June 26, 2025

ოქტომბერი 20 2020 წაკითხვა 640 ჯერ

ერთიან სამთავრობო ცხელ ხაზზე, 144-ზე ვრეკავთ მაშინ, როდესაც გვაინტერესებს ინფორმაცია მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება შეზღუდვების დაწესებას, ან მოხსნას, მაგრამ თუ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კითხვები გვაქვს, ან მაგალითად გამოგვივლინდა კოვიდთან დაკავშირებული სიმპტომები, ვრეკავთ 112-ზე, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა.

ოქტომბერი 20 2020 წაკითხვა 657 ჯერ

,,ეს იყო ჩემი ვარაუდი, რომ სელფის გადაღებისას დავინფიცირდი. როგორც გაირკვა, იმ გოგონას, რომელმაც ერთ-ერთ შეხვედრაზე სელფი გადაიღო ჩემთან, რა დროსაც მოვიხსენი პირბადე, არ დაუდასტურდა კოვიდი", - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომელსაც კორონავირუსი აქვს დადასტურებული. 

ოქტომბერი 20 2020 წაკითხვა 829 ჯერ

თამაში არ უყვარს. საკუთარ ამპლუაში თავს ბევრად უფრო კომფორტულად გრძნობს. მითითებებით ვერ ცხოვრობს. რჩევების გათვალისწინებას ცდილობს, მაგრამ მაინც ისე იქცევა, როგორც გული კარნახობს. თვლის, რომ საზოგადოებას თავი ზუსტად ისეთად უნდა აჩვენოს, როგორიც სინამდვილეშია. ასე შეცდომაშიც ვეღარავის შეიყვანს. ემოციურობას და გამოხატვის თავისებურებას ნაკლად არ აღიქვამს. ფიქრობს, რომ ადამიანს გრძნობებიც უნდა გააჩნდეს და ადეკვატური რეაქციებიც უნდა ახასიათებდეს.

ოქტომბერი 20 2020 წაკითხვა 713 ჯერ

 ,,ჩვენც გვქონდა ხარვეზები. აშკარად არასწორი და ცოტა პოპულისტური იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ კარვები გაგვეხსნა ბათუმში", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. 

ოქტომბერი 20 2020 წაკითხვა 723 ჯერ

ამერიკაში მცხოვრები ექიმი, კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი სოციალური ქსელის საშუალებით საზოგადოებას მიმართავს და კორონავირუსთან დაკავშირებით აუცილებელ რჩევებს აძლევს.

ოქტომბერი 20 2020 წაკითხვა 574 ჯერ

️სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ დღევანდელ შეხვედრაზე იმერეთის რეგიონში არსებულ ეპიდვითარებაზე, რეგულაციების თანმიმდევრობით და სწორად შესრულებაზე, ხარვეზების აღმოფხვრაზე, კოვიდინფიცირებულების მკურნალობასა და მართვაზე იმსჯელა.

გვერდი 463 სულ 687
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.