May 24, 2025

სექტემბერი 23 2024 წაკითხვა 181 ჯერ

იაპონიაში, იშიკავას პრეფექტურაში წყალდიდობის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ათი კი დაკარგულად მიიჩნევა - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სექტემბერი 23 2024 წაკითხვა 172 ჯერ

სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა აღმოსავლეთ ირანში ნახშირის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ სამხრეთ ხორასანის პროვინციის გუბერნატორმა მოჰამედ ჯავად კენატმა განაცხადა.

"სამწუხაროდ, დაიღუპა 30 ადამიანი, დაშავდა 17 ადამიანი, რომლებიც სამედიცინო ცენტრებში გადაიყვანეს", - დაადასტურა პირჰოსეინ კოლივანდმა, წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ხელმძღვანელმა.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, მაღაროში აფეთქების მიზეზი მეთანის გაჟონვა გახდა. ინციდენტი 21 სექტემბრის საღამოს მოხდა თეირანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 540 კილომეტრით დაშორებულ ტაბასის მაღაროში. ირანული სააგენტოების ცნობით, მაღაროში 24 მაღაროელი რჩება გამომწყვდეული.

აფეთქების დროს მაღაროში სულ 70-მდე ადამიანი მუშაობდა.

სექტემბერი 23 2024 წაკითხვა 182 ჯერ

სულ მცირე, ცხრა ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი დაიჭრა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსეთის საავიაციო შეტევის შედეგად. ზაპოროჟიეს ოლქის პოლიციის წინასწარი მონაცემებით, გასულ ღამით ექვსი დარტყმა განხორციელდა, სავარაუდოდ კორექტირებადი ავიაბომბებით.

სექტემბერი 21 2024 წაკითხვა 232 ჯერ
 
 

აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა დონალდ ტრამპზე თავდასხმის აღკვეთისა და პრევენციის დროს დაშვებული შეცდომები აღიარა.

სექტემბერი 21 2024 წაკითხვა 210 ჯერ

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისის მხარდაჭერის შესახებ ვლადიმერ პუტინის განცხადება ხუმრობა იყო, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა Sky News Arabia-სთან ინტერვიუში განაცხადა.

სექტემბერი 20 2024 წაკითხვა 213 ჯერ

„საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტმა დაადგინა ხუთი ორგანიზაციისა და ერთი ფიზიკური პირისგან შემდგარი ქსელი, რომლებიც დაფუძნებული არიან რუსეთში და რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონში, სამხრეთ ოსეთში და რომლებმაც შესაძლებელი გახადეს და ხელი შეუწყვეს რუსეთსა და კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას (DPRK) შორის უკანონო გადახდის მექანიზმების დასამკვიდრებლად მიმდინარე მცდელობებს“, - აღნიშნულია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში.

გვერდი 32 სულ 317
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.