საქართველოში ვირუსით ინფიცირების110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 1 643 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 25 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 4 964 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 2 930, პისიარ-ტესტით – 2 034.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 247 915 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 234 636 გამოჯანმრთელდა, 2 958 კი გარდაიცვალა.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 460 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 22 714 ადამიანი.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან
