1 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი
დღეს უნდა შეისრულოთ პატარ-პატარა ოცნებები, რაშიც სამყარო აუცილებლად დაგეხმარებათ, თუ რა თქმა უნდა, კარგად თხოვთ მას დახმარებას. გაიცანით ახალი ხალხი - ეს მიზნისკენ სვლაში ხელს შეგიწყობთ. ჰოროსკოპი დღეს გაუწყებთ, რომ თქვენ ყველაფერი კარგად გექნებათ სამსახურში - უფროსებიც და კოლეგებიც თქვენ დაგიჯერებენ, ხოლო დავალებები მარტივად გადაწყდება.
კურო
დღეს უნდა გაამყაროთ თქვენი კონტაქტები - ეს თქვენ სამომავლოდ ძალიან დაგეხმარებათ. ასევე გაიცანით ახალი ადამიანები, რომლებიც სამომავლოდ თქვენი მეგობრები გახდებიან, შეიძლება მეორე ნახევარიც იპოვოთ. ჰოროსკოპი დღეს გაფრთხილებთ, რომ არ აყვეთ ნერვებს და დალიოთ გვირილის ჩაი, გაერთონ სპორტული აქტივობებითა და მედიტაციით. ხანდახან სასარგებლოც არის რეალობისგან მოწყვეტა.
ტყუპები
დღეს ფრიად ემოციური დღეა - ვიღაცები ძალიან მოგიშლით ნერვებს, ხოლო ვიღაცები ამაზე ისაუბრებს. მათთან ლამაზად საუბარი არ გაჭრის, მაგრამ ნუ გადაამეტებთ, იყავით ტაქტიანები და არ ჩაერთოთ კონფლიქტში. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ შეცვალოთ ცუდი ჩვევები - ამისთვის სწორედაც რომ კარგი დღეა.
კირჩხიბი
დღეს აუცილებლად უნდა მოუსმინოთ მოსაუბრეს და ყველაფერი იქნება იდეალურად. კონკურენტებიც კი შეიძლება თქვენი მეგობრები გახდნენ, მთავარია საერთო იპოვოთ მათთან. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ მეტი ადამიანი გაიცნოთ - შეიძლება თანამოაზრეები და სპონსორებიც კი იპოვოთ.
ლომი
დღეს ნიუანსებს უნდა მიაქციოთ დიდი ყურადღება. ასევე კარგი იქნება, თუ იქნებით პირდაპირები და არ შეგეშინდებათ წინსვლის. ამ დღეს კარიერული კიბე შეიძლება ლიფტად იქცეს. მთავარია - გაცნობა. ასე მიიღებთ ახალ შემოთავაზებებს, რომელიც გამოგადგებათ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ არა მკაცრ, არამედ ლოიალურ რეაგირებებს - ამით ნერვებს შეინარჩუნებთ.
ქალწული
დღეს გიმართლებთ - იღბალი თქვენსკენაა და საქმეც მარტივად გამოდის. მთავარია ყველაფერი იღონოთ და საქმეც გამოვა. თავდაჯერებულობა დაგეხმარებათ მნიშვნელოვან ადამიანებთან კონტაქტში, ვისგანაც კარგ შეთავაზებებს მიიღებთ. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ დეტალებზე ყურადღება არ გაამახვილოთ - არც თუ ისე მნიშვნელოვანია ეს დეტალები. საბედნიეროდ სერიოზული პრობლემები ამ დღეს არ იქნება.
სასწორი
დღეს იდუმალი იქნებით, რაც სხვების ყურადღებას მიიქცევს, მაგრამ არ გაშალოთ თქვენი კარტი - არავინ უნდა გაიგოს გეგმების შესახებ, მათ შორის არც ახლობლებმა, რომლებთაც შეუძლიათ ყველაფერი ჩაშალონ. ჰოროსკოპი დღეს გაუწყებთ, რომ მოკამათე ბევრი იქნება, მაგრამ არ აუყვეთ მას - შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ნერვები, ხოლო საღამოს კარგი ამბები მოგივათ.
