"მთავარია მართლები ვიყოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სინდისის და იმ სტანდარტის წინაშე, რომელიც კონსტიტუციაში გვაქვს გაწერილი"- გიორგი ვოლსკი
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საარჩევნო სადამკვირვებლო ჯგუფის ხელმძღვანელ, იულიან ბულაის განცხადებას გამოეხმაურა.
“პასეს პრეზიდენტი იქნება მიკერძოებული, თუ არ იქნება, ამას ვერ განაპირობებს მისი პირადი ხასიათი და პირადი დამოკიდებულება პოლიტიკური საკითხების მიმართ. რეალობა უნდა იყოს ისეთი, რომ მან ხელი ვერანაირად ვერ მოჰკიდოს თავისი ბოროტი საქმიანობის და ბოროტი მიზნების განხორციელებას.
ეს ამოცანა ჩვენ 2024 წელსაც შევასრულეთ, თუმცა შედეგად ნახეთ – არავითარი დასაბუთება და მუდმივი შეტევა საქართველოზე, ეს მათ ახასიათებთ. ასეთი აღქმებით და პროპაგანდისტული ფანდებით, რასაკვირველია ვერ დაგვაშინებს. მთავარია მართლები ვიყოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სინდისის და იმ სტანდარტის წინაშე, რომელიც კონსტიტუციაში გვაქვს გაწერილი“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საარჩევნო სადამკვირვებლო ჯგუფის ხელმძღვანელი იულიან ბულაი x-ზე წერს: „ALDE-PACE შოკირებულია პარტია „დროას”ლიდერის, ელენე ხოშტარიას უსამართლო დაკავებითა და მის წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან ძალადობით. ეს არის საქართველოში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების აშკარა და უწყვეტი უგულებელყოფის კიდევ ერთი მაგალითი“.
სიახლეები
- “მისასალმებელია, რომ გერმანიაში დემოკრატიული აზრი კვლავ ძლიერია და კითხვებს სვამენ პეტერ ფიშერის იმ არადიპლომატიურ საქციელზე, რომელიც აშფოთებს ქართულ საზოგადოებას” - ეკა სეფაშვილი
- “ძალიან დიდი სირცხვილია ევროკავშირის წარმომადგენლობისათვის ისეთი ვიდეოს დაფინანსება, რომელიც აღვივებს ხალხში აგრესიას, ძალადობისკენ მისწრაფებას და ხელს უწყობს პოლარიზაციას” - ეკა სეფაშვილი
- გერმანიამ საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია
- “რასაც ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ ვუყურებთ, რეკეტია, რომლის მიზანიც შავი ფულის ამოღებაა, რაც მოიპარეს” - ანა წითლიძე
- სასამართლომ პატიმრობაში დატოვა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული კიდევ ათი ადამიანი