November 21, 2024

ბერა ივანიშვილის მეუღლემ ბავშვი ჭორვილაში, სახლში გააჩინა - ექსკლუზიური დეტალები მილიარდერის პირველ შვილიშვილზე

სა­ქარ­თვე­ლოს ექს-პრე­მი­ე­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლი - ბე­რუ­კა ივა­ნიშ­ვი­ლი, 29 ნო­ემ­ბერს მო­ევ­ლი­ნა ქვე­ყა­ნას. ბერა ივა­ნიშ­ვილ­მა და ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძემ 2018 წელს ნო­ემ­ბერ­ში იქორ­წი­ნეს და მი­ლი­არ­დე­რის პირ­ვე­ლი შვი­ლიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბა დიდი ინ­ტე­რე­სით ელო­დე­ბო­და.

 

ნა­ნუ­კას ორ­სუ­ლო­ბი­სა და ბავ­შვის სქე­სის შე­სა­ხებ პე­რი­ო­დუ­ლად ბე­რას "ინ­სტაგ­რა­მის" ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი­დან ხდე­ბო­და ცნო­ბი­ლი, სა­დაც მომ­ღე­რა­ლი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს ხში­რად აქ­ვეყ­ნებს.

 

 

 

 

ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის რძლის მშო­ბი­ა­რო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. და­ვუ­კავ­შირ­დით ოჯახ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ანს, რომ­ლებ­მაც ღიად სა­უ­ბა­რი არ უსურ­ვეს, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი დე­ტა­ლე­ბის გარ­კვე­ვა მა­ინც მო­ვა­ხერ­ხეთ.

 

 

 

 

 

AMBEBI.GE-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნა­ნუ­კა გუ­და­ვა­ძემ სა­ჩხე­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჭორ­ვი­ლა­ში, ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში იმ­შო­ბი­ა­რა. ცხა­დია, სახ­ლში მშო­ბი­ა­რო­ბა სპონ­ტა­ნუ­რად არ მომ­ხდა­რა, ჩვე­ნი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ივა­ნიშ­ვი­ლებ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რად ავ­სტრი­ი­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნეს მეან-გი­ნე­კო­ლო­გი და სა­ნიტ­რე­ბის ჯგუ­ფი.

 

 

მშო­ბი­ა­რო­ბას ასე­ვე ეს­წრე­ბო­და ოჯა­ხის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი მე­ა­ნი სა­ჩხე­რის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი­დან.

 

 

 

 

AMBEBI.GE-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჭორ­ვი­ლას სახ­ლში სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­ა­წყვეს სამ­შო­ბი­ა­რო ბლო­კი და ინ­კუ­ბა­ტო­რიც კი ახალ­შო­ბი­ლის­თვის, თუ ამის სა­ჭი­რო­ე­ბა იქ­ნე­ბო­და.

 

 

დედა-შვი­ლი თავს კარ­გად გრძნო­ბენ და ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის მე­უღ­ლემ "ინ­სტაგ­რამ­ზე" პირ­ვე­ლი ფო­ტოც გა­მო­აქ­ვეყ­ნა, საყ­ვა­რელ მე­უღ­ლეს­თან და შვილ­თან ერ­თად.

 

 

 

 

სახ­ლში მშო­ბი­ა­რო­ბა მსოფ­ლი­ო­ში საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ტენ­დენ­ცი­აა. ამ გზით მშო­ბი­ა­რო­ბის მომ­ხრე­ე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ სახ­ლის გა­რე­მო დე­დი­სა და ახალ­შო­ბი­ლის­თვის გა­ცი­ლე­ბით უსაფრ­თხო და ოჯა­ხუ­რია, ვიდ­რე სამ­შო­ბი­ა­როს პა­ლა­ტა. ამე­რი­კა­ში, ინ­გლის­სა და საფ­რან­გეთ­ში, უკვე ასო­ბით შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც ქა­ლე­ბი სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით ირ­ჩე­ვენ შინ მშო­ბი­ა­რო­ბას.

 

 

მშო­ბი­ა­რო­ბის ამ ფორ­მას ირ­ჩე­ვენ უცხო­ე­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბიც. მა­გა­ლი­თად, სინ­დი კრო­უ­ფორდმა ორი­ვე შვი­ლი სახ­ლში გა­ა­ჩი­ნა და მას მე­უღ­ლე და სამი ბე­ბი­ა­ქა­ლი ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ. სახ­ლში იმ­შო­ბი­ა­რა სუ­პერ­მო­დელ­მა ჟი­ზელ ბუნდჰენ­მა, ევა რე­ი­ჩელ ვუდ­მა, ჰი­ლა­რი დაფ­მა და პა­მე­ლა ან­დერ­სონ­მა, რო­მელ­მაც ორი­ვე შვი­ლი სახ­ლში გა­ა­ჩი­ნა.

 

 

სა­ქარ­თვე­ლო­ში სახ­ლში მშო­ბი­ა­რო­ბის ეს პირ­ვე­ლი და­გეგ­მი­ლი შემ­თხვე­ვაა, თუ არ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმ ფაქ­ტებს, რომ ქა­ლებ­მა სამ­შო­ბი­ა­რო­ში მის­ვლა ვერ მი­ას­წრეს...

 

 

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 1214 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 03 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.