"საქართველოს პატარა ტოსკანა" - VOGUE კახეთზე სტატიას აქვეყნებს
გავლენიანი ამერიკული გამოცემა Vogue კახეთის შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ეს რეგიონი "პატარა ტოსკანად" არის მოხსენიებული და საუბარია ღვინის წარმოების 8000-წლიან ისტორიაზე.
"იმ ადამიანთა უმრავლესობა, რომელიც საქართველოს - კავკასიის მთების კიდეში პატარა ქვეყანას - სტუმრობს, ამას ლაშქრობისთვის, ან ღვინისთვის აკეთებს, ან ორივესთვის ერთად. "პატარა ტოსკანად" წოდებული კახეთი დედაქალაქიდან 2 საათის სავალზეა და ის არა მხოლოდ საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი რეგიონია, თავისი დაუსრულებელი ხედებით მთებსა და ვენახებზე, არამედ მეღვინეობითაც გამოირჩევა და საქართველოს ღვინის წარმოების 70%-ზეა პასუხისმგებელი.
კახეთი მსოფლიოში ღვინის მწარმოებელ ერთ-ერთ უძველეს ტერიტორიად ითვლება, ღვინის დაყენების ანტიკური მეთოდი ქვევრის გამოყენებით, 8000-წლიან ისტორიას ითვლის და მსოფლიოს მასშტაბით დიდი ცნობადობითაც სარგებლობს, UNESCO-ს არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლადაც აღიარეს", - ნათქვამია VOGUE-ს სტატიაში.
სტატიაში აღნიშნულია, რომ კახეთი განსაკუთრებულად ცნობილია ქარვისფერი ღვინის წარმოებით, რომელიც ქართულ სამზარეულოს იდეალურად ესადაგება.
ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ კახეთში ვიზიტისთვის საუკეთესო დრო გვიანი ზაფხულია, როდესაც ყურძნის კრეფა ყველაზე აქტიურ ფაზაშია გადასული.
სტატიის ბოლოს კი კახეთში ტურისტებისთვის ღამის გასათევი ადგილებისა და აქტივობების ჩამონათვალია მოცემული.
სიახლეები
- "ერთნაირი მეთოდებით გვებრძოდნენ: ზვიად გამსახურდია ფიზიკურად გაანადგურეს, მე მომწამლეს" - მიხეილ სააკაშვილი
- "ადამიანებმა თავიანთი სიცოცხლე გასცეს დამოუკიდებლობისთვის და ჩვენ ამას გავაგრძელებთ" - სალომე ზურაბიშვილი
- “პატრიარქის არჩევნები ეკლესიის შიდა საქმეა და ჩარევა არავინ არ უნდა სცადოს...” - სანდრო თვალჭრელიძე
- "ეს ძალიან სწრაფად დასრულდება, თუ იმას გააკეთებენ, რაც უნდა გააკეთონ - ჩემი ნება რომ იყოს, ნავთობს ავიღებდი, დავიტოვებდი და ბევრ ფულს ვიშოვიდით"
- საქართველოში შესაძლოა ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა დაინერგოს
