"ევროკავშირი, ჩვეული ქრონიკული ბიპოლარული აშლილობის მანერით, გეგმავს უცხოურ აგენტებთან დაკავშირებით კანონმდებლობის მიღებას" - ზახაროვა
ევროკავშირი ჩვეული ქრონიკული ბიპოლარული აშლილობის მანერით, გეგმავს უცხოურ აგენტებთან დაკავშირებით კანონმდებლობის საკუთარი ვარიანტის მიღებას , - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საინტერესოა, როდესაც ამ დოკუმენტის მიღებამდე მივა საქმე, დაიწყებს თუ არა ევროკავშირი საკუთარი თავის საკუთარი შემადგენლობიდან გარიცხვას?
„ევროკომისია: „უცხოური აგენტების კანონპროექტის მიღება საქართველოს ევროკავშირში გზაზე შეფერხება გახდება”. და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღება შეფერხება არ გახდება, ვთქვათ, ამ ხალხის მიერ სუბსიდიების, დახმარების ან გაერთიანების შიგნით მხარდაჭერის მიღებისთვის?
შეგახსენებთ, ანალოგიური შინაარსის, რიგ შემთხვევებში, გაცილებით უფრო მკაცრი, უცხოური აგენტების შესახებ კანონები მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში მოქმედებს, პირველ რიგში “ეტალონურ” დემოკრატიებში. მათგან დაიწყო ყველაფერი. მაგალითად, აშშ-ში ჯერ კიდევ 1938 წლიდან მოქმედებს უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი (FARA), ავსტრალიაში - უცხოური გავლენის გამჭვირვალობის სისტემის შესახებ, დიდ ბრიტანეთში - ეროვნული უსაფრთხოების შესახებ, ისრაელში - არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ, საფრანგეთში - უცხოური ჩარევის აღკვეთის შესახებ (სენატში კენჭისყრა უახლოეს მომავალში იგეგმება)...
თავად ევროკავშირი, მისთვის უკვე ჩვეული ქრონიკული ბიპოლარული აშლილობის მანერაში, გეგმავს უცხოურ აგენტებთან დაკავშირებით კანონმდებლობის საკუთარი ვარიანტის მიღებას - “პაკეტი დემოკრატიის დაცვისთვის”. ზოგიერთ ელემენტში, ჯერ მონახაზის ფორმით, რეგლამენტის პროექტი უფრო მკაცრადაც გამოიყურება, ვიდრე მისი ამერიკული წინაპარი.
საინტერესოა, როდესაც ამ დოკუმენტის მიღებამდე მივა საქმე, დაიწყებს თუ არა ევროკავშირი საკუთარი თავის საკუთარი შემადგენლობიდან გარიცხვას? სახელიც კი მოვიგონე - პოსტმოდერნ ბიპოლარული”, - წერს ზახაროვა.
სიახლეები
- "განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ქუთაისის თეატრის მოყვარულთა საზოგადოების მიმართ" - გარდაიცვალა ნანა ქაჯაია
- ვრცელდება პაპუნა ლოცულაშვილის განცხადება, რომელზეც გორში სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკური ძალადობა განხორციელდა
- "დავბრუნდი 17 წლის მერე და ისევ ემიგრანტი გავხდი, ამჯერად საკუთარ ქვეყანაში“ – ელზა ჯაბიძე
- "ნაციონალურ მოძრაობას“ ნამდვილად არ აქვს უფლება, ისაუბროს ძალადობაზე, სისტემურ დანაშაულზე, ეს მათმა მომხრეებმაც კი გადასარევად იციან" - მიხეილ სარჯველაძე
- „საქართველო იმსახურებს უკეთესს“ სრულიად უკბილო და არაადეკვატური ლოზუნგია, „შემოდგომაზე შევიკრიბებით უფრო მეტი“ კი ძალიან მავნე გეგმაა"
