" პოზიტივი და მნიშვნელობა მაშინდელი 23 ნოემბრის ცალსახაა, მოლოდინები გაჩნდა საზოგადოებაში, თუმცა..."
პოზიტივი და მნიშვნელობა მაშინდელი 23 ნოემბრის ცალსახაა, მოლოდინები გაჩნდა საზოგადოებაში, თუმცა, მოლოდინები არათუ არ გაამართლა „ნაციონალურმა მოძრაობამ", არამედ მთელი საქართველო ჰყავდათ პოლიტიკური ტერორის ჯაჭვში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა "ვარდების რევოლუციის" 18 წლისთავთან დაკავშირებით დაკავშირებით განაცხადა.
ოხანაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელ აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რაც არ უნდა დააკავშირონ დღევანდელი დღე 2003 წლის 23 ნოემბერს, ყველასთვის ნათელია, რომ საზოგადოებამ მათ უარი უთხრა.
"მე მესმის, რომ სენტიმენტებით, ემპათიით ცდილობენ, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დააკავშირონ 23 ნოემბერი მაშინდელ პერიოდს, თუმცა, საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უარი უთხრა ამ მოძრაობას, ვინაიდან ამ ადამიანებმა თუკი რაიმე შეიძლება ჩაედინათ იმ 9 წელში, ჩაიდინეს ყველაფერი. ამიტომ პოზიტივი და მნიშვნელობა მაშინდელი 23 ნოემბრის ცალსახაა, მოლოდინები გაჩნდა საზოგადოებაში, იყო ინტერესი, თუმცა, მოლოდინები არათუ არ გაამართლეს, მთელი საქართველო ჰყავდათ პოლიტიკური ტერორის ჯაჭვში, ასე რომ, რაც არ უნდა ჯაჭვებით ახლა ერთმანეთს შემოუძახონ, რომ დააკავშირონ მაშინდელ მოვლენებს დღევანდელი დღე, ეს არ გამოსდით და ცალსახად ნათელია ყველასთვის, არამხოლოდ ქართული საზოგადოების, არამედ მთელი საერთაშორისო საზოგადოების რეაგირება მათ ბელადზე არის ნული. ყველამ იცის, რომ მან ჩაიდინა დანაშაულები, რაც დამტკიცებულია სტრასბურგის არაერთი გადაწყვეტილებით და კანონის საფუძველზე იხდის სასჯელს“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
სიახლეები
- "რუსეთი უარყოფს ცეცხლის შეწყვეტის მრავალრიცხოვან მოთხოვნას და ჯერ არ განუსაზღვრავს, როდის შეაჩერებს მკვლელობებს, ეს ართულებს ვითარებას" -ვოლოდიმირ ზელენსკი
- 17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
- "10 წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ დაპირება გასცა, რომ წყალტუბოში 5-ვარსკვლავიან სასტუმროს გააკეთებდნენ, თუმცა აქ კვლავაც „ქოცური“ ნანგრევებია" - გრიგოლ გეგელია
- რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს პუტინი - “თუ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, ეს ტრამპისთვის პოლიტიკურად დამღუპველი იქნება”
- "პუტინი ჭკვიანი კაცია, კარგად ვუგებთ ერთმანეთს, შეიძლება, შეხვედრაზე რაღაცას მივაღწიოთ" - დონალდ ტრამპი