თუნდაც ერთხელ ტირანიას რომ პასუხი გასცემოდა მის მიერ გაჩაღებული ომისთვის, ის არსებობას შეწყვეტდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოსადმი მიმართვისას განაცხადა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, ბორის ჯონსონმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელიც მიმართულია რუსი საზოგადოებისთვის.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მარიუპოლში სამხედრო გზით ბლოკადის გარღვევა ამ დროისთვის ძალიან რთულია.
რაც უფრო მეტად გააჭიანურებს რუსეთი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას, მით უარესი თავად რუსეთისთვის და პრინციპში ამ ომისთვისაც, – ეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაა, რომელიც მან ბუჩაში ჟურნალისტებთან საუბრის დროს გააკეთა.
მორიგი ყალბი საინფორმაციო თავდასხმა განხორციელდა ქალაქ ბუჩაში, მას შემდეგ, რაც ქალაქი რუსმა სამხედროებმა შეთანხმებისა და გეგმის მიხედვით დატოვეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.