როგორ უნდა ჩახვიდე საქართველოში, თუ პოზნერი არ ხარ - „კომერსანტი“
რუსულ გაზეთ „კომერსანტ“-ში («КоммерсантЪ») გამოქვეყნებულია გამოცემის თბილისელი კორესპონდენტის ია ბარათელის ვრცელი სტატია სათაურით „როგორ უნდა ჩახვიდე საქართველოში, თუ პოზნერი არ ხარ“, რომელშიც მიმოხილულია რუსი ტურისტებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსასვლელი პირობები, კოვიდსიტუაციის გათვალისწინებით. პუბლიკაციაში საუბარია აგრეთვე კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემაზეც: არის თუ არა რუსოფობია საქართველოში.
„ვლადიმერ პოზნერს, როგორც ამას წინათ დავრწმუნდით, ათასობით რუსი მოქალაქის მსგავსად, საქართველოში დასვენება უყვარს. ცნობილი ტელეწამყვანი თბილისში პირდაპირი სპეციალური ავიარეისით ჩაფრინდა და თუმცა პრობლემებით, მაგრამ მაინც მოასწრო ქართულ რესტორანში ვახშმობა. რიგით რუს ტურისტებს ასეთი პერსპექტივა ამ გაზაფხულზე არ ექნებათ: საღამოს შვიდი საათის შემდეგ თბილისის ქუჩები გადაჭედილია - ყველა სახლში დაბრუნებას ჩქარობს, რადგან 9 საათზე კომენდანტის საათი იწყება და ეს შემზღუდავი ანტიკოვიდური ზომა უკვე ხუთი თვეა მოქმედებს“, - წერს ავტორი სტატიის დასაწყისში.
„თბილისი საღამოობით „საცობებშია“ გაჭედილი. სარგებლობენ რა სიტუაციით, ტაქსისტები მგზავრებს უარს ეუბნებიან და შესაბამისად, მგზავრობის ფასიც ორმაგდება. მაღაზიები 7 საათზე იკეტება, კაფე-რესტორნები - 8-ზე. ცხრა საათის შემდეგ ქუჩაში გამოსვლა მხოლოდ სპეციალური საშვით შეგიძლია, ძალიან საპატიო მიზეზით - ვთქვათ, აეროპორტში ვინმეს უნდა დახვდე, ან მორიგე აფთიაქში წამლისთვის უნდა მიხვიდე“, - აგრძელებს ქართული ანტიკოვიდური ზომების შესახებ საუბარს ავტორი.
გასულ შემოდგომით საქართველომ კორონავირუსის მეორე ტალღა მძიმედ გადაიტანა, რამდენიმე დრის განმავლობაში საავადმყოფოებში თავისუფალ ადგილს ვერ იპოვნიდი. იმ პერიოდში ქვეყანაში მეორე ლოქდაუნი გამოაცხადეს, მიმდინარე წლის მარტისთვის ზოგიერთი შეზღუდვა გააუქმეს, მაგრამ კომენდანტის საათი დარჩა“, - აღნიშნავს ჟურნალისტი და ხაზს უსვამს, რომ შეზღუდვებმა ყველაზე მძიმედ საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე იმოქმედა: ბევრი გაკოტრდა და დაიხურა, ხოლო მათი მფლობელები, რომლებიც ჯერ კიდევ მუშაობენ, აცხადებენ, რომ კიდევ ლოქდაუნს ვერ გადაიტანენ. მათთვის ახალ მთავარია იმუშაონ, თუნდაც ნაწილობრივი შეზღუდვებით.
მაგრამ ახლა ეპიდემიოლოგებმა კორონავირუსის მესამე ტალღაზე დაიწყეს ლაპარაკი: ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს, ვაქცინაციის პროცესი კი ენთუზიაზმის გარეშე მიდის - ამით საქართველო დანარჩენი მსოფლიოსაგან არ განსხვავდება. ქართველთა თავშეკავებას ვაქცინაციისაგან ხელს უწყობს ისიც, რომ თავდაპირველად აქ ვაქცინა „ასტრაზენეკა“ შემოიტანეს, რომლის ეფექტურობა ევროპაში დავას იწვევს“, - წერს ავტორი.
პუბლიკაციაში საქართველოში ტურიზმის მდგომარეობაც არის მიმოხილული: უკან დარჩა სარეკორდო 2019 წელი, როცა ქვეყანას 9,3 მილიონი უცხოელი მოგზაური ეწვია. ასევე მხოლოდ კეთილი მოგონებას წარმოადგენს ტურიზმისაგან 2019 წელს მიღებული შემოსავლები (3,3 მილიარდი დოლარი). კორონავირუსის გამო 2020 წელს საქართველოში უცხოური ტურისტების რაოდენობა 80%-ით შემცირდა, ასევე სემოსავლებიც ანტირეკორდული გახდა - მხოლოდ 427 მილიონი დოლარი. უმუშევრობა თიტქმის 20%-ს შეადგენს, ხოლო აშშ-ის საერტაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვით ირკვევა, რომ მოსახლეობის 79%-ისთვის ეკონომიკური სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა.
