6 ახალი და გამორჩეული საახალწლო ფილმი
ახალი წლისა და შობის დღესასწაულის მოახლოება ყოველთვის ჯადოსნურ ემოციასთან ასოცირდება, განწყობის შექმნას დეკემბრის დასაწყისიდან ვიწყებთ და ჩვენს მაგიურ რიტუალებს ყოველწლიურად ვიმეორებთ.
მაშინ, როდესაც კევინი უკვე 31-ედ დარჩება მარტო სახლში, ხოლო გრინჩი კიდევ ერთხელ მოიპარავს შობას, დროა ფოსტალიონ ჯასპერს სმირენსბურგში გავყვეთ, ქეითთან ერთად აფრიკაში ვიმოგზაუროთ და ტრადიციულ იტალიურ საახალწლო ვახშამსაც მივუსხდეთ.
თუ კი ჯერ კიდევ ვერ მიხვდით რაზე ვსაუბრობთ, მაშინ დროა კომფორტულად მოეწყოთ და იხილოთ 6 ახალი ფილმი საუკეთესო საახალწლო განწყობისთვის.
Klaus

ნეტფლიქსის ნამდვილი საჩუქარი საახალწლო ანიმაციების მოყვარულებისთვის; ყველაზე თბილი, ემოციური და გულშიჩამწვდომი ისტორია, რომელსაც ცრემლების გარეშე ვერ უყურებთ.
Last Christmas

ახალ რომანტიკულ კომედიაში ემილია კლარკთან ერთად ჰენრი გოლდინგი, მიშელ იოჰი და ემა ტომპსონი მონაწილეობენ. სიმღერა, რომელიც ფონად გასდევს ფილმს ჩვენი ბავშვობის სიყვარული გახლდათ, ახლა კი დროა, ეს ფილმიც შევიყვაროთ.
A Christmas Prince: The Royal Baby

ამერიკული რომანტიკული კომედია პრინცის მომლოდინე სამეფო ოჯახის წევრებზე, რომელთა გარშემოც დიდი საიდუმლო ტრიალებს. ფილმს აქვს ყველაფერი: ემოცია, ისტორია, წარსული, ხელის თხოვნა და დიდი რაოდენობით იუმორიც.
Let It Snow

ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით გადაღებული ნეტფლიქსის მორიგი ფილმი თინეიჯერების სიყვარულის ისტორიისა და მათ ქალაქში საშობაოდ თავს დამტყდარი შტორმის შესახებ მოგვითხრობს.
Holiday in the Wild

მეუღლესთან განშორების შემდეგ, ქეითი აფრიკაში მიემგზავრება, თუმცა ფილმის მთავარ გმირს წარმდგენაც კი არ აქვს, რომ აქ ის ყველაზე ძვირფასს – საკუთარ თავს აღმოაჩენს და ვინ იცის, იქნებ ნამდვილი სიყვარულიც კი იპოვოს.
Noelle

ნიკი სანტას შვილი და მისი ტრადიციების გამგრძელებელია, თუმცა თავს ლაპლანდიის საზოგადოების წევრად და მით უმეტეს სანტად სულაც არ მიიჩნევს. როდესაც ნიკი მოულოდნელად უჩინარდება ჩრდილოეთის ზღაპრული ქალაქიდან, ნოელი მის მოსაძებნად მიემგზავრება.
სიახლეები
- ვაშინგტონის ცენტრში ესროლეს ორ გვარდიელს
- ,,მას მოუწია თავის მართლება და თქმა, რომ, თითქოს, არ ერევა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში"- ზვიად შალამბერიძე
- იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი
- საპატრულო პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო
- სუს-მა თურქეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ერთი და საქართველოს მოქალაქეობის მქონე სამი ადამიანი გამოავლინა, რომლებიც ყალბ დოკუმენტაციას ამზადებდნენ
