"მერკელსა და სარკოზის ბუჩაში ვიწვევ, რომ ნახონ, რა მოჰყვა 14 წლის განმავლობაში რუსეთის მიმართ დათმობების პოლიტიკას"
ანგელა მერკელსა და ნიკოლა სარკოზის ბუჩაში ვიწვევ, რომ ნახონ, რა მოჰყვა 14 წლის განმავლობაში რუსეთის მიმართ დათმობების პოლიტიკას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, უკრაინას კონცენტრირებული ბოროტება ეწვია: მკვლელები, ჯალათები, მოძალადეები, მაროდიორები.
უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთი ახლა აღიქმება მისი სამხედროების მიერ ბუჩაში, ირპენსა და ჰოსტომელში მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის პრიზმაში.
„მეტი დასკვნებია საჭირო, არა მარტო რუსეთზე, ასევე იმ პოლიტიკურ ქცევაზე, რამაც რეალურად დაუშვა ეს ბოროტება ჩვენს მიწაზე. დღეს ბუქარესტში ნატო-ს სამიტის მეთოთხმეტე წელია. მაშინ გაჩნდა შანსი, რომ უკრაინა გამოსულიყო „ნაცრისფერი ზონიდან“ აღმოსავლეთ ევროპაში, „ნაცრისფერი ზონიდან“ ნატო-რუსეთს შორის, „ნაცრისფერი ზონიდან“, რომელშიც მოსკოვს ჰგონია, რომ ყველაფრის უფლება აქვს, ყველაზე საშინელი ომის დანაშაულისაც კი. ოპტიმისტური დიპლომატიური ფორმულირებების მიღმა, თითქოს უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, მაშინ, 2008 წელს, უკრაინის ალიანსში მიღებაზე უარი იმალებოდა. იმალებოდა ზოგიერთი პოლიტიკოსის უაზრო შიში რუსეთის მიმართ. ისინი ფიქრობდნენ, რომ უკრაინაზე უარის თქმით შეძლებდნენ რუსეთის დამშვიდებას, დარწმუნებას, რომ პატივი სცეს უკრაინას და ნორმალურად იცხოვროს ჩვენს გვერდით. ამ მცდარი გამოთვლებიდან 14 წლის შემდეგ უკრაინა გადაურჩა რევოლუციას და დონბასში რვაწლიან ომს. ახლა კი ჩვენ ვიბრძვით ჩვენი სიცოცხლისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე საშინელ ომში“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის ქალაქ ბუჩადან რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვეს.
სიახლეები
- "მოსკოვი იმედოვნებს, რომ ბაქო და ერევანი ნატო-სთან თანამშრომლობის რისკფაქტორებს გააცნობიერებენ"- მარია ზახაროვა
- "საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - ირაკლი კობახიძე
- "მიუხედავად იმისა, რას ფიქრობს ბრიუსელი, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველომ მტკიცედ იაროს ევროკავშირისკენ გზაზე" - ვიქტორ ორბანი
- საგანგაშო პროგნოზი: "რუსეთი ნატოს 5 წელიწადში თავს დაესხმება. რა უნდა მოიმოქმედონ ალიანსის წევრმა ქვეყნებმა კრემლის მუქარა-გამოწვევების შესაკავებლად?"
- როგორ შევინახოთ და მოვამზადოთ კვერცხი, რომ D3 ვიტამინი მასში მაქსიმალურად შენარჩუნდეს