პროფესიონალიზმი ბაზრის კვლევის სფეროში - გიორგი ჩუბინიძის წარმატების გზა
გიორგი ჩუბინიძე ბაზრის კვლევის ერთ-ერთი გამორჩეული ექსპერტია, რომლის პრაქტიკული საქმიანობა დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ეკონომიკურ, ასევე ბიზნეს წრეებში. საკუთარი ცოდნა და უნარები მას საშუალებას აძლევს სწორად შეაფასოს ბაზარზე არსებული ტენდენციები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები, შეიმუშაოს სათანადო რეკომენდაციები.
განათლება და პროფესიონალიზმი
გიორგი ჩუბინიძის მრავალმხრივი განათლება აძლიერებს მის უნიკალურ ხედვას. მას ბაკალავრის ხარისხი აქვს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობებსა და სამართალმცოდნეობაში, ასევე, მაგისტრის ხარისხის მფლობელია საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობებში.
ბაზრის კლევის სფეროში, მის მიერ გამოქვეყნებული კვლევითი ანალიზებით, საქართველოში არსებული წამყვანი კომპანიები ხელმძღვანელობდნენ. მისი კვლევითი ანალიზები ძირითადად მოიცავდა საფონდო ბირჟებზე არსებულ ვითარებას. გიორგი ჩუბინიძე ყურადღებას ამახვილებდა მსოფლიოს დიდ ქვეყნებში მიმდინარე ეკონომიკურ ცვლიებებს. დაწვრილებით მიმოხილვას უკეთებდა სხვადასხვა ქვეყნების ეროვნული ვალუტების გაუფასურებასა თუ გამყარებას.
მისი ერთ-ერთი კვლევა, (2015 წელს) ჩინეთის საფონდო ბირჟაზე შექმნილ ვითარებას, კერძოდ კი „შავ ორშაბათს“ ეხებოდა, სადაც ფართოდ იყო ჩაშლილი მსოფლიოში, საფონდო ბირჟაზე არსებული ვითარება და გამოწვევები. აღნიშნული კლევა/ ანალიზით, რა თქმა უნდა, მედია ორგანიზაციები დაინტერესდნენ და აქტიურად გააშუქეს.
გამოცდილება საბანკო სექტორში
გიორგი ჩუბინიძე მუშაობდა „საქართველოს ბანკში“ - კორპორატიულ ბანკირად, შემდეგ კი კარიერულად დაწინაურდა და ერთ-ერთი ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე განაგრძო მუშაობა. ის განსაკუთრებულად ხელმძღვანელობდა საკუთარ გუნდს და კოორდინაციას უწევდა გუნდის სხვადასხვა საქმიანობას. ამ ხნის განმავლობაში, გიორგი ჩუბინიძის უშუალო ჩართულობითა და ძალისხმევით, მკვეთრად გაიზარდა ფილიალის ფინანსური მაჩვენებლები;
შემდგომში, მის სამუშაო გამოცდილებაში, ერთ-ერთი მთავარი როლი უკავია კომპანია „ვალდაუ“ - ს, სადაც პროექტების მენეჯერი იყო.
მისი ძირითადი საქმიანობა იყო მსხვილი კომერციული პროექტების მართვა, კორპორატიულ კლიენტურასთან ურთიერთობა, არსებული პროექტების ფარგლებში სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულების მომარაგება სხვადასხვა საჭიროების პროდუქციით.
კომპანია „ვალდაუ“ და სამომავლო წარმატება
გიორგი ჩუბინიძის უშუალო ძალისხმევით, კომპანია ვალდაუ გახდა საქართველოში ერთ-ერთი ანგარიშგასაწევი მოთამაშე სამედიცინო სახარჯი მასალებისა და სხვადასხვა მედიკამენტების ბაზარზე; კომპანია ამჟამად ოპერირებს და ახორციელებს იმპორტს შემდეგი ქვეყნებიდან: თურქეთი, ჩინეთი, ინდოეთი, მალაიზია, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები;
საკუთარი განათლებიდან და საბანკო გამოცდილებიდან გამომდინარე, მან წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებაზე დაყრდნობით, მოახერხა ზედმიწევნით კარგად შეესწავლა სხვადასხვა სამედიცინო დანიშნულების საქონლის მსხვილი მწარმოებლები და ბაზრები;
ავტორი: ნინო ოთარაშვილი
სიახლეები
- “წულუკიანის კომისიის მუშაობის მიზნებია - ყურადღების გადატანა “მეგობარი აქტიდან” და რუსეთისთვის კოჭის გაგორება” - ვახტანგ ძაბირაძე
- ქუთაისში მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსი გაიხსნა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი აპრილისთვის
- "სწორედ 31 მარტის რეფერენდუმი გახდა დამოუკიდებლობის აღდგენის საფუძველი, რაც ზვიად გამსახურდიას, მაშინდელი უზენაესი საბჭოს და საქართველოს მთელი მოსახლეობის დამსახურებაა"
- "თქვენ უსახო და უსულო მოძალადეების პირისპირ, შიშველი ხელებით უარს ეუბნებით უცხო ქვეყნის რეჟიმის გაბატონებას" - სალომე ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს