" საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებები არც საქართველოსა და არც ქართველ ხალხს არ ეხმარება " - რობინ დანიგანი
საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებები არც საქართველოსა და არც ქართველ ხალხს არ ეხმარება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებები, დეზინფორმაცია აშშ-ისა და დასავლეთის შესახებ და განცხადებები, პრემიერ-მინისტრის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების მსგავსი, არც საქართველოსა და არც ქართველ ხალხს არ ეხმარება. ქმედებები და განცხადებები, რომლებიც დასავლეთისგან, ევროპისგან და აშშ-ისგან საქართველოს კიდევ უფრო იზოლირებას იწვევს, ქართველი ხალხის ინტერესებში არ შედის. ქართველმა ხალხმა დიდი უმრავლესობით განაცხადა, რომ მათი მომავალი ევროპასთან და დასავლეთთან ერთად არის და ქმედებები და განცხადებები, რომლებიც საქართველოს იზოლირებას ახდენს, ამ მიზანს ხელს არ უწყობს“, - განაცხადა რობინ დანიგანმა.
აშშ-ის ელჩმა საქართველოში აღნიშნა, რომ მსოფლიოში ქართველი ხალხის აშშ-ზე ძლიერი მხარდამჭერი არ არსებობს.
„მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ მსოფლიოში ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციის აშშ-ზე ძლიერი მხარდამჭერი არ არსებობს. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერასა და დახმარებას, რათა საქართველო გახდეს უფრო ძლიერი, ეკონომიკურად წარმატებული ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის წევრი იქნება და განცხადებები, რომლებიც საქართველოს აშშ-ისგან იზოლირებას ცდილობენ, არავისთვის სასარგებლო არ არის“, - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა საქართველოში.
სიახლეები
- ,,ჩვენ არ მოგვწონს ბრიუსელის ქმედება თბილისთან მიმართებით, ჩვენ გვსურს, რომ ევროკავშირმა სამართლიანად იმოქმედოს, ორმაგი სტანდარტების გარეშე"- პიტერ სიიარტო
- ,,სამწუხაროდ, ევროპარლამენტი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს სათანადოდ არ ეპყრობიან"- მევლუთ ჩავუშოღლუ
- კახეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი დააკავა
- ტრამპმა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე სავარაუდო გაყალბების გამოძიების განკარგულება გასცა
- ,,ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო"- ირაკლი კობახიძე