მორიელი
დღეს უნდა აისრულოთ თქვენი სურვილები და იაროთ წინ მიზნებისაკენ - ეს ყველაფერი გამოვა. დღის მინუსები - შეცდომები, რომლებიც ყველგან შეგხვდებათ. ამიტომაც ყურადღებით იყავით, რათა შეცდომის რისკი ნაკლები იყოს. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ საღამო გაატაროთ მხიარულად - მოამზადოთ კერძები და დაპატიჟოთ მეგობრები სტუმრად.
მშვილდოსანი
დღეს ბოლოს და ბოლოს საკუთარ პრობლემებს უნდა მიხედოთ. კარგი იქნება პატარ-პატარა ოცნებებსაც თუ აისრულებთ. ამიტომაც სუპერსერიოზულ საქმეებს არ მოკიდოთ ხელი - მიეცით საკუთარ თავს დასვენების საშუალება. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ თანამოსაუბრეები ფრთხილად აარჩიოთ - ნეგატიურმა ხალხმა შეიძლება მისი ენერგია გადმოგცეთ და გაგიფუჭოთ დღე. ამიტომაც, ეკონტაქტეთ მხოლოდ პოზიტიურ ხალხს.
თხის რქა
დღეს იმდენი საქმე გექნებათ, რომ თავბრუ დაგეხვევათ. თქვენ ნერვული აშლილობის ზღვარზე იქნებით, მაგრამ ერთი დღე თუ განმარტოვდებით და სიმშვიდეში იქნებით, ყველაფერი გაქრება. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ ჩაუღრმავდეთ საკუთარ თავს - გაიგოთ, მიდიხართ თუ არა სწორი გზით და მოგწონთ თუ არა რეალურად ეს თქვენ. ამათზე პასუხის შემდეგ, მიხვდებით წინ მიიწევენ თუ არა.
მერწყული
დღეს რთული დღე იქნება, რადგან სამყარო თქვენ მახეს გიგებთ ყველგან, ამიტომაც რთულია იდეების განხორციელება. კეთილგანწყობილი ხალხი დაგეხმარებათ, თუ გაუნდობთ მათ თქვენს იდეებს. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ იყოთ ფრთხილად ურთიერთობებში - არ გადახვიდეთ პირად შეურაცხყოფაში და არავის არაფერი დააძალოთ, თორემ შეიძლება შეიწიროთ როგორც კარიერა, ასევე პირადი ცხოვრება.
თევზები
დღეს ბევრს იფიქრებთ ფულზე, რომლის ხარჯვაც კარგ ფინანსურ ენერგიას მოგიტანთ. თქვენ შეგიძლიათ კარგად განკარგოთ ფული, მაგრამ დღეს შეგიძლიათ თავს მეტის ხარჯვის უფლება მისცეთ. ასე რომ შეუდექით საქმეს. ჰოროსკოპი დღეს გირჩევთ, რომ იაროთ წინ მიზნისკენ - ამაში თქვენ ვარსკლავები დაგეხმარებიან.
წყარო: horoskopi.ge
სიახლეები
- “ამერიკის შეერთებულ შტატებში ის კანონი ჰქონდათ ათეული წლები, რომელიც ზღუდავს ადამიანის უფლებებს და მედიას მარწუხებში აქცევს? თუ იქ კარგი იყო და აქ ცუდია? ასე არ არის” - ირაკლი ზარქუა „ფარას“ ანალოგზე
- “ნიკა მელია რაც უფრო მეტს დააშავებს, მით უფრო მეტი ბრალი წარედგინება” – ნინო წილოსანი
- “ამ ტიპის ქმედებები – მოსამართლეს წყალი შეასხა, ვიღაცას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენო – ძალიან მძიმე შედეგებს მოგვიტანს” - კახა კალაძე
- “ვულოცავ კაროლ ნავროცკის პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას, საქართველო მზად არის, კიდევ უფრო გააღრმავოს პოლონეთთან თანამშრომლობა საერთო ინტერესების ყველა სფეროში” - ირაკლი კობახიძე
- “სააკაშვილი არ იყო ქართული სახელმწიფოს აღმშენებელი და ის იყო ჩვეულებრივი მწვალებელი, რომელიც ხონის კარცერებში სჯიდა და შემდეგ არაადამიანურ და წამების მსხვერპლად აქცევდა ხოლმე” – წულუკიანი