პენსია 20 ლარით გაიზრდება, პრემიერის და პრეზიდენტის ხელფასი 1400-ით - 2026 წლის ბიუჯეტი
მომავალი წლიდან საქართველოში პენსია, პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მოსამართლეების ხელფასები იზრდება.
2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, რომელიც პარლამენტის ვებსაიტზე უკვე ატვირთულია, პენსია იზრდება:
- 70 წლამდე პენსიონერების შემთხვევაში - 20 ლარით (გახდება 370 ლარი);
- 70 წლისა და მეტი ასაკის ადამიანებისთვის 45 ლარით (გახდება 495 ლარი).
საქართველოს კანონმდებლობით, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მოსამართლეების ხელფასები ფიქსირებული არ არის. ის ყოველწლიურად ხელახლა განისაზღვრება და გამოითვლება ორი ფაქტორით: საბაზისო ხელფასისა და პარლამენტის მიერ დადგენილი კოეფიციენტის ნამრავლით. კოეფიციენტები უცვლელია, საბაზისო ხელფასი კი ყოველ წელს თავიდან დგინდება და ბიუჯეტში აისახება.
მაგალითად, წელს საქართველოში საბაზისო ხელფასი 1460 ლარია, მომავალ წელს კი 1600 იქნება.
ვის რამხელა ხელფასი გაუხდება:
- პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს - გაეზრდებათ 1400 ლარით და გაუხდებათ 16 000 ლარი;
- პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის - 1260 ლარით და ხდება 14 400 ლარი;
- მინისტრების, პარლამენტის ფრაქციების თავმჯდომარეების - 1190 ლარით და ხდება 13 600 ლარი;
- დეპუტატების ხელფასი - 1120 ლარით და ხდება 12 800 ლარი.
სიახლეები
- „ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
- იმერეთში კაცმა ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი ქალი ცივი იარაღით დაჭრა
- ,,დღეს ოპოზიციაში ყოფნა ყველა რისკს ნიშნავს, რაც კი ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ არ გადავუხვევთ ხაზს"- ბადრი ჯაფარიძე
- გიორგი ბარამიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ „ოპოზიციის ალიანსის“ დატოვებას არ აპირებს
- ,, დღეს ჩვენ ვისჯებით ბრიუსელისგან იმიტომ, რომ მათ პოლიტიკას არ გავყევით"- ირაკლი ზარქუა
