May 18, 2024

"პატრიარქმა თავის ეპისტოლეში ყურადღება გაამახვილა სამშობლოს სიყვარულზე, ურთიერთშენდობაზე, პატრიოტიზმზე "

პატრიარქმა თავის ეპისტოლეში კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება სამშობლოს სიყვარულზე, ურთიერთშენდობაზე, პატრიოტიზმზე

- ყველაფერზე იმაზე, რაც ასე ძალინ სჭირდება ქართველ ერს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სააღდგომო ლიტურგიის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას, განსაკუთრებით კი საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

 

“ყველა ქრისტიანს, ყველა მართლმადიდებელს, ჩვენი სამშობლოს ყველა მოქალაქეს მინდა მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ვუსურვო სიყვარული, ბედნიერება, ურთიერთთანადგომა და ყველაფერი საუკეთესო”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

პრემიერი სააღდგომო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმსახურებთან ერთად ჩაატარა.

 

წაკითხვა 664 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 28 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.