იტალიაში, ბოლცანოში მაღაზიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციაში სასკოლო ავტობუსზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 4 ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
დონალდ ტრამპმა 175 მილიარდი დოლარის ღირებულების „ოქროს გუმბათის“ პროექტი დაამტკიცა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.
აშშ-ის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ჰარვარდის უნივერსიტეტისთვის 60 მილიონი დოლარის ფედერალური გრანტის გამოყოფას წყვეტს,- ამის შესახებ “როიტერი” წერს.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ გამკაცრდება.
ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გარკვეული შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაშია შესაძლებელი, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.