ანჯელინა ჯოლიმ ლვოვის სამედიცინო დაწესებულებაში დაშავებული ბავშვები მოინახულა
ჰოლივუდის მსახიობმა, იუნისეფის კეთილი ნების ელჩმა ანჯელინა ჯოლიმ უკრაინის ქალაქ ლვოვის სამედიცინო დაწესებულებაში კრამატორსკის დაბომბვის შედეგად დაშავებული ბავშვები მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას ლვოვის რაიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ კოზიცკი „ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს.
„ანჯელინა ჯოლი ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ეწვია კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე რუსული სამხედროების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულ ბავშვებს. მასში მძაფრი გრძნობები გამოიწვიეს ბავშვების მონათხრობმა“,- განაცხადა კოზიცკიმ.
მისივე თქმით, ანჯელინა ჯოლი ასევე მივიდა სკოლა-ინტერნატში, ესაუბრა აღსაზრდელებს და მათთან ერთად ფოტოები გადაიღო.
მას ასევე კომუნიკაცია ჰქონდა მოხალისეებთან, რომლებიც სამედიცინო-ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ ადამიანებს ლვოვის მთავარ რკინიგზის სადგურზე.
„მადლობა გადაუხადა მოხალისეებს გაწეული შრომისთვის. უთხრა, რომ მას როგორც დედას, კარგად ესმის იმ გამოწვევების მთელი სირთულე, რომლებიც მათ წინაშე დგას, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ბავშვების დახმარებას ეხება. ესაუბრა ადამიანებს, რომლებმაც შეძლეს აქტიური საბრძოლო მოქმედებების ტერიტორიებიდან თავის დაღწევა, მოისმინა ევაკუირებულთა ისტორიები, რომლებმაც კეთილი ნების ელჩს მოუყვნენ, რომ რუსეთის ტერორისტული მოქმედებების გამო ყველაფერი დაკარგეს“,- განაცხადა კოზიცკიმ.
მან ამასთანავე აღნიშნა, რომ ანჯელინა ჯოლის უკრაინაში ვიზიტი ყველასთვის მოულოდნელი იყო.
სიახლეები
- "წამართვეს სასამართლოში ელემენტარული საპროცესო უფლებებიც კი - შემიზღუდეს არათუ სამართლიანი სასამართლოს უფლება, არამედ ფეხქვეშ გათელეს ადამიანის ფუნდამენტური უფლებები"
- ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება - რუსებმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს მოქალაქეობის მიღება გაუმარტივეს
- “ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები”, - გახარია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ადასტურებს, ვინ იქნება შემდეგი
- "საქართველოში 2024 წელს დაფიქსირდა მაღალი ეკონომიკური ზრდა, 9.4 პროცენტი, 2025-2026 წლებში მოსალოდნელია ზრდის შენელება" - ევროკომისიის ანგარიში
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 მაისისთვის