ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, მნიშვნელოვანია, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემამ პოსტკოვიდური კლინიკების შექმნაზე იზრუნოს და იმ ადამიანების მიმართ, ვინც კორონავირუსი გადაიტანა, ზედამხედველობა და მეთვალყურეობა უნდა იყოს განსაკუთრებული.
კომპანიები – „იკორთა 2007“ და „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“, რომლებიც გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალ ღვთისმშობლის სახელობის მთავარი ტაძრის დროებითი გადახურვის სამუშაოებს აწარმოებდნენ, 12-12 ათასი ლარით დაჯარიმდნენ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სამუშაოების შესასრულებლად ხელშეკრულება ახალ კომპანიასთან „ბაგინეთი +“ გააფორმა.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებული საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება.
საქართველოში კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ასე გამოიყურება ქუთაისში იაშვილის ქუჩა, მანქანები გვერდს ვერ უვლიან ერთმანეთს და მუდმივად დაპირისპირებაა მძღოლებს შორის.