„კოვიდ-19“-ის პანდემიამ ბევრი ქვეყანა ძალიან დააზარალა, საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არ არის, მაგრამ საქმე ისაა, რომ როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებას მდგომარეობის გაუმჯობესების მკაფიო გეგმა არ აქვს. ყოველ შემთხვევაში, რა იგეგემება მიმდინარე წელს ტურიზმთან მიმართებით, ოფიციალურ დონეზე არავის არ აუხსნია. მთავრობას ჯერ ვერ გადაუწყვეტია, გაიხსნება თუ არა სახმელეთო საზღვრები. არადა, სწორედ საზღვრების გახსნაზეა დამოკიდებული ტურისტთა რაოდენობის ზრდა და არა პოლიტიკურ სიტუაციაზე. ყველაზე მეტი ტურისტი საქართველოში უშუალოდ მოსაზღვრე მეზობელი ქვეყნებიდან დადის - რუსეთიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.
თუ ჯერ კიდევ გასული წლიდან გაყინული ქართული ტურიზმი არც მიმდინარე წელს არ გამოცოცხლდება, ქვეყანას სტაბილური შემოსავლები მოაკლდება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უცხოეთში აღებულ გიგანტურ ვალსაც ხომ გასტუმრება უნდა?
„ამჟამად საქართველოში საჰაერო გზით რუსეთიდან მხოლოდ მესამე ქვეყნის გავლით შეიძლება მოხვდე“, - წერს ავტორი და მიუთითებს: „ცოტა ხმის წინ თბილისში შეიძლებოდა სტამბოლის გავლით ცასულიყო, მაგრამ რუსეთ-თურქეთის ავიამარშრუტი უკვე დაიხურა. ახლა მთელი იმედები მინსკისა და ერევნის გავლითღა არსებობს. თუ ავიაბილერთი მოსკოვის-სტამბოლი-თბილისის მიმართულებით და უკან დაახლოებით 25 ათასი რუბლი (სადღაც 320 დოლარამდე) ღირდა, ერევნის გავლით დაჯდება 22 ათასი რუბლი, ხოლო მინსკის გავლით - 27 ათასი. სხვატა შორის, ყველაზე იაფი უკრაინის მიმართულებაა: კიევ-თბილისის პირდაპირი ავიარეისი ორივე მიმართულებით მხოლოდ 135 დოლარი ღირს.
სამწუხაროდ, რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ავიარეისები ჯერ-ჯერობით არ განახლდება. როგორც რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ რადიკალური ძალები, მყვირალები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეების მიმართ მტრული განწყობა აქვთ და ამის მაგალითად ვლადიმერ პოზნერის გამო მომხდარი ინციდენტი დაასახელა.
სტატიის ავტორი ტელეფონით ესაუბრება მოძრაობა „სირცხვილიას“ ხელმძღვანელს ნოდარ რუხაძეს, რომლის თქმით, ვლადიმერ პოზნერის მიმართ შეცდომა ხელისუფლებამ დაუშვა, რადგან ასეთი ადამიანი საქართველოში არ უნდა შემოშვებულიყო, რომელიც აფხაზეთს არ აღიარებს საქართველოს შემადგენლობაში და რომელიც კომენდანტის საათს არღვევს. „კომერსანტის“ ჟკორესპონდენტის კითხვაზე - „ემზადებით ასეთი აქციების ჩასატარებლად რუსი ტურისტების მიმართაც?“, ნოდარ რუხაძე პასუხობს: „არა, რა თქმა უნდა, ვინც ასეთ ხმებს ავრცელებს, ეს აღმაშფოთებელი პროპაგანდაა. ჩვენს აქციებში არანაირი ნაციონალისტური მოტივები არ არსებობს. ჩვენ ხშირად ვაკრიტიკებთ საქართველოს ხელისუფლებას, ჩვენს აქციებში ზოგჯერ სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეებიც მონაწილეობენ, თვით რუსებიც კი. ასე რომ, აქციები არც რუსებს და არც რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტებს არანაირად არ ეხება“.
ეხება თუ არ ეხება, ჯერ-ჯერობით მათთვის საქართველოსკენ ყველა გზა დახშულია. თბილისი ტურისტებს იმ ქვეყნებიდან ელოდება, რომლებთანაც ავიარეისები უკვე აღდგა. მაგალითად, ისრაელიდან. საერთოდ, ისრაელიდან ჩასული მოგზაურები ყველა ქვეყნისთვის სასიხარულოა - ისინი ხომ მთლიანად აცრილები არიან. საქართველოში, ალბათ, გაიზრდება ევროპიდან ჩამსვლელთა რაოდენობაც - იქაურებს უკვე ყელში ამოუვიდათ ყოველგვარი შეზღუდვები და ეძებენ შედარებით იოლი ანტიკოვიდური რეჟიმის ქვეყნებს. ქართული კომენდანტის საათს ევროპელები, ალბათ იოლად შეეგუებიან, ამის გამოცდილება მათ ნამდვილად აქვთ. სხვათა შორის, თბილისის აეროპორტიდან ბევრი ევროპული მიმართულება უკვე გაიხსნა და საერთაშორისო გამოცემებშიც საქართველოს აქტიური რეკლამირება მიმდინარეობს“, - აღნიშნულია სტატიის დასასრულს.
წყარო: https://www.kommersant.ru/doc/4780138#id2034838
მოამზადა - სიმონ კილაძემ
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"