"ვენეციის კომისიის დასკვნაში რაც არ არის გაკრიტიკებული, მხოლოდ კანონპროექტის სათაურია"
ის რაც არ არის გაკრიტიკებული, არის მხოლოდ კანონპროექტის სათაური, - ასე აფასებს დეპუტატი ეკა ბესელია ვენეციის კომისიის დასკვნას მმართველი პარტიის წევრების მიერ მოსამართლეების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით.
დეპუტატის განცხადებით, კანონპროექტი კრიტიკას ვერ უძლებს. ეკა ბესელიას თქმით, დროა უმრავლესობამ მოუსმინოს საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს და არ გააგრძელოს პოლიტიკა, როდესაც არავის უსმენს.
"ის რაც არ არის გაკრიტიკებული, არის მხოლოდ კანონპროექტის სათაური, ყველაფერი დანარჩენი გატარებულია კრიტიკის ქარცეცხლში. პრინციპების დონეზე კანონპროექტი არ შეესაბამება მინიმალურ სტანდარტებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს. გაკრიტიკებულია - კრიტერიუმები, რადგან გამოცდა არ უნდა იყოს წინაპირობა, რასაც ჩვენ ვამბობდით. გაკრიტიკებულია ასაკი და გამოცდილება და მიჩნეულია, რომ ეს არის ძალიან დაბალი და ჩვენს კანონპროექტში გამოცდილების თვალსაზრისით უფრო მაღალი სტანდარტია შემოთავაზებული. გაკრიტიკებულია კენჭისყრის პროცესი, შერჩევის პროცესი, ასევე ფარული კენჭისყრა. გაკრიტიკებულია ინტერესთა კონფლიქტის არსებული მოდელი, რასაც ჩვენც ვაკრიტიკებდით. პირდაპირ მითითებულია, რომ ასეთი დაბალი დონის სტანდარტი არღვევს საერთაშორისო მიდგომებს, რომელსაც უნდა იცავდნენ ქვეყნები. დასკვნაში აღნიშნულია, რომ შესაძლოა, ჩიხში შევიდეს კენჭისყრის პროცესი. გაკრიტიკებულია ყველა პრინციპი, ყველა ეტაპი, რაც ამ კანონპროექტშია მითითებული ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
სიახლეები
- "საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, მზად ვართ მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი კონსტიტუციაშიც ავსახოთ" - ბიძინა ივანიშვილი
- "ქართველი ხალხი სულელი არ არის, არცერთი პატრიოტი ამ მოღალატეებისთვის ხმის მიცემას არ აპირებს და, რა თქმა უნდა, ეს კვლევებშიც ჩანს"
- "დღეს თეთრზე გვეუბნებიან, რომ შავია, როდესაც არ ვეთანხმებით, გვაშანტაჟებენ სანქციებით, ვიზალიბერალიზაციისა და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებით"
- "მნიშვნელოვანია, „ქართულმა ოცნებამ“, საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს და დღის წესრიგში დააყენოს „ნაცმოძრაობის“ გასამართლების საკითხი - პირობას გაძლევთ, ამ პროცესს წინ ვერაფერი დაუდგება!"
- "არცერთი პედაგოგი არ დარჩა სისტემაში, ვისაც ხელფასი არ გაზრდია, ამიტომ ეს ვერ იქნებოდა ჩემი გადადგომის მიზეზი" - გიორგი ამილახვარი