კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით ვებინარი ჩატარდა
27 ოქტომბერს, კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის (CIESR) ორგანიზებით ჩატარდა ვებინარი ახალგაზრდების ჩართულობის საკითხებზე.
შეხვედრის დროს მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა წარადგინეს საბიუჯეტო და სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგი ქვემო ქართლის რეგიონში. ვიშეგრადის ქვეყნების მენტორების (პოლონეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი) ჩართულობით, ახალგაზრდებმა შეაფასეს საბიუჯეტო პროცესები, აგრეთვე სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ეფექტიანობა და მოამზადეს რეკომენდაციები.
ვებინარზე ექსპერტებმა პოლონეთიდან (პაველ სვიანევიჩი), უნგრეთიდან (ენდრე კისს), და სლოვაკეთიდან (კარელ ჯანდა) ახალგაზრდებს, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და საჯარო მოხელეებს გაუზიარეს გამოცდილება ადგილობრივი პოლიტიკის ფორმირების პროცესსა და ახალგაზრდების ჩართულობის საკითხებზე. დისკუსიის დროს ვებინარის მონაწილეებმა შეაფასეს ახალგაზრდების თანამონაწილეობა თვითმმართველობის პროცესში, ძირითადი გამოწვევები და საუკეთესო პრაქტიკა, აგრეთვე ჩართულობის სხვადასხვა მექანიზმები.
ღონისძიება ჩატარდა პროექტის ფარგლებში - ვიშეგრადის ოთხი ქვეყნის გამოცდილების გაზიარება მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობისთვის - გაიმართა, რომელიც ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი