121,8 მლნ ლარი 9 თვეში - რა თანხა დახარჯეს სამინისტროებმა შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე
2019 წლის 9 თვეში ბიუჯეტიდან ყველა სახელმწიფო უწყებაში მომუშავე შტატგარეშე თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურებაზე 174,3 მლნ ლარი დაიხარჯა.
ეს კი 17,4 მლნ ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ბიუჯეტის მონიტორინგის მონაცემებით, 2018 წლის 3 კვარტალში სახელმწიფო ხაზინიდან შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 156,9 მლნ ლარი დაიხარჯა.
რაც შეეხება კონკრეტულად სამინისტროებს, მათ მიერ შტატგარეშე თანამშრომლებზე 121,8 მლნ ლარი გაიხარჯა:
- ფინანსთა სამინისტრო: 1,6 მლნ ლარი
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: 3,3 მლნ ლარი
- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო: 1,6 მლნ ლარი
- იუსტიციის სამინისტრო: 5,7 მლნ ლარი
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო: 31,1 მლნ ლარი
- საგარეო საქმეთა სამინისტრო: 1,6 მლნ ლარი
- თავდაცვის სამინისტრო: (ინფორმაცია არ იქნა მოწოდებული - აუდიტის სამსახური)
- შინაგან საქმეთა სამინისტრო: 15 მლნ ლარი
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: 11,3 მლნ ლარი
- განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 50,6 მლნ ლარი
შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობასთან დაკავშირებით კი სამინისტროების ნაწილს აუდიტის სამსახურისთვის მონაცემები მიწოდებული არ აქვთ, მათ შორის არიან - ფინანსთა სამინისტრო, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტრო, თავდაცვის სამინისტრო, შსს.
ეკონომიკის სამინისტროში შტატგარეშე დასაქმებულია 592 ადამიანი, იუსტიციის სამინისტროში 2 211 ადამიანი, საგარეო საქმეთა სამინისტრო - 351 თანამშრომელი, გარემოს დაცვა - 1 804 ადამიანი.
სიახლეები
- "შავი დღეა ქართული დემოკრატიისთვის - კანონის მიღება ფუნდამენტურად შეცვლის საქართველოს აშშ-სთან ურთიერთობებს და ევროკავშირში წევრობის მისწრაფებებს დააზიანებს"- 11 ამერიკელი სენატორი
- "სახიფათო ხალხთან გვაქვს საქმე „გლობალური ომის პარტიის“ სახით - ო’ბრაიენს გავუზიარე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის დაახლოებით, 30%" - პრემიერი
- "აქ დგომა ყოველდღე, ყოველ საღამოს, ღამეების თენება, არც საქმე და არც ტვირთია - ამ იდიოტებს არ ესმით, რომ ეს არის თითოეული ჩვენგანის პრივილეგია" - ზურაბ ჯაფარიძე
- „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ლელომ“ საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადეს
- კანონის მიღებას პარლამენტთან დაძაბულობა მოჰყვა - აქციის მონაწილეთა ნაწილმა ჯებირი გაჭრა