მედიის ინფორმაციით, აშშ აწარმოებს მოლაპარაკებებს ისრაელთან და ეგვიპტესთან ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის გადასაადგილებლად უსაფრთხო დერეფნის შექმნასთან დაკავშირებით.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო უსაფრთხო დერეფნის შექმნას ითხოვს, რათა ღაზას სექტორის საავადმყოფოებისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიწოდება განხორციელდეს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, უკრაინა თუ დამარცხდება, ეს ევროპის დასასრული იქნება.
„ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უარი განაცხადა ესპანეთის ქალაქ გრანადაში სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან, შეხვედრაზე. მოლაპარაკებები დასავლეთის ქვეყნების ლიდერების შუამავლობით 5 ოქტომბერს უნდა გამართულიყო.