გასაფორმებლად სხვადასხვა ძვირად ღირებულ ქსოვილს ირჩევენ.
- სულაც არა. გააჩნია, ვის რა გემოვნება აქვს. ამჟამად ქართული ხმლებითა და ჩოხებით საქართველოში უკვე უცხოელებიც იხდიან ქორწილს.
- ხელის მოწერის ცერემონიალისთვის ღია ცის ქვეშ, ალბათ, ორასწლოვანი ძველი სახლის ფიცრებისგან კედელი ავაგეთ, თანაც ზედ არანაირი ატრიბუტიკა არ დაგვამაგრებინეს. ფიცრები ძლივს ვიშოვეთ ზემო იმერეთში, ერთს ძველი ხის სახლი დაეშალა და მისგან ვიყიდეთ.
ბევრ წყვილს აღარ მოსწონს ტრადიციული ხელის მოწერა. ყველას უნდა ბედნიერების დღე ორიგინალური იყოს, სიძვირე კი უკვე ჯიბეზეა დამოკიდებული. მაგალითად, ბერა ივანიშვილის ქორწილზე, ყველაფერთან ერთად, ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების ყვავილიც იყო. ამას ცხადია, ყველა ვერ შეძლებს.
2019 წლის ცნობილთა ქორწილებში ისეთი "მოკრძალებული დიზაინიც" არსებობდა, როგორიც ცნობილი რეჟისორის, ლევან წულაძის ერთადერთი ქალიშვილის, თინათინ წულაძისა და გიორგი კოტეტიშვილის ქორწილი იყო - მათ ზღვის სანაპიროზე, კვარიათში მოაწერეს ხელი.
მსოფლიო პრესა მოიარა კიანუ რივზისა და მისი რჩეულის ფოტოებმა.
თათა ჯაშის წარმატება "მსოფლიო დედოფლის" კონკურსზე