საზოგადოება სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სახალხო დღესასწაული „თბილისობა“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება.
„ჩვენ ყოველ წელს აღვნიშნავთ ჩვენი ულამაზესი დედაქალაქის დღეებს. წელსაც, 5-6 ოქტომბერს გაიმართება „თბილისობა“. ღონისძიებები რიყის პარკსა და ორბელიანის მოედანზე ჩატარდება. ძალიან საინტერესო ღონისძიებებია დაგეგმილი, რის შესახებაც დეტალურ ინფორმაციას სულ მალე მივაწვდით საზოგადოებას. იქამდე კი მოინიშნეთ 5 და 6 ოქტომბერი და ერთად აღვნიშნოთ თბილისობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
სიახლეები
- ,,ამათზე ანტიეროვნული და საშიში ხელისუფლება ძნელია რომ წარმოიდგინო"- რომან გოცირიძე
- ქუთაისში, შსს-ს თანამშრომლების ნაცვლად, საცხოვრებელი კორპუსი დევნილებისთვის დასრულდება
- საჩხერეში საცხოვრებელი ბინის ნაწილი ჩამოიშალა
- ბოდბის მონასტერში, გოგონა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა
- გიორგი მამარდაშვილი დააჯარიმეს
